მთავარი

InfoTel Group — სისტემური ინტეგრატორი, შედგება კომპანიათა ჯგუფისგან, რომლებიც ყოველდღიურად ავითარებენ და ნერგავენ კომპლექსურ სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტებს უკრაინისა და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებში. ეს არის გზა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პირველი ინტეგრაციებიდან მ. კ. იანგელის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოესთვის“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“, არსელორმიტტალ კრივო როგისთვის, უკრსიბბანკისთვის, კრედი აგრიკოლ ბანკისთვის, გულკის ინსტიტუტისთვის, კიევის საქალაქო კლინიკური ონკოლოგიური ცენტრისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, უკრაინის ეროვნული პოლიციისთვის, უკრჰიდროენერგოსთვის და სხვა უკრაინული და საერთაშორისო კომპანიებისთვის გადაწყვეტების გაშვებამდე.

InfoTel Group — ეს არის შედეგზე ორიენტირებული ხარისხი და სამუშაო, ახალი გადაწყვეტების ძიება, რომლებიც ბიზნეს-პროცესების გაუმჯობესებისა და უახლესი სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტების რეალიზების შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის სპეციალისტებს შეუძლიათ მკაფიოდ და სწრაფად გაიგონ მოთხოვნილებები და დამკვეთის კონკრეტული ამოცანების სარეალიზაციოდ რამდენიმე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა შეარჩიონ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში. ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპლექსურ რეალიზაციასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სისტემის მუშაობის მთელი ვადის განმავლობაში, ვაპროექტებთ, ვქმნით და ვუშვებთ დამკვეთისთვის აუცილებელ ყველა სისტემას. ამისთვის საჭირო ყველა რესურსი გვაქვს – საწარმოო-ტექნიკური ბაზა, კონსულტანტები, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი.

InfoTel Group სისტემური ინტეგრატორია, რომელიც ოთხი საკვანძო IT-მიმართულებით მუშაობს:

მუშაობის 15-ზე მეტი წლის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილი მწარმოებლების მოწყობილობებზე სხვადასხვა მასშტაბის პროექტების რეალიზების გამოცდილება გვაქვს დაგროვებული. ეს არის ასობით დამკვეთი და ათასზე მეტი რეალიზებული პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, მრეწველობისთვის, სახელმწიფო სექტორისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებისთვის. ეს ყოველივე ახალი გადაწყვეტებისა და ტექნოლოგიების მოძიების სტიმულს გვაძლევს, გვახელოვნებს, გვავითარებს და შთაგვაგონებს.

უპირატესობები:

2004 წლიდან ახალი მიმართულების გაშვება – ხაზოვანი შუქ-დიოდური სანათების (LED) წარმოება ბიზნესისთვის განათების პროექტების რეალიზება.  2020 წელს სანათების წარმოება გამოიყო ცალკე მიმართულებად და ამჟამად ვითარდება, როგორც ბრენდი Inled.

InfoTel Group – ეს არის მრავალპროფილური ინტეგრატორი, რომლის ხაზშიც არის სხვადასხვა ტექნოლოგიური გადაწყვეტები სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებისთვის. ჩვენ შეგვიძლია გადავჭრათ დამკვეთების მოთხოვნილებათა ფართო სპექტრი შესაძლებლობებისა და ჩვენი კომპანიის სპეციალისტების კომპეტენციის ფარგლებში. ფარგლებში.

პრინციპები

კვალიფიკაცია

საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე ინჟინრები


გამოცდილება

15 წელზე მეტი IT-ტექნოლოგიების ბაზარზე

პასუხისმგებლობა

ყოველთვის პასუხს ვაგებთ ინტეგრაციის ხარისხსა და ვადებზე

კომპანიის მისია

ჩვენი მიზანია დამაკავშირებელი რგოლი ვიყოთ მსოფლიო ინოვაციებსა და ბიზნესს შორის, კომპანიის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება უახლესი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე.

კომპანიის ფასეულობები

კომპანიების ჯგუფი

Infotel Group — სისტემური ინტეგრატორი მთავარი ოფისით კიევში და ფილიალით თბილისში, საქართველო. კომპანია რამდენიმე ქვედანაყოფისგან შედგება: Infotel Ukraine, Infotel Georgia – სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტების სისტემური ინტეგრატორები და Inled –  შუქ-დიოდური სანათების (LED) წარმოება და კომერციული განათების პროექტების რეალიზება.



Infotel Ukraine —კომპანიის მთავარი ოფისი კიევში კვალიფიცირებული სპეციალისტების გუნდით, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატები და IT-პროექტების დანერგვის გამოცდილება როგორც უკრაინაში, ასევე ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში. ვართ ისეთი მსოფლიო დონის მწარმოებლების პარტნიორები, როგორების არიან Atos Unify, Alcatel-Lucent Enterprise, Gigaset, 2N, Jabra, Ribbon და სხვები. ეს შესაძლებლობას აძლევს ჩვენს კლიენტებს სრული მოცულობით და ხარისხის გარანტიით მიიღონ უახლესი ინოვაციები.

კიევის ოფისში განთავსებულია საერთაშორისო სასწავლო ცენტრი, რომელშიც ტექნიკური სპეციალისტების სწავლება ტარდება როგორც კიევში, სასწავლო კლასების ბაზაზე, ასევე online. შესაძლებელია გასვლითი კურსების ჩატარებაც.

Inled – 2014 წლიდან კომპანია დაკავებულია ხაზოვანი შუქ-დიოდური სანათების (LED) წარმოებით და შუქდიოდური განათების პროექტებით გამოსაყენებლად სავსებით მომზადებული სახით ჩასაბარებლად სავაჭრო, საოფისე, სამრეწველო და სასაწყობო სათავსებისთვის, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების გასანათებლად.   Inled-ის სპეციალისტები მზად არიან, შეასრულონ პროექტის განათების ტექნიკური გაანგარიშება, ხაზოვანი სანათების შერჩევა და წარმოება, მათი მიწოდება და მონტაჟ ობიექტზე.

Infotel Georgia – სისტემული ინტეგრატორი, კომპანიის ფილიალი ქალაქ თბილისში, საქართველო, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს კომპანიას, უფრო ახლოს იყოს დამკვეთებთან და მოახდინოს IT-პროექტების რეალიზება აზიის ქვეყნებში. კვალიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროექტების სერვისულ მომსახურებას რეალიზების ყველა ეტაპზე. თბილისის ოფისი კიევის მთავარ ოფისთან მჭიდრო ურთიერთქმედებით მზად არის, მოახდინოს IT-პროექტებისა და ბიზნესისთვის შუქდიოდური განათების პროექტების რეალიზება.

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua