ინფორმაციული უსაფრთხოება

საინფორმაციო უსაფრთხოება – ეს, პირველ რიგში, ნებისმიერი (ელექტრონული თუ ფიზიკური) სახის ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომის, გამოყენების, შეცვლის, კვლევის, ჩაწერის ან განადგურების თავიდან აცილება.

დღეს უდიდესი რაოდენობის საფრთხეები და ამდენივე მათი საწინააღმდეგო ზომა არსებობს, რომლებსაც ნებისმიერი ფორმისა და სახის მიღება შეუძლია. მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ყოველთვის უმჯობესია პრევენციული დაცვის ქონა, რომელიც დაგეხმარებათ შემოსულ საფრთხესთან უფრო სწრაფ გამკლავებაში. იმ შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც შეტევა მიაქვთ თქვენს, ყოველნაირად დაუცველ მონაცემებზე და საგანგებო ვითარებაში გიწევთ დაცვის დაყენება და შეტევის საწინააღმდეგო ზომების მიღება.

თითოეულ კომპანიას ვურჩევთ, წინასწარ იფიქროს თავისი მონაცემების დაცვაზე, მათმა გაჟონვამ ხომ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს, რომელიც შეარყევს თქვენს მდგრადობას ბაზარზე. თუ აქამდე არ გიზრუნიათ თქვენი მონაცემების დაცვაზე, მომავალში თავის დასაცავად უნდა შეამოწმოთ თქვენი სისტემა მოწყვლადობაზე, საფრთხეების წყაროებზე, ზემოქმედების პოტენციურ ხარისხსა და რისკების მართვის შესაძლებლობაზე.

გახსოვდეთ, რომ თქვენს კორპორატიულ ქსელში გამოგზავნილი, თითქოსდა სრულიად შეუმჩნეველი ბმულიც კი შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის სახით, რომელიც გახსნის შემთხვევაში შეტევას განახორციელებს თქვენს სისტემაზე.

კომპანია InfoTel-ის სპეციალისტები მზად არიან, დახმარება გაგიწიონ თქვენი კომპანიის უსაფრთხოების სისტემების აუდიტის ჩატარებაში, გამოავლინონ და აღმოფხვრან სისტემის მოწყვლადობები, შემოგთავაზონ კომპლექსური გადაწყვეტები და მოახდინონ მათი ინტეგრაცია.

კომპანია InfoTel 2004 წლიდან არის დაკავებული აუდიტის ჩატარებით და კომპლექსური გადაწყვეტების დანერგვით უსაფრთხოების სფეროში.

თუ გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაციის მიღება თქვენი კომპანიისთვის საინფორმაციო უსაფრთხოების დანერგვის გადაწყვეტებთან დაკავშირებით, კონსულტაციისთვის მოგვმართეთ ოფისში.

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua