COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის კრიზისმა ბიზნესის ხელმძღვანელთათვის ახალი რეალობის მიმართ წარმოშვა უპრეცედენტო გამოწვევები. ყველას მოუწია ახალ რეალობასთან ადაპტირება და კომუნიკაციის ახალი გზების ძიება.
კომპანია Alcatel-Lucent Enterprise-ის სპეციალისტებმა მოამზადეს სახელმძღვანელო, რათა საწარმოებისათის მიეწოდებინათ მუშაობის ახალ პირობებთან ადაპტაციის გადაწყვეტები.
ყველა საწარმოთა 37%-მა განაცხადა, რომ მათ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ქსელური ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუველყოფა და საკომუნიკაციო სისტემების მოდერნიზაცია ან ღრუბლოვანი გადაწყვეტების დანერგვა, რაც საშუალებას იძლევა კომუნიკაცია დავამყაროთ და ერთობლივად ვიმუშაოთ დისტანციურ/დისტანციურ რეჟიმში.
კრიზისის სულ დასაწყისიდან ბიზნეს-კომუნიკაციები აღმოჩნდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბევრი ორგანიზაციისათვის. მათ მიეკუთვნება, კერძოდ, კლიენტების მომართვების ზრდა, რომელთაც სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, სწრაფადმზარდი დისტანციური გაყიდვები, დაშორებით და ოფისში მომუშავე თანამშრომელთა შორის კავშირების უწყვეტობის უზრუნველყოფა.
მივიღეთ რა ყველაფერი ეს მხედველობაში, ასევე უწყვეტობის ახალი და სამომავლო მოთხოვნები, დაგვჭირდა საიმედო ინფრასტრუქტურა პერსონალიზებული ციფრული გამოცდილების უზრუნველსაყოფად, რომელსაც კლიენტები ელიან.
ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც დაგვეხმარება საწარმოთა მთავარი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნეს-პრიორიტეტების გადაწყვეტაში:
საცალო ვაჭრობაში, ჯანდაცვასა და წარმოებაში საგანთა ინტერნეტ მოწყობილობების (IoT) გამოყენების ზრდა ასევე აწვება ქსელს სიმკვრივის, ოპერაციებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოწყობილობათა გამარტივებული მომზადება, კლასიფიკაცია და ხილვადობა, ასევე ქსელური უსაფრთხოება დაგვეხმარება უზრუნველვყოთ საგანთა ინტერნეტის ეფექტურ და უსაფრთხო გაშლაში.
კიბერდანაშაულების ზრდა, მონაცემთა გაჟონვისა და პროგრამა-გამომძალველების ჩათვლით, ჩვენი დროის რეალობაა. ამჟამინდელ საწარმოებს სჭირდებათ უსაფრთხო გარემო ქსელის ყველა დონეზე, რათა შეძლონ მომხმარებელთა, მოწყობილობების, საგანთა ინტერნეტის და ქსელური კომპონენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
გლობალურმა მოვლენებმა გაამწვავა ქსელებისა და ტექნოლოგიების განვითარების პრობლემა. საგანთა ინტერნეტის ახალ მოწყობილობათა რაოდენობის ზრდა, ასევე ბიზნესისა და თანამშრომლების ონლაინ რეჟიმში გადასვლა ზრდის Wi-Fi რეჟიმში ეფექტური მუშაობის, ქსელის გამტარუნარიანობის გაზრდის, ასევე ქსელის უსაფრთხო და მარტივი მართვის მოთხოვნილებას, რის გამოც წარმოიშვება ქსელის მოდერნიზების მწვავე აუცილებლობა.
უზრუნველყავით საკუთარი ქსელის უსაფრთხოება მაღალწარმადი მულტიგიგაბიტური კომუტატორების საშუალებით (Alcatel Lucent OmniSwitch® 6560, Alcatel-Lucent OmniSwitch 6860 (E и N) Stackable LAN Switch) და Wi-Fi წვდომის წერტილებით (წვდომის 6 წერტილი WLAN Alcatel-Lucent OmniAccess® Stellar) ჩატვირთული დაცვით.
საკომუნიკაციო სისტემების უახლეს ტექნოლოგიებზე გადაყვანა საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ მრავალარხიანობა და ამით გავაფართოვოთ კლიენტებთან ურთიერთქმედება ციფრულ ფორმატში. სისტემის განახლების შემდეგ სახლიდან მომუშავე თანამშრომლები შეძლებენ ისარგებლონ ყველა საკომუნიკაციო ფუნქციით, ისევე, როგორც ოფისში მუშაობისას.
მათ ასევე შეეძლებათ დარჩნენ კოლეგებთან კავშირზე კომუნიკაციის ღრუბლოვანი სამსახურისა და Alcatel-Lucent Enterprise-ის Rainbow™-ს ერთობლივი მუშაობის საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო აუდიო- და ვიდეოკავშირებს, ეკრანისა და ფაილების ერთობლივ გამოყენებას და სხვა.
საკომუნიკაციო სისტემები ALE იმთავითვე ერთვება RainbowCollaborationCloud Service-ის ღრუბლოვან სამსახურს, ამიტომ მომხმარებლებს შეუძლიათ კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან ბუნებრივად, საკუთარი მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, სტაციონარული ტელეფონის ან მობილური მოწყობილობის, საშუალებით.
გარდა ამისა, ტექნიკური მომსახურების მოქმედი კონტრაქტის ფარგლებში გვეძლევა წვდომა პროგრამული უზრუნველყოფის უკანასკნელ ვერსიებთან. ეს არის საკომუნიკაციო ქსელის გარანტია, რაც საშუალებას იძლევა წარმატებით ვორიენტირდეთ ყველა შესაძლო ცვლილებისას.
ზოგიერთი კლიენტი სარგებლობს Alcatel-Lucent OpenTouch® Enterprise Cloud-ის გამოწერაზე გადასვლის შესაძლებლობით. ამის მეშვეობით მათ მიიღეს ALE-ს ყველა უპირატესობა და იხდიან მხოლოდ იმას, რითაც სარგებლობენ. ყოველთვიურად მათ შეუძლიათ წაშალონ ან დაამატონ ოფციები მოთხოვნების მიხედვით, რათა მოახდინონ საკომუნიკაციო სისტემების ადაპტირება საკუთარი ბიზნესის მოთხოვნებთან.
მოახდინეთ ღრუბლოვანი გადაწყვეტების ადაპტირება კომუნიკაციისა და ერთობლივი მუშაობისათის, რათა ხელი შეუწყოთ დისტანციური მუშაობის რეჟიმს. საწარმოებს არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ შეწყვიტონ მუშაობა არაპროგნოზირებადი არასტაბილურობისას.
Rainbow, საკომუნიკაციო და ერთობლივი მუშაობის ღრუბლოვანი პლატფორმა ALE, ეხმარება ბიზნესს გადაიტანოს მძიმე დროება, უზრუნველყოფს რა თანამშრომლებს სერვისებით, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ დარჩნენ კავშირზე ერთმანეთთან, კლიენტებთან და საქმიან კონტაქტებთან, სამუშაო ადგილის მიუხედავად. Rainbow ხელს უწყობს დისტანციურ მუშაობას ინტერნეტში ერთობლივი მუშაობისათვის საჭირო უსაფრთხო ინსტრუმენტების საშუალებით.
Rainbow-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ:
მონაცემთა უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. Rainbow, უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად ლოკალური შენახვის, ტექნოლოგიებისა და გადაწყვეტების გაერთიანების საშუალებით, მონაცემთა უსაფრთხოების გარანტიას გვაძლევს.
Rainbow-ს აქვს სერტიფიკატები ISO 27001, HDS (საფარანგეთის სამედიცინო სერტიფიკაცია).
თანამშრომელთა უმრავლესობას შეუძლია გააგრძელოს ვალდებულებების შესრულება VPN -თან უბრალო მიერთებით დისტანციური წვდომის პროგრამის საშუალებით. თუმცა მნიშვნელოვან და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მომუშავე თანამშრომლებს აუცილებლად სჭირდებათ უფრო პირდაპირი და დაცული წვდომა კორპორატიულ ქსელთან და მონაცემთა ბაზასთან.
გააფართოვეთ დაცული მიერთება კორპორატიულ ქსელთან დისტანციურ ადგილებში, მაგალითად, თანამშრომლის შინა ოფისში, დისტანციური წვდომის წერტილის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს მიერთებისა და უსაფრთხოების აუცილებელ შესაძლებლობებს.
დისტანციური წვდომის წერტილი, მაგალითად, Alcatel-Lucent OmniAccessStellar AP1201H, უზრუნველყოფს დაცულ და ავტომატურ მიერთებას კორპორატიულ ქსელთან, კორპორატიული დანართებისა და მონაცემთა ბაზების ჩასთვლით, რომლებიც ღრუბლოვანებს არ განეკუთვნება. სხვა მწარმოებლები დამოკიდებულნი არიან კონტროლერების საფუძვლის მქონე არქიტექტურებზე.
დისტანციური წვდომის წერტილები (RAP) ეფუძნება განაწილებული ინტელექტის არქიტექტურას, არ არის დამიკიდებული მწარმოებელზე და უზრუნველყოფს ცენტრალიზებულ ორკესტრირებასა და მართვას.
2. წარმოებათა მიერ დისტანციური/დისტანციური მუშაობის დანერგვის გეგმა მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში
წარმოებათა 41%-მა განაცხადა, რომ აქვს დისტანციური მუშაობის გადაწყვეტის დანერგვის გრძელვადიანი გეგმა.
დღევანდელი გადასახედიდან ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება ბიზნესი. მაგრამ ამჟამად ელიან, რომ საწარმოები გადახედავენ თავიანთ გეგმებს და დააჩქარებენ დისტანციური მუშაობის გადაწყვეტების დანერგვას. იმისათვის, რომ სიტუაციის მიუხედავად შევინარჩუნოთ მზაობა ნებისმიერ დროს, ქვევით მოყვანილია ზოგიერთი გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას იძლევა შეინარჩუნოთ თქვენი თანამშრომლების შრომის ნაყოფიერება ყველაზე მაღალ დონეზე, სადაც უნდა მუშაობდნენ ისინი: სახლში, ოფისში, თუ გზაში.
Alcatel-Lucent IP Desktop Softphone
ALE აგენტებსა და მხარდამჭერი სამსახურის წარმომადგენლებს სთავაზობს IP Desktop SoftPhone გადაწყვეტას, რომელიც სააშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ კლიენტთა მომსახურების მუდმივი დონე დისტანციური მუშაობის რეჟიმში. გადაწყვეტა IP Desktop Softphone საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ საოფისე ტელეფონების ზარების მართვის ყველა ფუნქცია პერსონალურ ნოუთბუქზე.
დანართი IP Desktop Softphone საშუალებით შეგიძლიათ კომუნიკაცია გქონდეთ სახლიდან, ისევე თითქოს ოფისიდან მუშაობდეთ. ასევე შეგიძლიათ:
IP Desktop Softphone საშუალებას აძლევს თქვენს თანამშრომლებს დარჩნენ კლიენტებთან შემდეგი ფუნქციების მეშვეობით:
გადაწყვეტა მარტივად განშლადია და სამუშაოს დასაწყებად არ მოითხოვს დამატებით მოწყობილობას (რეკომენდებულია გარნიტურა). ის შეიძლება დისტანციურად გაშალოთ თქვენი IT განყოფილების საშუალებით. აუცილებელი არ არის Alcatel-Lucent OmniTouch® Contact Center Standard Edition-ის კონფიგურაციის შეცვლა.
უნაკერო ურთიერთქმედებისათვის იმუშავეთ Rainbow-თან, ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტ ALE-სთან. დისტანციური მუშაობის გაფარტოება მოითხოვს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გადახედვას, განსაკუტრებით დისტანციურ შეხვედრებისა და ვიდეორეჟიმებისას, რათა დარჩეთ კავშირზე. Rainbow-ს ღრუბლოვანი სერვისი გვთავაზობს შეტყობინებების ჯგუფურ გაცვლას, მობილურ და სადესკტოპო კომუნიკაციებს, ასევე ვიდეოშეხვედრებს ერთობლივ, გამოსაყენებლად მარტივ უსაფრთხო დანართში, რომელიც სერტიფიირებულია ISO 27001მ სტანდარტით.
იმისათვის, რომ შევავსოთ დისტანციური მუშაკის ინსტრუმენტთა ნაკრები, თნამშრომლებს ვთავაზობთ სახლში მოსახმარ დაცულ პროფესიონალურ ტელეფონებს. ერგონომიულ კომუნიკაციებს როგორც ოფისში, ასევე სახლში, ნომრებისა და მარშრუტიზაციის წესების შენახვით.
ყველა საწარმოს 56% წარმოადგენს ჰიბრიდულ მოდელს, რომელშიც თანმშრომელთა ნაწილი მუშაობს ლოკალურად, ნაწილი დისტანციურად.
ზოგი სამუშაო ფუნქცია შეიძლება ადაპტირებული იქნას დისტანციური მუშაობისათვის, ზოგის შესრულება ძნელად შესასრულებელია დისტანციურად. აი, რატომ გვთავაზობს ALE გადაწყვეტებს იმ საწარმოებისათვის, რომლებიც ისეთ ჰიბრიდულ მოდელებს ეძებენ, როდესაც დისტანციური და ლოკალური თანამშრომლები ჩართულნი რჩებიან, რათა გააგრძელონ კლიენტების მომსახურება და ხელი შეუწყონ ბიზნესის უწყვეტობას.
მუდმივი ადაპტაციის ამჟამინდელი მოთხოვნის გათვალისწინებით, ზოგიერთი ორგანიზაცია ესწრაფვის მეტ მოქნილობას, რათა მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად ადვილად გაშალოს დისტანციური მუშაობის სისტემა და კომუნიკაციის ახალი საშუალებები.
კორპორატიული კომუნიკაციების ღრუბლოვანი გადაწყვეტა Alcatel-Lucent OpenTouch Enterprise Cloud (OTEC) უზრუნველყოფს ორგნიზაციებისათვის აუცილებელ მოქნილობას: საკომუნიკაციო სერვისები ხელმისაწვდომია ერთი ლიცენზიით ერთი თვის მანძილზე ყველა მომხმარებლისათვის. კომპანია იხდის მხოლოდ იმისათვის, რასაც ითხოვს, მაგალითად: მომხმარებელთა რაოდენობისა და ისეთი ოფციებისათვის, როგორიცაა სოფტფონი და ვიდეორეჟიმში ერთობლივი მუშაობა, აგრეთვე კლიენტებისადმი ავტომატური მისალმება შეიძლება შეიცვალოს ყოველთვე, რათა რეაგირება მოხდეს ნებისმიერ ახალ მოთხოვნაზე.
ნებისმიერი ზომის საწარმოსათვის შემუშავებული გადაწყვეტა OpenTouch Enterprise Cloud, თქვენს ბიზნესს გარდაქმნის ციფრულ სისტემად. ეს არის სრული ფუნქციის მქონე გადაწყვეტა, რომელიც შეიცავს კომუნიკაციის, ერთობლივი მუშაობისა და კონტაქტ-ცენტრებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს, აგრეთვე სპეციალურ ზედნაშენებს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიისათვის. ამ მოქნილ, უსაფრთხო და კომპლექსურ გადაწყვეტას შეუძლია კერძო ღრუბელში (ოფლაინ ან ლოკალურად) ან ზედდების რეჟიმში გაშლა.
კრიზისის დასაწყისში ჯანდაცვის სფეროში კომპანიებს უწევდათ კომუნიკაციისა და ერთობლივი მუშაობისათვის საჭირო გადაწყვეტების სწრაფი არჩევა, რათა თანამშრომლებისთვის მიეცათ საშუალება ემუშავათ დისტანციურად და ლოკალურად, აგრეთვე უზრუნველეყოთ ბიზნესის უწყვეტობა. არ იყო ყველაზე შესაფერისი, მონაცემთა და კოლიენტების მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი გადაწყვეტების გულდასმით არჩევის დრო.
ახლა, როდესაც თვეები გავიდა, მათ შეუძლიათ უკან მოიხედონ და აირჩიონ გადაწყვეტები, რომლებიც ყველაზე კარგად შეესაბამება მათ მიმდინარე და მომავალ მოთხოვნებს.
ორგანიზაციებს, რომლებმაც უკვე აირჩიეს, Rainbow-სგან განსხვავებული, ერთობლივი მუშაობის გადაწყვეტები, წინანდებურად შეუძლიათ გადავიდნენ უსაფრთხო პროფესიულ საკომუნიკაციო სერვისებზე და ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტებზე ALE-საგან. Rainbow-ს მეშვეობით თქვენი დისტანციური, დისტანციურად და ადგილზე მომუშავე თანამშრომლები მიიღებენ შესაძლებლობას, კომუნიკაცია ჰქონდეთ და ერთობლივად იმუშაონ რეალური დროის რეჟიმში. მათ წარმატებით შეუძლიათ უპასუხონ კლიენტის ნებისმიერ ზარს ან მოთხოვნას, სადაც უნდა იყვნენ ისინი.
Rainbow-ს ღრუბლოვანი სერვისები უზრუნველყოფს შეტყობინებათა ჯგუფურ გაცვლას, მობილურ და სადესკტოპო კომუნიკაციებს, ასევე ვიდეოშეხვედრებს ერთიან, გამოყენებაში მარტივ უსაფრთხო დანართში.
ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ ყველა მომხმარებლის ჩართვა ღია ტექნოლოგიების საშუალებით. ALE-ს შემაერთებლები ხელმისაწვდომია Microsoft Teams® და Google Suite-თვის, ასევე ბიზნეს დანართებისათვის, როგორებიცაა SalesForce, Microsoft Dynamics, ServiceNow და ZenDesk.
Alcatel-Lucent Enterprise-ის არჩევა ნიშნავს ბიზნეს კომუნიკაციების არჩევას, რომლებიც შეიძლება ინტეგრირდეს ნებისმიერ ბიზნეს-აპლიკაციასთან ან ერთობლივად მუშაობის დანართთან წინასწარ ჩართული ღრუბლოვანი შემაერთებლების ან მოთხოვნით ინტეგრაციის საშუალებით „კომუნიკაცია როგორც სერვისი“ პროგრამირების ღია პლატფორმიდან.
თუ გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაციის მიღება დისტანციური მუშაობის ორგანიზების გადაწყვეტათა თაობაზე, კონსულტაციისათვის მოგვმართეთ ოფისში.