დროდადრო კომპანიათა უმეტესობა დგება IT-მოწყობილობის გამართვასთან დაკავშირებული რთული და არასტანდარტული ამოცანების შესრულების, პროგრამული ან აპარატული შეფერხების შემდეგ IT-სისტემების მუშაობის უნარის აღდგენის, გარკვეული სიტუაციებსა და პიკური დატვირთვების პირობებში არსებული „მცურავი“ გაუმართაობის გამოვლენისა და აღმოფხვრის აუცილებლობის წინაშე.
გაუმართაობის ოპერატიულად აღმოსაფხვრელად და არასტანდარტული ამოცანის გადასაჭრელად კომპანიების შტატში აუცილებლად უნდა იყვნენ სერტიფიცირებული სპეციალისტები კომპანიაში გამოყენებული მოწყობილობის თითოეული ტიპისთვის, კომპანიამ ხარჯი უნდა გაწიოს მათი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებაზე (კურსები, ტრენინგები და სასერტიფიკაციო გამოცდები), შექმნას სათადარიგო ნაწილების საწყობი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ოპერატიული შეცვლისთვის, ინვესტიცია ჩადოს დემო-მოწყობილობაში ძირითადი სისტემის გამართვამდე ამოცანათა წინასწარი დამუშავებისთვის.
მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილი პირობის შესრულებაც კი არ აძლევს კომპანიას იმის გარანტიას, რომ მათი საშტატო სპეციალისტები შეძლებენ, ოპერატიულად შეასრულონ მათ წინაშე დასმული ამოცანები ან ოპერატიულად აღმოფხვრან წარმოქმნილი პრობლემა. ამგვარი ამოცანების გადასაჭრელად უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკურ სპეციალისტებს ჰქონდეთ მოწყობილობის გამართვის არასტანდარტული ალგორითმების შემუშავების, გაუმართაობების პოვნისა და აღმოფხვრის პრაქტიკული გამოცდილება.
ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს, პრაქტიკულად, ყოველდღიურად უხდებათ არასტანდარტულ სიტუაციებთან შეჯახება. ისინი მუდმივად აკვირდებიან ცვლილებებს აპარატულ მოდულებსა და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიებში, ატარებენ IT-მოწყობილობების ახალი შესაძლებლობების ტესტირებას დემო-მოწყობილობაზე, ამოწმებენ მოწყობილობების სხვადასხვა მოდელებს პროტოკოლების თავსებადობაზე და ერთმანეთთან კორექტულ ურთიერთქმედებაზე.
კლიენტის ძირითადი IT-სისტემის გამართვის რთული და არასტანდარტული ამოცანების შესრულებამდე ჩვენი კომპანიის ტექნიკური სპეციალისტები ახდენენ სიტუაციის მოდელირებას ჩვენს დემო-მოწყობილობაზე, ადგენენ გამართვისთვის საჭირო ბრძანებების სიას და ამუშავებენ მათი შეყვანის თანამიმდევრობას. გამართვის შემდეგ ამოწმებენ სისტემის მუშაობის უნარს და, კლიენტის სურვილისამებრ, კლიენტის ტექნიკურ სპეციალისტებს აძლევენ დემო-მოწყობილობასთან წვდომას ტესტირებისთვის. რეალიზებული ფუნქციური შესაძლებლობების შემოწმების შესახებ კლიენტისგან დადასტურების მიღების შემდეგ ჩვენი სპეციალისტები მოთხოვნის მიხედვით ასრულებენ კლიენტის ძირითადი IT-სისტემის გამართვას.
სამუშაოთა ტიპიდან და სირთულიდან გამომდინარე, და იმის მიხედვით, იძლევა თუ არა კლიენტი IT-სისტემასთან დისტანციურად მიერთების შესაძლებლობის გამართვის სამუშაოთა შესასრულებლად, სერვისული მომსახურება ცალკეული განაცხადების საფუძველზე შეიძლება მოხდეს დისტანციურად ან ობიექტზე სპეციალისტის მისვლით.
ცალკეული განაცხადების საფუძველზე სამუშაოთა შესრულება ითვალისწინებს გადახდას ტარიფის მიხედვით და მის შესასრულებლად დახარჯულ დროზე არის დამოკიდებული. ქვემოთ მოტანილია ცალკეული განაცხადების საფუძველზე გაწეული სერვისული მომსახურების ტარიფები მოწყობილობების ტიპებიდან გამომდინარე:
ტარიფები კორპორაციული სექტორის მოწყობილობებისთვის (В2В სისტემები)
იმის გამო, რომ იმ დროისთვის, როდესაც ერთჯერადი სამუშაოების შესასრულებლად მოგვმართეთ, ჩვენს კომპანიებს შორის არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობები ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების გაწევაზე, სამუშაოთა შესრულების სავალდებულო პირობაა მუდმივ საფუძველზე სერვისული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადება ან 100%-იანი წინასწარი გადახდა. ერთჯერად განაცხადებზე რეაგირებისა და სამუშაოთა შესრულების ვადები არ არის რეგლამენტირებული.
გთავაზობთ პროფესიულ დახმარებას რთული და არასტანდარტული ამოცანების გადაწყვეტაში, ასევე საავარიო სიტუაციების წარმოქმნისას.
მოგვმართეთ!
მიიღეთ უფასო კონსულტაცია