Biltmore Hotel Tbilisi (ქართულად: სასტუმრო„ბილტმორ თბილისი“) არის მდიდრული სასტუმრო თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელსაც მართავს Millennium & Copthorne Hotels. სასტუმრო საზეიმოდ გაიხსნა 2016 წლის 31 ივლისს. ის მდებარეობს ქალაქის მთავარ მაგისტრალზე, რუსთაველის გამზირზე, სატუმროს უჭირავს „იმელის“ საბჭოთა ისტორიული შენობა, რომელიც 1930-იან წლებში აშენდა, და 2010-იან წლებში აშენებული 32 სართულიანი ცათამბჯენი.
კომპანია Infotel Georgia-ს მიერ დაინერგა АТС Avaya Aura V7; UPS Eaton უწყვეტი კვების წყარო და უსაფრთხოების გადაწყვეტა Fortinet Firewall.
ოფიციალური საიტი: https://www.millenniumhotels.com/en/tbilisi/the-biltmore-hotel-tbilisi/
კომპანია InfoTel-Georgia არჩეული იქნა სასტუმროს საინჟინრო ინფრასტრუქტურის დასაპროექტებლად და დასანერგად.
PANDUIT არის მსოფლიო ლიდერი კომუნიკაციის საშუალებათა შემუშავებასა და წარმოებაში, რომელიც გვთავაზობს სრულ გადაწყვეტებს სტრუქტურირებული საკაბელო სისტემის თანამედროვე მომხმარებელთა მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად.
ქსელთაშორისი ეკრანები Fortinet Fortigate პირველხარისხოვანი დაცვისა და მაღალი წარმადობის გარანტიას იძლევა უსაფრთხოების პროცესორებისა და FortiGuard ლაბორატორიის საფრთხეებისაგან დაცვის სამსახურების მეოხებით.
კომპანია InfoTel-Georgia-ს მიერ რეალიზებულია ქსელთაშორისი ეკრანების (High Availability) მაღალი მტყუნებამედეგობის ფუნქცია, რაც საშუალებას იძლევა კარდინალურად შევამციროთ რისკები, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას სააპარატო მომსახურების მუშაობაში შეფერხებების შემთხვევაში. გადაწყვეტაში რეალიზებულია კლასტერიზაციის ხელშეწყობა active-active რეჟიმში..
დარგის წამყვანი გადაწყვეტები საფრთხეებისაგან დაცვისა და FortiGuard Labs სამსახურისათვის საშუალება იძლევა შევამციროთ დანახარჯები და უზრუნველვყოთ ინვესტიციების მაქსიმალური რენტაბელობა.
Avaya Aura არის ღია, საიმედო და გაფართოებადი, IP პროტოკოლის ბაზაზე არსებული, საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარების ახალი ეტაპი.
გვთავაზობს რა უნიფიცირებული კომუნიკაციების არქიტექტურას, Aura ამარტივებს რთულ ქსელებს, ამცირებს დანახარჯებს ინფრასტრუქტურაზე და აერთიანებს თანამშრომლებს მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა; უზრუნველყოფს ხმის, ვიდეო, უნიფიცირებული შეტყობინებების, თანამშრომლის სტატუსის ინდიკაციის, ვებ დანართების, მობილური კლიენტებისა და მულტიმედიური კონფერენც კავშირის ეფექტურ ხელშეწყობას.
Avaya Aura გვთავაზობს საკვანძო სატელეკომუნიკაციო სერვისებს, რომლებიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს უნიფიცირებული კომუნიკაციების კონცეფცია და დაინერგოს ტერიტორიული განაწილებული ქსელის გადაწყვეტა, მიუხედავად ამ ქსელის ინფრასტრუქტურისა.
Hewlett Packard Enterprise company-ის Aruba არის უსადენო და სადენიანი მოწყობილობების ხაზი, რომელიც განკუთვნილია სწორედ კორპორატიული დონის ინფორმაციის გადასაცემი ქსელებისათვის. კომპანია ლიდერი გახდა გადაწყვეტების რეალიზაციის, გაყიდვის შემდგომი მომსახურების სიმარტივისა და Wi-Fi ქსელების გაფართოებული ფუნქციონალის მართვის გამო.
Eaton არის მსოფლიო დონის კომპანია, რომელიც შეიმუშავებს ენერგიის მართვის გადაწყვეტებს. უწყვეტი კვების წყაროები Eaton არის უწყვეტი კვების საიმედო და მაღალწარმოებადი წყაროები, რომლებიც წარმოდგენილია სიმძლავრეთა ფართო დიაპაზონში.
კომპანია InfoTel-Georgia-ს მიერ პროექტის ტექნიკური დავალების ფარგლებში რეალიზებული იქნა ღია, საიმედო და გაფართოებადი საკომუნიკაციო პლატფორმის დანერგვა IP პროტოკოლის ბაზაზე, სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა, უსაფრთხოების ცენტრი - ქსელთაშორისი ეკრანების მაღალი მტყუნებამედეგობის ფუნქციის მქონე ქსელთაშორისი ეკრანი, ქსელური მოწყობილობის დანერგვა და უწყვეტი ელექტროკვება.
თუკი გაინტერესებთ პროექტზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ ოფისში.
მიიღეთ უფასო კონსულტაცია