ლოკალური ქსელები და IT-ინფრასტრუქტურა

ლოკალური ქსელი (LAN – Local Aria Network) კომპიუტერებს შორის ინფორმაციის ოპერატიული გაცვლის, ინტერნეტის ქსელში სხვადასხვა საინფორმაციო რესურსებთან წვდომის ამოცანის გადაწყვეტას წარმოადგენს. ლოკალური ქსელი LAN შეიძლება კომპიუტერების, სერვერების, ტელეფონების, პერიფერიული მოწყობილობების ერთიან საინფორმაციო სივრცეში გაერთიანდეს არა მარტო ერთი ოფისის ფარგლებში, არამედ ტერიტორიულად დაშორებულ ოფისებშიც. კომპიუტერული ქსელის გარეშეც შეიძლება მუშაობა. ოღონდ მოუხერხებელია დისკებისა და ფლეშკების დახმარებით  ფაილების მიმოცვლა, პრინტერთან რიგში ჩადგომა, ინტერნეტში წვდომის რეალიზება კი მხოლოდ ერთი კომპიუტერიდან. კომპიუტერებს შორის ფიზიკურ დონეზე მონაცემების მიმოცვლა შეიძლება სპეციალური კაბელით, სატელეფონო ხაზით, ბოჭკოვან-ოპტიკური კაბელით ან რადიოარხით განხორციელდეს. მაგრამ, რადგან მონაცემთა მიმოცვლა ყველა კომპიუტერს შორის ხდება,, ლოკალური ქსელის სავალდებულო ძირითად ელემენტებს წარმოადგენს:

  • აქტიური ქსელური მოწყობილობა (კომუტატორები, მარშრუტიზატორები და მისთანები);
  • პასიური ქსელური მოწყობილობა, ან SCS (სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა) (კაბელები, საკომუტაციო პანელები, კარადები, დგარები და მისთანები);
  • ქსელური ეკრანები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ინფორმაციის დასაცავად;
  • სასერვერო მოწყობილობა.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების აქტიური ქსელური მოწყობილობების დაყენებას, გამართვას და მომსახურებას.

ვენდორები

Huawei  Dell   Alcatel-Lucent

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს არა მარტო პროექტირება და თითოეული კონკრეტული ამოცანისა და კორპორაციული ლოკალური ქსელის სტრუქტურული ელემენტისთვის ოპტიმალური ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით მოწყობილობების მოდელების შერჩევა, არამედ შემუშავებული ტექნიკური გადაწყვეტის მონტაჟი და გაშვება-გამართვაც შეუძლიათ გამოსაყენებლად სავსებით მომზადებული სახით ჩასაბარებლად.

რატომ ღირს არჩევანის შეჩერება InfoTel-ზე:

  • 2004 წლიდან ვახორციელებთ სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტების დანერგვას.
  • პრაქტიკაში სისტემურ მიდგომას ვიყენებთ – ვაანალიზებთ არსებულ ინფრასტრუქტურას, ვაპროექტებთ, ვნერგავთ სისტემებს და ვემსახურებით მათ.
  • საინჟინრო ქსელების მონტაჟის ჩატარების ლიცენზია.
  • აქტიური ქსელური მოწყობილობების მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწარმოებლების პარტნიორები ვართ, როგორებიც არის Alcatel-Lucent, Huawei და რომელთა პროდუქციის ხაზი შეიცავს კორპორაციული ლოკალური ქსელის აწყობისა და ცენტრალიზებული მართვისთვის (Network Management System) აუცილებელ ყველა ელემენტს.

საქონლის კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ მოწყობილობების სახეობების უმრავლესობას, რომლებსაც მუშაობისას ვიყენებთ. კატალოგში საცალო ფასებია მითითებული. სრული ინფორმაციისა და საპროექტო ფასდაკლებების მისაღებად მიმართეთ ჩვენი გაყიდვების განყოფილებას.

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua