უსადენო WiFi ქსელები

безпроводные сети

WLAN - უსადენო ლოკალური ქსელი

Точка доступа OmniAccess Stellar

უსადენო ლოკალური ქსელი, რომელშიც მობილური მომხმარებელი უსადენო შეერთებით უერთდება ლოკალურ ქსელს (LAN).

უსადენო ლოკალური ქსელები უზრუნველყოფს მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემას იმგვარ სათავსებში, როგორებიც არის საოფისე შენობები და სავაჭრო ცენტრები. WLAN ქსელები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრულ სივრცეში გადაადგილებისას ქსელთან მიერთებული დარჩეს.

ზოგიერთ შემთხვევებში WLAN ტექნოლოგიები გამოიყენება დანახარჯების ეკონომიისთვის და კაბელის გაყვანის თავიდან ასაცილებლად მაშინ, როცა სხვა შემთხვევებში ის ერთადერთი ვარიანტია მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან მომხმარებლების წვდომის უზრუნველსაყოფად. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, WLAN ნებისმიერი ოფისის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ტექნიკურ გადაწყვეტას, WLAN ტექნოლოგიასაც აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები.

WLAN-ის უპირატესობები

  • განშლის მოქნილობაშესაძლებელია ქსელის გამართვა იქ, სადაც შეუძლებელია ან ეკონომიკურად არახელსაყრელია კაბელის გაყვანა. Wi-Fi ტექნოლოგიით უფრო იოლია ქსელის მუდმივი ან დროებითი დაყენების ორგანიზება, მისი გადაადგილების დროს კი საშუალებას იძლევა, სწრაფად მოხდეს სტუმრებისთვის, ან ღონისძიების ჩატარების დროისთვის დროებითი ქსელების ორგანიზება.
  • სამუშაო ადგილის მაღალი მობილობა: საკუთარი შეხედულებისამებრ და საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება თანამშრომელთა სამუშაო ადგილების გადაადგილება Wi-Fi-ს დაფარვის ზონაში, რადგან  სამუშაო ადგილები ხისტად არ არის მიბმული საინფორმაციო როზეტთან და არ არის შეზღუდული სადენების სიგრძით; პერსონალის მობილურობა, ყოველთვის კავშირზე ყოფნის შესაძლებლობა, "anyone, anywhere, anytime" პრინციპის დაცვა.
  • მონტაჟის მცირე ხარჯები: თქვენი სათავსის გარეგნულ სახესა და მოპირკეთებაში არავითარი შესამჩნევი, ხილული ცვლილება არ მოხდება Wi-Fi-ს ორგანიზებისას – სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები პრაქტიკულად არ იქნება საჭირო და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რადგან არ იქნება საჭირო სადენების გაყვანა და როზეტების დაყენება.
  • გამოყენების სიმარტივეWLAN მარტივი გამოსაყენებელია და მომხმარებლებს ძალიან ცოტა ახალი ინფორმაცია ესაჭიროებთა იმისთვის, რომ ისარგებლონ უსადენო ლოკალური ქსელების უპირატესობებით.

WLAN-ის ნაკლოვანებები

  • მომსახურების ხარისხი: უსადენო ლოკალური ქსელის ხარისხი, ჩვეულებრივ, უფრო დაბალია, ვიდრე სადენიანის ქსელისა. ამის ძირითადი მიზეზია უფრო დაბალი გამტარუნარიანობა რადიოგადაცემის შეზღუდვების გამო, შეცდომების მეტი სიხშირე დაბრკოლებების გამო და უფრო მაღალი შეყოვნება შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების ჩაშენებული ტექნოლოგიების გამო.
  • მოქმედების მცირე რადიუსი: Wi-Fi მოწყობილობების მოქმედების რადიუსი საოფისე სათავსებში არ აღემატება 50 მ-ს და ყოველი დაბრკოლება ზრდის სიგნალის ქრობას.
  • გატეხვის საწინააღმდეგო ნაკლები მდგრადობა: Wi-Fi ქსელის დაცვის ტექნოლოგიის განვითარებისა და დაშიფვრის ახალი პროტოკოლების შექმნის მიუხედავად უსადენო ქსელები „სუსტ  ადგილად“ რჩება ნებისმიერ კორპორაციულ IT-ინფრასტრუქტურაში და თავდაცვის დამატებით ხელსაწყოებს მოითხოვს.

საიმედო და მასშტაბირებადი ქსელური IT-ინფრასტრუქტურის ასაგებად აუცილებელია კვალიფიციურად მივუდგეთ საწარმოს ლოკალური ქსელის ტოპოლოგიის პროექტირებას, გავითვალისწინოთ ფუნქციურობისა და მწარმოებლურობის მიმართ მოთხოვნები.

რატომ ღირს არჩევანის შეჩერება InfoTel-ზე:

  • 2004 წლიდან ვახორციელებთ სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტების დანერგვას.
  • პრაქტიკაში სისტემურ მიდგომას ვიყენებთ – ვაანალიზებთ არსებულ ინფრასტრუქტურას, ვაპროექტებთ, ვნერგავთ სისტემებს და ვემსახურებით მათ.
  • საინჟინრო ქსელების მონტაჟის ჩატარების ლიცენზია.
  • აქტიური ქსელური მოწყობილობების მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწარმოებლების პარტნიორი ვართ, როგორებიც არის Aruba, Alcatel-Lucent, Huawei და რომელთა პროდუქციის ხაზი შეიცავს კორპორაციული ლოკალური ქსელის აწყობისა და ცენტრალიზებული მართვისთვის (Network Management System) აუცილებელ ყველა ელემენტს.

ვენდორები

Huawei    Alcatel-Lucent

ბროშურები

Alcatel-Lucent OmniAccess Stellar Asset Tracking для медицинских учреждений

Alcatel-Lucent OmniVista 2500 Network Management System

Оmnivista-2500-nms-datasheet

Digital-age-networking-for-education-brochure-en

Digital-age-networking-for-healthcare-brochure-en

Digital-age-networking-for-transportation-brochure-en

For-hospitality-brochure-en

Asset-tracking-for-healthcare-brochure-e

Digital-age-networking-for-hospitality-brochure-ru

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს არა მარტო პროექტირება და თითოეული კონკრეტული ამოცანისა და კორპორაციული ლოკალური ქსელის სტრუქტურული ელემენტისთვის ოპტიმალური ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით აქტიური ქსელური მოწყობილობების მოდელების შერჩევა, არამედ შემუშავებული ტექნიკური გადაწყვეტის მონტაჟი და გაშვება-გამართვაც შეუძლიათ გამოსაყენებლად სავსებით მომზადებული სახით ჩასაბარებლად.

 

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua