გადაწყვეტილებები

კომპანია InfoTel-ი არის სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტილებების ფართო პროფილის სისტემური ინტეგრატორი. 2004 წლიდან InfoTel-ი ანვითარებს და სთავაზობს კომპლექსურ  IT გადაწყვეტილებებს მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს საქართველოში, უკრაინაში  და მეზობელ ქვეყნებში.  კომპანიის სპეციალისტები ეხმარებიან თითოეულ კლიენტს ინდივიდუალური გადაწყვეტილების არჩევაში, რომელიც მიყვება თანამედროვე ტენდენციებსა და მოწინავე ტექნოლოგიებს და აგრეთვე შეესაბამება ბიზნესისთვის დადგენილ ამოცანებსა და მოთხოვნებს.

სწორად შერჩეული IT გადაწყვეტილება აუმჯობესებს ბიზნესის ეფექტურობას, ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებას. 

სრული კომპლექსური IT გადაწყვეტილების  დანერგვა მოწყობილობების და სერვისების ერთი მიმწოდებლისგან, აძლევს საშუალებას დამკვეთს ქონდეს ყველა საკითხების გადაწყვეტის ერთი წერტილი, ყავდეს ერთი პასუხისმგებელი პირი კომპლექსური პროექტის წარმატებული რეალიზაციისთვის, შეამციროს კომპანიის დანახარჯები სპეციალური ფასდაკლებებით კომპლექსური პროექტის ფარგლებში.  

ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ კვალიფიციური კონსულტაცია სხვადასხვა ამოცანების გადაჭრაში, მოამზადონ შემოთავაზებული IT გადაწყვეტილებების აღწერილობა და სტრუქტურული ნახაზები, მოწყობილობების  და სამუშაოების საჭირო გამოთვლები, განახორციელონ პროექტის სრული რეალიზაცია და უზრუნველყონ ყველა დანერგილი მოწყობილობის საგარანტიო და პოსტგარანტიული მომსახურება.

ჩვენი კომპანია შეარჩევს თქვენთვის ინდივიდუალურ, მაღალხარისხიან და საიმედო კომპლექსურ  IT გადაწყვეტილებას!

Отправить запрос

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua