სატელეფონო სადგურის (PBX) ინტეგრაცია სასტუმროს front office სისტემებთან (PMS)

Отели и системы управления

PMS ინტერფეისი

უძრავი ქონების მართვის სისტემა (PMS) – ეს არის ნებისმიერი სასტუმროს გული, ისევე როგორც ERP-სისტემა არის ნებისმიერი ორგანიზაციის გული. სასურველია მჭიდრო ინტეგრაცია PMS-სა და კავშირგაბმულობის სისტემას შორის, რათა სტუმრებმა ნომერში შესვლისთანავე შეძლონ კავშირგაბმულობის სისტემებით სარგებლობა, სასტუმროს ადმინისტრაციულმა განყოფილებამ კი – ზარების საფასურის დაფიქსირება და სხვა მოქმედებები გაწეული მომსახურებისთვის ანგარიშის წარსადგენად.

უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ეს გარდაქმნის სასტუმროში არსებული კავშირგაბმულობის საბაზო სისტემას ბიზნესის მწარმოებლურობის ამაღლების ხელსაწყოდ და შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს, ნებისმიერ დროს მიიღონ ინფორმაცია და გამოიყენონ ისეთი საშუალებები, როგორიც არის მაღვიძარა ზარი ან თხოვნა „არ შემაწუხოთ“, ასევე, დაჯავშნონ სხვადასხვა მომსახურება ნომერში არსებული ტელეფონით.

თავისებურებები და ფუნქციები

  • იძლევა ზარების აკრძალვის, აკრძალვის მოხსნის, შემომავალი ზარის მოლოდინის რეჟიმის მართვის შესაძლებლობას თითოეული ნომრისთვის შემოსვლისა და გასვლის რეგისტრაციისას.
  • მართვის ინტელექტუალური კონსოლი.
  • ზარების ღირებულების გადახდის მონიტორინგი რეალურ დროში.
  • PBX-სთვის იმგვარი შეტყობინებების პუბლიკაცია რეალურ დროში, როგორებიც არის რეგისტრაცია შემოსვლისას, გასვლისას, გამოძახების საფასურის, ოთახის სტატუსის, შეტყობინებების ლოდინისა და ამგვარების პუბლიკაცია.
  • შიდა ზარების მონიტორინგი რეალურ დროში.
  • „არ შემაწუხოთ“ და მაღვიძარას ჯგუფური შეტყობინებების გამართვა.
  • სასტუმროს პერსონალის ინფორმირება ინტერფეისის პუბლიკაციის შეცდომის შესახებ.
  • სტატისტიკური ანგარიშები.
  • ავტომატური აუდიტი ღამით და ღამით ჩატარებული აუდიტის შესახებ ანგარიშის ავტომატური ბეჭდვა (წინასწარ დადგენილ დროს).
  • ხმოვანი დადასტურება.
  • ავტომატური გაღვიძება.
  • Minibar Posting.
  • ოთახის სტატუსის განახლება.
  • სტუმართა საკონტაქტო ცენტრი.
  • სტუმრების შესახებ ინფორმაციის განახლება რეალურ დროში.
  • სინქრონიზებული ფანჯარა ინფორმაციით სტუმრების შესახებ, რომელიც ჩნდება სტუმრების ზარებზე პასუხის გაცემისას.
  • ინტერფეისი paging შიდა სისტემისთვის, მომსახურების მოთხოვნის დეტალების შემსრულებელთან paging-ის მიზნით.
  • შესაძლებლობას აძლევს სასტუმროს სტუმრებს, მიიღონ თავისი ფოლიო, ტექსტური შეტყობინება, ამინდის პროგნოზი, უცხოური ვალუტა, დააყენონ და გააუქმონ მაღვიძარას ზარი.

ვენდორები

თქვენი კომპანიისთვის უძრავი ქონების მართვის სისტემის (PMS) დანერგვის შესახებ სრული კონსულტაციის მისაღებად მოგვმართეთ ოფისში.

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua