ვიდეომეთვალყურეობის სისტემები წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომლებიც კონკრეტულ მიზნებზე არის ორიენტირებული. ძირითადი მიზანია გარკვეულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დონის ამაღლება. ამჟამად ამ სისტემების პოპულარობა იზრდება არა მხოლოდ ინვესტორებსა და ბიზნესის მესაკუთრეებში, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებშიც, რადგან დასახული ამოცანების მიხედვით ფასების გრადაცია პრაქტიკულად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეჭვგარეშეა, რომ უსაფრთხოების სისტემების განვითარებისა და სრულყოფის ამგვარი ტენდენცია მომავალშიც გაიზრდება.
ვიდეომეთვალყურეობის თანამედროვე სისტემები (CCTV) პროგრამულ-აპარატული კომპლექსებია, რომელშიც შედის ვიდეოკამერები, ობიექტივები, მონიტორები, რეგისტრატორები და სხვა მოწყობილობები და რომელიც განკუთვნილია ვიდეოკონტროლის განსახორციელებლად როგორც ლოკალურ ობიექტებზე, ასევე ტერიტორიულად განაწილებულ ობიექტებზე.
დღეისათვის ვიდეომეთვალყურეობის სისტემები ნებისმიერი სირთულის ობიექტების ვიდეოკონტროლის შესაძლებლობას იძლევა და მასზე ოპერატიული პერსონალის მუშაობა არ მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას. ჩამწერ მოწყობილობებად გამოიყენება როგორც ციფრული ვიდეორეგისტრატორები (DVR), ასევე ჩვეულებრივი კომპიუტერები ვიდეოგადაღების პლატით (video capture). ვიდეორეგისტრატორების უპირატესობებს შორის შეიძლება გამოვყოთ კვადრატორის (მულტიპლექსორის), მოძრაობის ვიდეოდეტექტორის, ვიდეომაგნიტოფონისა და სხვა ფუნქციები. თანამედროვე ვიდეორეგისტრატორები ასევე აღჭურვილია ქსელური ან მოდემური ინტერფეისით, რაც ვიდეომონაცემების IP-პროტოკოლით გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. DVR სისტემებისგან განსხვავებით იმ სისტემებს, რომლებიც პერსონალური კომპიუტერების ბაზაზეა აწყობილი, ფუნქციური შესაძლებლობების უფრო ფართო დიაპაზონი, მაღალი მწარმოებლურობა და არქივების დიდი ტევადობა, ასევე პერსონალური კომპიუტერებისთვის ჩვეული ინტერფეისი აქვს.
დღეისათვის ვიდეომეთვალყურეობა უსაფრთხოების ნებისმიერი თანამედროვე სისტემის განუყოფელი ელემენტია.
ძირითადი ამოცანები, რომლებიც გადაიჭრება ვიდეომეთვალყურეობის დახმარებით:
ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა (VMS - Video Management System) და ვიდეოანალიტიკის მართვის გადაწყვეტები წარმოადგენს კომპიუტერიზებული ალგორითმების ნაკრებს, რომლებიც ავტომატურად, ადამიანის ჩარევის აუცილებლობის გარეშე აანალიზებს მიმდინარე (ონლაინ) ან ჩაწერილ ვიდეომონაცემებს. ვიდეოანალიტიკის ინტეგრაცია ქსელური ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან შესაძლებლობას აძლევს ოპერატორს, უფრო ეფექტიანად მოახდინოს ინციდენტების აღმოჩენა, თავიდან აცილება, მათზე რეაგირება და მათი გამოძიება.
კომპანია Milestone აწაროებს მსოფლიოში საუკეთესო გადაწყვეტებს ნებისმიერი ორგანიზაციისა და საწარმოსთვის, ასევე, ვიდეოანალიტიკისთვის IP-ბაზაზე დაფუძნებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემების სამართავად. Milestone-ის გადაწყვეტილებები შემოწმებული, მუშა გადაწყვეტილებებია. ინტეგრირებულია კამერების, ვიდეოს მართვის სისტემების (VMS), წამყვან მწარმოებლებთან, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, გაშალონ თავის კლასში საუკეთესო სისტემები, რომლებიც ყველაზე უკეთ შეესაბამება მათ მოთხოვნებს.
Milestone-ის არჩევის უპირატესობები:
არჩევანს აკეთებენ ანალოგურ და IP ვიდეომეთვალყურეობას შორის. ასევე, ბიზნესის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, გამოიყენება ვიდეომეთვალყურეობის ჰიბრიდული სისტემები.
ვიდეომეთვალყურეობის ანალოგური სისტემები უფრო მარტივი და იაფია, მაგრამ ნაკლებად ოფციურია IP ვიდეომეთვალყურეობასთან შედარებით. პატარა ობიექტებისთვის ამ სისტემების შესაძლებლობები სავსებით საკმარისია. გამოყენების სფეროებია: ბინები, ქალაქგარეთ სახლები, სააგარაკო ნაკვეთები, ოფისები, ავტოსადგომები, სავაჭრო ობიექტები, სილამაზის სალონები, სასტუმროები და ჰოსტელები.
ვიდეომეთვალყურეობის ანალოგური სისტემა სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება:
ანალოგური ვიდეოკამერების გამოყენება შესაძლებელია არა მარტო შენობებში, არამედ მათ გარეთაც. სისტემისადმი წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე გამოიყენება როგორც ფიქსირებული, ასევე ბრუნვადი კამერები. ფიქსირებული კამერების ღირებულება ბრუნვად კამერების ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, ძალიან მარტივი მოთხოვნები აქვს მონტაჟისადმი. ეს დიდი უპირატესობაა უსაფრთხოების კომპლექსური სისტემების გამართვის დროს კამერის ტიპის ასარჩევად.
ანალოგური სისტემების ძირითადი ნაკლი ის არის, რომ გამოსახულების მაღალი სიხშირის სიგნალების გადაცემა პრაქტიკულად არ არის დაცული დაბრკოლებებისგან, რაც ბუნდოვანს ხდის გამოსახულებას. ამის გამო სულ უფრო ფართოდ ვრცელდება ვიდეომეთვალყურეობის ციფრული სისტემები.
ვიდეომეთვალყურეობის ციფრულ სისტემებში სიგნალი გადაეცემა ციფრული სახით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარეშე ფაქტორებისა და დაბრკოლებების გავლენას. ციფრული ვიდეომეთვალყურეობის ტიპობრივი სისტემების გასამართად გამოიყენება:
სისტემის შრომისუნარიანობის მიმართ წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების ციფრული ან ანალოგური მოწყობილობის გამოყენება.
ციფრული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები ძალიან მარტივად მასშტაბირებადია, საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას PC სერვერები, რომლებიც ჩაწერენ და შეინახავენ მონაცემებს, პროგრამული უზრუნველყოფის ფართო ასორტიმენტის გამოყენება, რომელიც დააკმაყოფილებს არსებული ამოცანების აუცილებელ მოთხოვნებს.
პროექტირება - პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების სისტემების მოთხოვნებისა და მიზნების განსაზღვრაში. ტერიტორიის დათვალიერება და არსებული ინფრასტრუქტურის აუდიტი ხელს შეუწყობს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიზნებისა და მოთხოვნების დადგენას.
პროექტირების ეტაპზე ძირითადი კრიტერიუმებია, რომლებიც უნდა განისაზღვროს:
კომპანია Infotel-ის სპეციალისტები დაგეხმარებიან აირჩიოთ საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიმართ, ცნობილი მწარმოებლების ყველაზე საიმედო მოწყობილობების გამოყენებით.
რატომ არის მომგებიანი ჩვენთან თანამშრომლობა:
ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაანგარიშება შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენს მენეჯერს.