დომოფონია და 2N წვდომის სისტემები
წვდომის კონტროლისა და მართვის სისტემები (AMCS – access monitoring and control system) – ეს არის პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის კომპლექსი, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირების, დაცულ ობიექტზე წვდომის კონტროლისა და შეზღუდვის საშუალებას იძლევა. AMCS-ის დახმარებით ხორციელდება დაცული ობიექტის ტერიტორიაზე პერსონალის გადაადგილების მართვა.
მისი ძირითადი ფუნქციებია:
- წვდომის შეზღუდვა და პიროვნების იდენტიფიცირება;
- სამუშაო დროის აღრიცხვა;
- მნახველებისა და პერსონალის ბაზის შექმნა და რედაქტირება.
ევროპელი მწარმოებელი 2N გთავაზობთ:
- დომოფონებს
- წვდომის IP-სისტემებს
- სააბონენტო მოწყობილობებს
- ლიფტის სისტემებს
2N-ის დომოფონებისა და წვდომის სისტემების უპირატესობები:
ინტელექტუალური მთვლელები მიეწოდება ჩაშენებულ მაკონტროლებელთან ერთად. PoE მხარდაჭერა ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი UTP კაბელი გჭირდებათ შესაერთებლად და კვებისთვის ერთიანად. არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული ავტონომიური მაკონტროლებლები, ეკონომიას გააკეთებთ კაბელებსა და დაყენებისთვის დახარჯულ დროზე.
- ნამდვილად უსაფრთხო სისტემა
არავითარი ცარიელი სიტყვები, 2N გადაწყვეტას საფუძვლად უდევს უსაფრთხოების მაღალი დონე. დაშიფრული კავშირი, მრავლობითი აუტენიფიკაცია, 802.1x, განმეორებითი შესვლისგან დაცვა, არასანქცირებული წვდომის გადამრთველები, უსაფრთხოების რელე და ევროპული წარმოება – ეს ყველაფერი ნიშნავს უსაფრთხოებას, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოთ.
როგორ მუშაობს სისტემა?
ერთადერთი რაც გჭირდებათ, ეს არის კართან ქსელის კაბელი კავშირისა და კვებისთვის. რადგან კამერებისა და უსაფრთხოების სისტემების უმრავლესობა ასევე ქსელურ კაბელებს იყენებს, ჩვენს, ჭკვიანი შენობების საუკუნეში ეს პრობლემა არ არის.
კარის საკეტი პირდაპირ შეიძლება შეუერთდეს მოწყობილობას და მისგან იკვებებოდეს, ამიტომ არ არის დამატებითი კაბელების საჭიროება. ეს მნიშვნელოვნად ზოგავს დაყენების ხარჯებს.
ადვილად შეგიძლიათ დააყენოთ მთელი სისტემა 2N® Access Commander პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით
მცირე დანადგარებისთვის 2N გთავაზობთ ამ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც წინასწარ იქნება დაყენებული გადასატან პერსონალურ კომპიუტერზე (PC). უფრო დიდი დანადგარებისთვის არსებობს სამომხმარებლო პროგრამები (application) ვირტუალური სერვერებისთვის. შეხედეთ სქემას, რათა დარწმუნდეთ, თუ რამდენად მარტივია ეს!
წვდომის კონტროლის 2N სისტემის უნიკალური თავისებურებები
- მთვლელი და მაკონტროლებელი ერთში (ერთად) – მოერიდეთ მთვლელებისა და მაკონტროლებლების მიერთების ძვირადღირებულ და შრომატევად პროცესს.
- დაშიფრული მონაცემების გადაცემა – HTTPS-შეერთება და TLS1.3, SIPS, SRTP მხარდაჭერა – ყოველივე ეს ნიშნავს, რომ თქვენი სათავსი (შენობა) და მონაცემები უსაფრთხოდ არის.
- მობილური წვდომის შესაძლებლობა – სააღრიცხვო მონაცემების სახით სმარტფონის გამოყენება მომხმარებლებისთვის მეტ მოხერხებულობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
- ლიფტზე წვდომის ჩაშენებული კონტროლი ნიშნავს მთლიან გადაწყვეტას როგორც კარებისთვის, ასევე სართულებისთვის.
- ერთიანი წვდომა და დომოფონი –2N-ის ასორტიმენტში შედის დომოფონები წვდომის შესაძლებლობით, უნიფიცირებული მართვა და ყოველმხრივ ესთეტიკური დიზაინი.
დომოფონები
თანამედროვე IP დომოფონები ბაზრის ლიდერისგან. ნუ წახვალთ კომპრომისზე უსაფრთხო და მოხერხებულ კავშირს შორის. 2N IP დომოფონებისგან ერთსაც მიიღებთ და მეორესაც დომოფონია უსაფრთხო და მოხერხებული კავშირისთვის.
- თითოეული პროექტისთვის – დომოფონის ჩინებული, მოდულური, გამძლე, ერთღილაკიანი, ზედაპირული ან დაფარული მონტაჟი.
- მოწყობილობა ორი ერთში – აუდიო/ვიდეო კავშირისა და მთვლელი მოწყობილობის შეთავსება ერთ მოწყობილობაში.
- ჩვენ განვსაზღვრავთ ტენდენციებს – ითანამშრომლეთ კომპანიასთან, რომელმაც გამოუშვა მსოფლიოში პირველი IP-დომოფონი.
- ნუ იღელვებთ SIP-სერვერზე – IP-დომოფონები მუშაობს, როგორც ავტონომიური მოწყობილობები და აქვს პირდაპირი SIP-გამოძახებების მხარდაჭერა.
- ინტეგრაცია შეზღუდვების გარეშე – თქვენი მოხერხებულობისთვის 2N მოახდინა იმ სისტემებთან ინტეგრაციის პროცესის დოკუმენტირება, რომლებიც 200-ზე მეტი მწარმოებლით არის წარმოდგენილი.
- არ ღირს კიბერუსაფრთხოების შეუფასებლობა – HTTPS, IEEE 802.1x, SIPS, SRTP. კარის უსაფრთხო ზარს კამერით უნდა ჰქონდეს ყველა ეს მახასიათებელი.
- აირჩიეთ IP ანალოგური დომოფონების ნაცვლად – IP-ტექნოლოგია გთავაზობთ აუდიოსა და ვიდეოს საუკეთესო ხარისხს და ასეულობით მიმზიდველ ფუნქციას.
- ევროპული ხარისხი – ენდეთ ხარიხსიან მასალებს. კომპანია 2N პროდუქციას ამუშავებს და ვაწარმოებთ ძველი კონტინენტის გულში.
Iწვდომის IP სისტემები
წვდომის კონტროლის სრულფასოვანი გადაწყვეტა IP-ინფრასტრუქტურის გამოყენებით. საიმედოდ დაიცავით თითოეული სათავსი წვდომის კონტროლისთვის განკუთვნილი მთვლელი მოწყობილობის გამოყენებით. საუკეთესო ტექნოლოგია აირჩიეთ თითოეული კლიენტის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
- მაკონტროლებელი და მთვლელი ერთ მოწყობილობაში – შეამცირეთ დაყენების დრო, რადგან ერთი კარისთვის მხოლოდ 1 მოწყობილობის დაყენებაა საჭირო.
- მოახდინეთ ტექნოლოგიების კომბინირება – Bluetooth, RFID, PIN-კოდი და თითის ანაბეჭდების სკანერი. აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი ან გააერთიანეთ ისინი ერთ მთვლელ მოწყობილობაში.
- კიბერუსაფრთხოება – არ ღირს კიბერსაფრთხეების შეუფასებლობა. ენდეთ ევროპაში წარმოებულ პროდუქტებს.
- ენდეთ მობილურ წვდომას – თქვენს კლიენტებს შესთავაზეთ წვდომის კონტროლის მომავლის ტექნოლოგიები.
- გამოიყენეთ IP ქსელი – ეკონომია გააკეთეთ კაბელების გაყვანაზე. მთვლელი მოწყობილობები მიუერთეთ ქსელს, რომელიც უკვე გაყვანილია ახალ შენობებში.
- სისტემის ჯგუფური მართვა – ძალიან დიდ დროს დაზოგავთ და მოახდენთ რუტინული მოქმედებების უშუალოდ კლიენტისთვის დელეგირებას.
სააბონენტო მოწყობილობები
ჩინებული შესასვლელი სალაპარაკო მოწყობილობა აუდიო და ვიდეო მხარდაჭერით, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება. შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი პროექტისთვის შესაფერისი დომოფონი და დარწმუნებული იყოთ ევროპული პროდუქციის მაღალ სტანდარტებში.
- დიზაინი, რომელიც მრავალრიცხოვანი ჯილდოებით არის აღნიშნული – награды Red Dot და iF Design ჯილდოები მაღალ თამასას აწესებს დიზაინის სფეროში.
- კიბერუსაფრთხოება – თავიდან აიცილეთ კიბერშეტევები და უპირატესობა მიანიჭეთ ევროპულ პროდუქციას.
- კედელში, კედელზე ან მაგიდაზე – ყოველთვის იპოვით დანადგარის იმ ტიპს, რომელიც თქვენს პროექტს ესაჭიროება.
- აირჩიეთ თქვენი საოპერაციო სისტემა (operating system, OS) – მოწყობილობები ОС 2N OS-ით არ დაგაღალატებთ. გაფართოებული ინტეგრაციებისთვის გამოიყენეთ Android.
- გადადით IP-ზე – ის უზრუნველყოფს მარტივად მიერთებას, კვებას Ethernet ქსელიდან და WiFi მიერთების შესაძლებლობას.
- მზადყოფნა მოდერნიზაციისთვის – არ გაქვთ სადენები? უფასო ზარები განახორციელეთ ინტერნეტის მეშვეობით და აღმოაჩინეთ My2N ღრუბლოვანი სერვისის სხვა უპირატესობები.
გაუწიეთ დომოფონიდან სმარტფონზე ვიდეოზარების მიღების მომსახურება შიდა დომოფონის თითოეულ სისტემაში. მოიტანეთ თქვენი არგუმენტები ყურადღების გამახვილებით ბაზარზე ყველაზე მაღალ საიმედოობაზე (99,98%) ან დაარწმუნეთ კლიენტები 30-დღიანი საცდელი ვერსიით.
ლიფტის სისტემები
უსაფრთხოების მოწყობილობები, რომლებიც ნებისმიერი ლიფტებისთვის არის განკუთვნილი. ჭკვიანი ლიფტი ნიშნავს მიერთებულ ლიფტს.
- ანალოგური, ციფრული თუ IP? – გადაწყვეტები ყველა ტიპის ტექნოლოგიებისთვის გვაქვს. თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ.
- სერტიფიცირებულია! –2N პროდუქცია პასუხობს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც ლიფტში კავშირის სტანდარტებით არის გათვალისწინებული, შიდა სარეზერვო ბატარეის ქონის აუცილებლობის ჩათვლით.
- ერთი რაბი, ერთი SIM-ბარათი – როგორც საგანგებო გამოძახებებისთვის ასევე რაბს, მაკონტროლებელს ან წვდომის კონტროლის სისტემას შორის მონაცემთა მიმოცვლისთვის.
- მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობა მთელ კაბინაში – ჩვენთან ერთად ადვილად შეძლებთ კაბინაში IP-კომუნიკატორის, კამერის ან სარეკლამო პანელის მიერთებას, UTP კაბელის გაყვანის აუცილებლობის გარეშე.
- მხოლოდ ორი სადენი გჭირდებათ – ავარიული კავშირისთვის და ლიფტის კაბინაში მონაცემთა გადასაცემად მხოლოდ ორი სადენია საჭირო მოძრავ კაბელში.
- ლიფტი კონტროლდება – ლიფტი გაჩერდა? მაკონტროლებელი უბრალოდ გადართავს შესასვლელს 2N რაბზე, რომელიც მაშინვე აცნობებს ტექნიკურ სპეციალისტს SMS-ის მეშვეობით.
- დაივიწყეთ სტაციონარული ტელეფონები – მობილურ ქსელებში შესაძლებელია საიმედო კავშირისა და DTMF-ს მიწოდება, იდეალურ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 4G, VoIP მხარდაჭერით.
- დისტანციური მართვა – აღარ იქნება არავითარი ზედმეტი გამოძახებები! მართეთ და აკონტროლეთ ლიფტის IP-მოწყობილობები თქვენი ოფისიდან.
2N კომპანიის გადაწყვეტილება ლიფტის კაბინაში IP-კომუნიკატორის, კამერების, წვდომის მთვლელი მოწყობილობისა და სარეკლამო პანელის მისაერთებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი IoT-რაბი და ორი სადენი კაბელში.
2N® EASYGATE IP – გადააქციეთ თქვენი ანალოგური კომუნიკატორები VoIP მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებად ისე, რომ არ შეცვალოთ კაბინაში არსებული მოწყობილობები. ამით დაზოგავთ გადასახდელ თანხას და კრისტალურად სუფთა ბგერას მიიღებთ.
თუ გაინტერესებთ სრული კონსულტაციის მიღება 2N TELECOMUNIKACE კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტების შესახებ, მოგვმართეთ ოფისში.
Send a request