IP ტელეფონიის დაცვა (SBC)

IP ტელეფონიის დაცვა (SBC)

ქსელური ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო მეტი კომპანია და მომხმარებელი გადადის უნიფიცირებულ კომუნიკაციებზე, რაც იძლევა IT-ტელეფონიისა და ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებისას დანახარჯების დაზოგვის, ასევე, ქსელური ტრაფიკის ოპტიმიზებისა და დაბალანსების შესაძლებლობას და მრავალ სხვას. IT-ტელეფონიის დანერგვისა და გამოყენების უპირატესობებთან ერთად წარმოიქმნება რისკებიც, რომლებიც კიბერშეტევებთან და სხვადასხვაგვარ გარე საინფორმაციო საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

SBC

არასანქსირებული წვდომისგან, კიბერშეტევებისა და სხვადასხვაგვარი გარე საფრთხეებისგან IP-ტელეფონიის დასაცავად ქსელის საზღვარზე აუცილებელია სესიების სასაზღვრო მაკონტროლებლის (SBC - Session Border Controller) დაყენება, რადგან ლოკალური ქსელის ინფრასტრუქტურაში გამოყენებული Firewall ვერ უზრუნველყოფს ხმოვანი ტრაფიკისა და IP-ტელეფონიის დაცვას.

SBC-ის (სესიების სასაზღვრო მაკონტროლებლის) ძირითადი ფუნქციები:

  • დაფაროს შიდა ლოკალური ქსელის ტოპოლოგია;
  • უზრუნველყოს კიბერშეტევებისა და არასანქცირებული წვდომისგან დაცვა;
  • მოახდინოს შიდა და გარე ქსელების დაყოფა ფიზიკური ინტერფეისების დონეზე, სხვადასხვა ფიზიკურ ინტერფეისებზე ტრაფიკის განაწილების ჩათვლით;
  • სასიგნალო პროტოკოლების გარდაქმნა (მაგალითად, Н.323-ის გარდაქმნა SIP-ად), ასევე ხმოვანი მონაცემების გარდაქმნა ერთი კოდეკიდან მეორეში;
  • ხმოვანი ტრაფიკის მარშრუტის განსაზღვრა (Routing), მარშრუტის შეცვლა (Re-routing) და პრიორიტეტების განსაზღვრა (prioritization);
  • შეზღუდვების დაყენება (სესიების რაოდენობა, გაშვების ზოლი და სხვა პარამეტრები);
  • REST, WebRTC მხარდაჭერა;
  • საუბრების ჩაწერა (SIPREC);
  • საბილინგო ინფორმაციის (CDR) შეგროვება და შენახვა.

გადაწყვეტები

IP Telephony Security (SBC)IP Telephony Security (SBC)

დეტალურად

Session Border Controllers Ribbonrollers for Enterprises

Audiocodes SBC

თუ დაგაინტერესათ თქვენს კომპანიაში კორპორატიული IP ტელეფონიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გადაწყვეტებისა და უნიფიცირებული კომუნიკაციების დანერგვამ, მოგვმართეთ და ჩვენ შეგირჩევთ ოპტიმალურ გადაწყვეტას.

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua