ოპერატიულ-სადისპეტჩერო კავშირის სისტემა განკუთვნილია სხვადასხვა დანიშნულების ყოველგვარი მართვის ცენტრების სამორიგეო სამსახურების სამუშაო ადგილების მოსაწყობად – ავარიული და საგანგებო სიტუაციების, ძალოვანი სტრუქტურების მართვის სამეთაურო ცენტრებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ოპერატიული სამსახურების მორიგე ცვლებით დაწყებული და მსხვილი საწარმოების ხელმძღვანელთა სამუშაო ადგილებით დამთავრებული.
სისტემა უზრუნველყოფს როგორც კავშირგაბმულობის სადენიანი არხებით, ასევე რადიოარხებით ყველა სახის ხმოვანი კავშირით სარგებლობის მოხერხებულობას, ტექსტური შეტყობინებების (SMS, Chat, Email და მისთანების) გაგზავნის შესაძლებლობას, ყველა (მათ შორის ხმოვანი) მოქმედებების ჩაწერასა და დოკუმენტირებას, ასევე საკონფერენციო კავშირის, შეტყობინებების, კავშირის ხაზებისა და არხების მდგომარეობის ასახვისა და სხვა შესაძლებლობებს.
ზოგიერთ სიტუაციებში შეიძლება ყველაფერი წამებმა გადაწყვიტოს, ოპერატიულ-სადისპეტჩერო კავშირის სისტემა კი მაშინაც მუშაობს, როდესაც არ მუშაობს მობილური ოპერატორები. ზოგიერთ საწარმოში გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეზე დამოკიდებულია არა მარტო მატერიალური ფასეულობების, არამედ ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაც. ასეთი კომპანიებისთვის ოპერატიულ-სადისპეტჩერო კავშირის სისტემა აუცილებლობის საკითხს წარმოადგენს.
კომპანია InfoTel 2004 წლიდან არის დაკავებული სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტების დანერგვით. მას აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან, Coca-Cola-სთან, Arcelor Mittal-თან, GSE-სთან, გულის ინსტიტუტთან და მრავალ სხვასთან პროექტების ინტეგრაციის გამოცდილება.
თქვენს კომპანიაში ოპერატიულ-სადისპეტჩერო კავშირის სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით სრული კონსულტაციის მისაღებად მოგვმართეთ ოფისში.