ტარიფიცირება (პროგრამული უზრუნველყოფა ბილინგისთვის)

система учета телефонных разговоров для компаний

Tariscope Enterprise

Tariscope Enterpriseპროგრამული უზრუნველყოფა Tariscope Enterprise არის სატელეფონო საუბრების აღრიცხვის სისტემა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ტრადიციული ან VoIP სატელეფონო სისტემები აქვთ.

პროგრამული უზრუნველყოფა Tariscope Enterprise შესაძლებლობას იძლევა:

  • თქვენი ასს-დან (PBX) წარმოებული გამოძახებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავებისა;
  • სატელეფონო საუბრებისა და IP-ტრაფიკისა და ხარჯების მართვის გაკონტროლების;
  • თანამშრომელთა მუშაობის გაანალიზებისა, რომელიც დაკავშირებულია სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გამოყენებასთან;
  • განრიგის მიხედვით სატელეფონო გამოძახებების შესახებ ანგარიშების ფორმირებისა.

Tariscope-ს სტრუქტურა

პროგრამული უზრუნველყოფა Tariscope წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული სამაგიდო და Web სამომხმარებლო პროგრამების, სერვისებისა და სერვერების ნაკრებს Microsoft Windows ოპერატიული სისტემისთვის. Tariscope-ს დაყენება შესაძლებელია შემდეგ ოპერაციულ სისტემებზე: Micosoft Windows Server 2012 R2, 2012 ან 2008 R2 ან Microsoft Windows 10, 8.1, 8 ან 7.

Tariscope-ს ზოგადი სტრუქტურა ნაჩვენებია ქვემო სურათზე:

Tariscope Enterprise

Tariscope სისტემის ბირთვს შეადგენს: Tariscope Main Server-ის სამსახური და Tariscope-ს მონაცემთა ბაზა.

Tariscope მონაცემთა ბაზა ყენდება ნებისმიერი რედაქციის Microsoft SQL Server 2016, 2014, 2012 ან 2008 R2 სისტემებზე. Tariscope-ის საინსტალაციო პაკეტი შეიცავს Express რედაქციის Microsoft SQL Server 2008 R2 სისტემის ინსტალაციას. Tariscope-ს მონაცემთა ბაზაში ინახება Tariscope-ს ბილინგური სისტემის პრაქტიკულად მთელი ინფორმაცია.

Tariscope Main Server სამსახური მართავს კავშირს სამსახურებსა და Tariscope სისტემის სამომხმარებლო პროგრამებს შორის. Tariscope Main server სამსახური შეიძლება განთავსებული იყოს იმავე სერვერზე, რომელზედაც Microsoft SQL Server არის დაყენებული, ან სხვა სერვერზე, რომელიც პირველ სერვერთან არის დაკავშირებული.

სამომხმარებლო პროგრამა Tariscope ადმინისტრირება განკუთვნილია Tariscope-ის კონფიგურაციისა და მომსახურებისთვის.

Tariscope Observer სამსახური უზრუნველყოფს გამოძახებების შესახებ ინფორმაციის (CDR, SMDR, AMA და მისთანების) შეგროვებას და მათ პირველად დამუშავებას. თითოეული სატელეფონო სისტემის მუშაობისთვის გამოიყენება Tariscope Observer-ის ცალკეული სამსახური. Tariscope-ს არა აქვს Tariscope Observer-ის ერთდროულად მომუშავე სამსახურების რაოდენობრივი შეზღუდვა.

Tariscope Tasks-ის (Tariscope-ს მგეგმავის) სამსახური უზრუნველყოფს განრიგის მიხედვით ანგარიშების ავტომატურ გენერირებას, Tariscope-ს მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნას, მის არქივირებას, ვალუტის მიმდინარე კურსების მიღებასა და ამგვარებს.

სისტემის ძირითად სამომხმარებლო პროგრამას წარმოადგენს იმავე დასახელების პროგრამა – Tariscope. ამ სამომხმარებლო პროგრამას აქვს Tariscope ადმინისტრირების პროგრამის ყველა შესაძლებლობა, ის ასევე უზრუნველყოფს შესრულებული გამოძახებების შესახებ ინფორმაციის ანალიზს, ანგარიშებისა და დიაგრამების შექმნას, არხების დატვირთვის ანალიზს, აბონენტებისა და მათი ანგარიშების აღრიცხვას და მრავალ სხვა რამეს. ეს სამომხმარებლო პროგრამა ხელმისაწვდომია როგორც სამაგიდო, ასევე Web ვარიანტში. Tariscope-ს არა აქვს მომხმარებელთა მომუშავე სისტემების რაოდენობრივი შეზღუდვა

Tariscope NetFlow Collector  სამსახური უზრუნველყოფს IP ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას.

აბონენტის პირადი კაბინეტი Web-ის მეშვეობით უზრუნველყოფს აბონენტების წვდომას ინფორმაციასთან  გამოძახებების, IP-ტრაფიკის, აბონენტების ანგარიშების სტატუსების, მათ მიერ გადახდილი თანხებისა და მრავალი სხვა რამის შესახებ.

აბონენტის პირადი კაბინეტი

ბილინგურ სისტემა Tariscope-ს შეუძლია შესრულებული გამოძახებების, გაწეული მომსახურების შესახებ და სხვა ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ Tariscope-ს ადმინისტრატორებისთვის და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის, არამედ თითოეული აბონენტისთვის. ამ მიზნით Tariscope-ში რეალიზებულია აბონენტის პირადი კაბინეტი. Tariscope Enterprise-ის ლიცენზიაში შედის აბონენტის პირადი კაბინეტი (შემდგომ ტექსტში – პირადი კაბინეტი). პირადი კაბინეტი ყენდება Tariscope-ის მთელ სისტემასთან ერთად, მაგრეამ მისი მუშაობისთვის ადმინისტრატორმა უნდა დააყენოს მისი პარამეტრები.

ნებისმიერ აბონენტს შეიძლება ჰქონდეს წვდომა პირად კაბინეტზე Web ინტერფეისის მეშვეობით სმარტფონიდან, პლანშეტიდან ან კომპიუტერიდან, თუ ადმინისტრატორი მას მისცემს მომხმარებლის სახელს (Login) და საწყის პაროლს.

სატელეფონო სისტემები, რომლებსაც აქვს Tariscope-ს მხარდაჭერა

პროგრამული მომსახურება Tariscope Enterprise აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას გამოძახებების შესახებ CDR, SMDR, AMA და სხვა საფუძველზე, შემდეგი სატელეფონო სისტემებისგან:

ასს-ს (PBX) მწარმოებელი

ასს-ს (PBX) ტიპი

3CX

3CX Phone System, включая v.15 SP2

Aastra-Ericsson

MX-ONE TSE, MD-110, BusinessPhone 250

Alcatel - Lucent

Alcatel OmniPCX Office, Alcatel OmniPCX Enterprise

Avaya

Aura, Avaya Session Manager, S8800, S8730, S8710, S8700, S8500, S8400, S8300, IP Office, Definity

Avaya-Nortel, Kapsch

Communication Server 1000 (CS 1000), Meridian 1

Avaya-Nortel

Business Communications Manager (BCM) 50/200/400/450, Norstar

Avaya

 Avaya Session Border Controller for Enterprise (ASBCE)

Cisco Systems

Cisco Unified Communications Manager (CUCM), Cisco CallManager Express (Cisco IOS Voice Gateways or CME), Cisco PGW 2200

Digium and other manufacturers

Asterisk

Epygi

Epygi QX1000

Grandstream

UCM6100, UCM6510

Informtekhnika

Minicom DX-500

Iskratel

SI2000, SI3000

Karel

Karel DS200

MFI Soft

RTU MOA

Microsoft

Microsoft Lync Server

Mitel

Mitel 3300 ICP, SX-2000, SX-3000

MTA

M 200

LG

LDK-100/300, GHX-46, iPECS-MG

LG Ericsson

IPEC-LIK 50/100/300/600/1200

NEC

NEAX 2000б NEAX-2400 IMS, NEC Univerge SV8100 / SV8300

Panasonic

KX-TDA 30, KX-TDA 100, KX-TDA 200, KX-TD816, KX-TD1232, KX-TD1232D, KX-TD 500

Platan

Libra PBX Server

Samsung

iDCS 500, OfficeServ 

SAP

SAP BCM

Unify (Siemens)

ОpenScape Voice, OpenScape 4000, OpenScape Business, OpenScape Office V3 MX/LX, HiPath 1100, 3000, 4000, Hicom 130/150/300

Tadiran Telecom

Coral FlexiCom

Trixbox

Asterisk

Eurokvant/Kvant
-Intercom

E-Квант

ProfInfoTech

Billion Softswitch

Rustelecom

Elcom

Telephone systems

Oktell 

Farlep

Matrix, F-1500

 

გარდა ამისა, Tariscope-ს შეუძლია შეაგროვოს და დაამუშავოს ინფორმაცია IP ტრაფიკის შესახებ NetFlow (მე-5 ან მე-9 ვერსია), IPFIX, SFlow საფუძველზე, ანუ ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობიდან, რომლებსაც ერთი და იმავე პროტოკოლების მხარდაჭერა აქვს. აუცილებლობის შემთხვევაში Tariscope შეიძლება ბოლომდე იქნეს დამუშავებული ნებისმიერი იმ სატელეფონო სისტემის მხარდასაჭერად, რომელიც არ არის ზემოთ მოტანილ სიაში.

ანგარიშგება

Tariscope Enterprise

ანგარიშგება როგორც გამოძახებების აღრიცხვის სისტემების, ასევე სატელეკომუნიკაციო ბილინგური სისტემების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. Tariscope-ს აქვს ანგარიშგების მძლავრი სისტემა, რომელიც შესრულებული გამოძახებების, აბონენტების, მათი ანგარიშების მდგომარეობის, გაწეული მომსახურების, ტარიფების, არხების დატვირთვისა და მრავალი სხვა რამის შესახებ ყველა სახის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

Tariscope-ში არსებობს ანგარიშების შექმნის ორი ხერხი:

  1. მარტივი ანგარიშები. მოთხოვნილ ინფორმაციას მომხმარებელი ირჩევს Tariscope-ის წარდგინებებში და შემდეგ შესაძლებელია მისი ამობეჭდვა ან გარე ფაილებში ექსპორტირება.
  2. ანგარიშების ფორმები. ანგარიშები იქმნება ანგარიშების ფორმების საფუძველზე.

 

მარტივი

მარტივი ანგარიშები შეიძლება გენერირებულ იქნეს ცხრილებიდან, რომლებსაც შეიცავს Tariscope-ის წარდგინებები. ამ წარდგინებებში Tariscope-ის მომხმარებელს შეუძლია:

  • გაფილტროს მოთხოვნილი ინფორმაცია;
  • დაახარისხოს მონაცემები ერთი ველის ან ველთა ჯგუფის მიხედვით;
  • ანგარიშისთვის აირჩიოს მხოლოდ ის ველები, რომლებიც მისთვის აუცილებელია;
  • დააჯგუფოს მონაცემები რომელიმე ველის მიხედვით.

ჩვენ ჩამოვთვლით მხოლოდ ზოგიერთ ანგარიშს, რომელთა შექმნა ამგვარად არის შესაძლებელი:

  • კონკრეტული აბონენტის ყველა გამოძახება რომელიმე მოთხოვნილ დროით პერიოდში;
  • აბონენტთა ჯგუფის ყველა გამოძახება რომელიმე მოთხოვნილ დროით პერიოდში, დახარისხებული, მაგალითად, თარიღის, დროისა და აბონენტის ნომრის მიხედვით;
  • მხოლოდ გამომავალი (ან მხოლოდ შემავალი, ტრანზიტული) გამოძახებები რომელიმე კონკრეტულ დროით პერიოდში;
  • ერთი აბონენტის ან აბონენტთა ჯგუფის გამომავალი საქალაქთაშორისო (საერთაშორისო ან მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების ნომრებზე) გამოძახებები, დახარისხებული გამოძახების ღირებულების მიხედვით;
  • ერთი აბონენტის ან აბონენტთა ჯგუფის გამომავალი საქალაქთაშორისო (საერთაშორისო ან მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორების ნომრებზე) გამოძახებები, დახარისხებული გამოძახების დანიშნულების ადგილის (მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის) მიხედვით;
  • ყველა გამოძახება გარკვეული მარშრუტებისთვის და შემაერთებელი ხაზების ჯგუფისთვის;
  • დათქმულ სიდიდეზე მეტი ხანგრძლივობის გამოძახებები;
  • შემავალი გამოძახებები ზარის დათქმულ სიდიდეზე მეტი ხანგრძლივობით;
  • შემავალი უპასუხო გამოძახებები;
  • გარკვეული აბონენტის ინტერნეტ-სესიები;
  • შემავალი გამოძახებების მიხედვით დაჯგუფებული ინფორმაცია;
  • იმ დასახლებული პუნქტების დასახელების მიხედვით დაჯგუფებული ინფორმაცია, რომლებთანაც სრულდებოდა გამოძახება;
  • და მრავალი სხვა რამ.

საკმაოდ რთულია ანგარიშების შექმნისას მომხმარებლის ყველა შესაძლო მოთხოვნის წარმოდგენა. მაგრამ მათი უმეტესობა შეიძლება დაკმაყოფილდეს ჩვეულებრივი ფილტრების დახმარებით.

მარტივი ანგარიშების ინფორმაცია შეიძლება ამოიბეჭდოს ან შეინახოს შემდეგი ფორმატების ფაილებში:

  • PDF,
  • Excel (Microsoft),
  • html,
  • Access (Microsoft),
  • ტექსტი.

გარდა ამისა, Tariscope-ის მომხმარებელს შეუძლია დიაგრამების აგება Tariscope-ის წარდგინებების მონაცემების მიხედვით.

ანგარიშების ფორმები

ანგარიშების ფორმების დახმარებით პრაქტიკულად ნებისმიერი ანგარიშის შექმნა შეიძლება როგორც ცხრილის, ასევე გრაფიკული სახით, ნებისმიერი იმ მონაცემებით, რომლებიც Tariscope-ის მონაცემთა ბაზაში ინახება. ანგარიშების ეს ფორმები ეყრდნობა Tariscope-ის მონაცემთა ბაზებში გაგზავნილ SQL მოთხოვნებს. ისინი შეიძლება შეიცავდეს სცენარებს მონაცემთა დამატებითი დამუშავებისთვის, მხარს უჭერდეს შრიფტების ფორმატირებას, იძლეოდეს იმგვარი სურათების ჩასმის შესაძლებლობას, როგორებიც არის კომპანიის ლოგოტიპი, ხელმოწერა და მისთანები.

ასეთი ანგარიშები შეიძლება შეიქმნას მომხმარებლის ინიციატივით Tariscope-ის შესაბამის რეჟიმში ან განსაზღვრულ დროს / ან განსაზღვრული პერიოდულობით ავტომატურ რეჟიმში.

Tariscope 140-ზე მეტ სხვადასხვა ფორმას შეიცავს, რომლებიც Tariscope-ის სისტემაში შემავალი ანგარიშების ფორმების დიზაინერით, ან სამომხმარებლო პროგრამა Microsoft Report Builder-ის დახმარებით არის შექმნილი.

ანგარიშების ავტომატური გენერაცია

თუ მომხმარებლისთვის აუცილებელია ანგარიშის ავტომატური შექმნა დათქმულ დროს, უნდა გამოიყენოს სამომხმარებლო პროგრამა Tariscope-ის მგეგმავი. ის შემდეგი პარამეტრების დაყენების საშუალებას იძლევა:

  • ანგარიშის პირველად შექმნის თარიღი და დრო;
  • პერიოდულობა;
  • შეიქმნას თუ არა ანგარიში თითოეული აბონენტისთვის;
  • საქაღალდე, რომელშიც ანგარიშები შეინახება;
  • ფაილის ნიღაბი;
  • იმ აბონენტის ელექტრონული მისამართი, რომელსაც გაეგზავნება ანგარიშები;
  • ფაილის ფორმატი.

Tariscope-ის მგეგმავს აქვს ფაილების შემდეგი ფორმატების მხარდაჭერა:

  • pdf,
  • xlsx,
  • xls,
  • xml,
  • mdf,
  • csv,
  • txt,
  • html,
  • htm.

სააბონენტო წვდომა ანგარიშებთან

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ანგარიშები აბონენტს შეიძლება გაეგზავნოს ელექტრონული ფოსტით. გარდა ამისა, ანგარიშების შენახვა შეიძლება საქაღალდეში, რომელთანაც აბონენტს შეიძლება ჰქონდეს წვდომა აბონენტის პირადი კაბინეტიდან. აბონენტის პირადი კაბინეტი Web-ის მეშვეობით დღე-ღამის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს აბონენტის წვდომას ანგარიშებთან და სხვა ინფორმაციასთან.

Tariscope და სასტუმროს სისტემები

Tariscope-ს აქვს იმგვარი ფუნქციები, რომლებიც აძლევს სასტუმროს სისტემებთან ურთიერთქმედების  შესაძლებლობას. ჩვეულებრივ, სასტუმროს თანამედროვე სისტემების  უმრავლესობას აქვს ინტერფეისები სატელეფონო სისტემებთან (ATC) და საბილინგო სისტემებთან ურთიერთქმედებისთვის.

სასტუმროს სისტემის სატელეფონო სისტემებთან (ATC) და Tariscope-თან ურთიერთქმედების სქემა შეიძლება იმ სახით იქნეს წარმოდგენილი, რომელიც 1-ელ ნახატზეა ნაჩვენები.

ნახატი 1

Tariscope Enterprise

სასტუმროს სისტემა მართვის სიგნალებს უგზავნის ავტომატურ სატელეფონო სადგურს (PBX), მაგალითად, სააბონენტო პორტის ჩასართავად / გამოსართავად და ინფორმაციას იღებს სატელეფონო აპარატის განსაზღვრული მდგომარეობების შესახებ, მაგალითად, იმის შესახებ რომ სასტუმროს ნომერი დაკავებულია დასალაგებლად.

აბონენტების (სასტუმროს მობინადრეების) გამოძახების დასრულების შემდეგ ავტომატური სატელეფონო სადგური (PBX) შესრულებული გამოძახების შესახებ ინფორმაციას აყალიბებს თითოეული კონკრეტული ავტომატური სატელეფონო სადგურისთვის (PBX) განსაზღვრულ ფორმატში და გადასცემს მას Tariscope-ის საბილინგო სისტემას. ავტომატური სატელეფონო სადგურების (PBX) სხვადასხვა მწარმოებლებთან ასეთ ინფორმაციას სხვადასხვა დასახელებები აქვს. ყველაზე გავრცელებულია:

CDR (Call Detail Records);

SMDR (Station Message Detail Recording);

AMA (Automatic Message Accounting).

Tariscope მხარს უჭერს სხვადასხვა მწარმოებლების სატელეფონო მოწყობილობების ფართო სპექტრს როგორც ტრადიციული ანალოგური და ციფრული ავტომატური სატელეფონო სადგურების (PBX), ასევე IP-PBX ჩათვლით. Tariscope ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, განსაზღვრავს დასახლებულ პუნქტს, სადაც გამოძახებაც მოხდა და ახდენს მის ტარიფიკაციას. დამუშავებული მონაცემები Tariscope-დან სასტუმროს სისტემას გადაეცემა.

Tariscope შეიცავს Windows სამსახურს (Tariscope Call export) რომელიც უზრუნველყოფს შესრულებული გამოძახებების შესახებ ინფორმაციის ექსპორტს სასტუმროს ან სხვა სისტემაში თანამიმდევრობების (COM) ან  Ethernet პორტების გავლით. ბოლო შემთხვევაში Tariscope მუშაობს, როგორც TCP სერვერი, რომელსაც სასტუმროს სისტემა უნდა მიუერთდეს, როგორც TCP კლიენტი. სასტუმროს სისტემასთან მიერთების ორივე ვარიანტში Tariscope Call export სამსახურსა და სასტუმროს სისტემას შორის მონაცემების მიმოცვლა სცენარით განისაზღვრება.

Tariscope-ის საინსტალაციო პაკეტში, სცენარებში რეალიზებულია Micros Systems, Inc. კომპანიის Universal Interface Driver (UNI ან IFC8:BARSUM Ver. 7.3.10 UNI_BRU) ინტერფეისი, რომელიც სასტუმროს სისტემებში გამოიყენება და რომლებიც, ფაქტობრივი სტანდარტებად იქცა მოცემულ დარგში. ამგვარი ინტერფეისი გამოიყენება სასტუმროს სხვა სისტემებშიც, მაგალითად კომპანია Libra Hospitality-ს epitome PMS სისტემაში, რომელსაც ასევე ფართო ბაზარი აქვს.

Tariscope Call Export-ის სამსახური შეიძლება დაყენდეს იმ კომპიუტერთან დაკავშირებულ ნებისმიერ კომპიუტერზე, რომელზედაც Tariscope Main სამსახურია დაყენებული.

მოქნილი კონფიგურაცია

Tariscope უზრუნველყოფს სისტემის გამართვას მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნის გათვალისწინებით.

ინსტალაციისა და პირველად გაშვების შემდეგ Tariscope უშვებს საწყისი გამართვის ოსტატს (Wizard on first run ან Original Setting Wizard).

ეს ოსტატი იძლევა სისტემის საბაზისო კონფიგურაციის შესრულების შესაძლებლობას და არსებითად ამარტივებს და აჩქარებს სისტემის გამართვის პროცესს.

Tariscope-ის საწყისი გამართვის ოსტატს შეუძლია შემდეგი პარამეტრების დაყენება.

Tariscope-ის საწყისი გამართვის ოსტატში შეიძლება შემდეგი პარამეტრების დაყენება:

  • ქვეყნისა და დასახლებული პუნქტის სატელეფონო კოდი.
  • სატელეკომუნიკაციო კვანძის სახელი (კომპანიის სახელი).
  • დღგ-ს პროცენტი.
  • ძირითადი ვალუტა.
  • ვალუტის პროფაილი და სერვისი ვალუტების კურსის ავტომატურად მისაღებად.
  • სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის ტიპი.
  • დამატებითი გამართვა განსაზღვრული სატელეფონო სისტემებისთვის.
  • საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირგაბმულობის ქსელზე გასვლის პრეფიქსები.
  • მონაცემთა წყარო, რომლის მეშვეობითაც ხდება გამოძახებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება (თანამიმდევრული პორტი, TCP სერვერი/კლიენტი და მისთანები), ასევე მათი პარამეტრები.
  • კავშირგაბმულობის მომსახურების იმ ოპერატორის დასახელება, რომლის გავლითაც Tariscope-ის მომხმარებლის სატელეფონო სისტემები მიერთებულია საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელთან (PSTN).
  • საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელთან (PSTN) წვდომის კოდი.
  • შიდა ნომრების გეგმა.
  • პრეფიქსები.
  • პარამეტრები.
  • Flow collector-ის პარამეტრები იმ შემთხვევისთვის, თუ Tariscope ინტერნეტის ტრაფიკის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლადაც გამოიყენება.
  • აბონენტების პარამეტრების იმპორტი.
  • პარამეტრები მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლის შესაქმნელად ან მისი დაარქივებისთვის.

გარდა ამისა, საწყისი გამართვის ოსტატი Tariscope-ზე ლიცენზიის აქტივაციის შესაძლებლობას იძლევა.

საწყისი კონფიგურაციის შესრულების შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში Tariscope-ის ადმინისტრატორს ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი პარამეტრის შეცვლა და ახალი პარამეტრების გამართვა, რომლებიდანაც ზოგიერთი შეიძლება არც კი იყოს საწყისი გამართვის ოსტატში.

Tariscope შეიძლება კონფიგურირებული იყოს ერთ სატელეფონო სისტემასთან ან სატელეფონო სისტემების ჯგუფთან სამუშაოდ. Tariscope-ს არა აქვს იმ სატელეფონო სისტემების რაოდენობრივი შეზღუდვები, რომლებთანაც ის ურთიერთქმედებს.

Tariscope-ის ადმინისტრატორს Tariscope-ის გასამართად არ ესაჭიროება მისი სატელეფონო სისტემის CDR ფორმატის ცოდნა. საკმარისია მხოლოდ სატელეფონო სისტემის ტიპის არჩევა. CDR ფორმატების უმრავლესობისთვის Tariscope-ს დამოუკიდებლად შეუძლია ავტომატური სატელეფონო სადგურის (PBX) ტიპის განსაზღვრა.

ტარიფების კონფიგურაცია იძლევა ტარიფიკაციის პარამეტრების გამართვის შესაძლებლობას კავშირგაბმულობის ოპერატორებთან გამოყენებული ტარიფების უმეტესობით გათვალისწინებით.

თუ გამოიყენება მულტივალუტური ტარიფები, Tariscope უზრუნველყოფს ვალუტების კურსების ავტომატურ მიღებას მოცემული საიტიდან.

Tariscope ანგარიშების 140-ზე მეტ ფორმას შეიცავს ამ ფორმების რედაქტირებისა და საკუთარი ფორმების შექმნის საშუალებას იძლევა. Tariscope-ის შემადგენლობაში შემავალი ანგარიშების ფორმების დიზაინერი Tariscope-ის მონაცემთა ბაზების ნებისმიერი ველის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

Tariscope-ის ადმინისტრატორს შეუძლია სამომხმარებლო სისტემების შექმნა მასთან წვდომის სხვადასხვა უფლებებით.

Tariscope იძლევა ადმინისტრატორის ან მომხმარებლის ამოცანათა უმეტესობის ავტომატიზაციის შესაძლებლობას:

  • ანგარიშების გენერაციის,
  • ვალუტების კურსების მიღების,
  • სისტემის აბონენტებისთვის ან/და ადმინისტრატორისთვის გარკვეული მოვლენების შესახებ შეტყობინებების გაგზავნის,
  • მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლის შექმნის,
  • მონაცემთა ბაზის დაარქივებისა და აუცილებლობის შემთხვევაში მისი გაწმენდის,
  • და მრავალი სხვა რამის.

ამრიგად, Tariscope იძლევა დამკვეთის მოთხოვნებთან მოქნილად შეწყობის შესაძლებლობას.

შეზღუდვის ფუნქცია

Tariscope Enterprise

Tariscope ბევრი ანალოგიური სისტემისგან გამოირჩევა  შეზღუდვის ფუნქციის არსებობით.

შეზღუდვის ფუნქცია Tariscope-ის ადმინისტრატორს შესაძლებლობა აძლევს შეზღუდვა დააყენოს გარკვეული ტიპის გამოძახებებზე  კონკრეტული აბონენტისთვის, აბონენტთა ჯგუფისთვის, მარშრუტისთვის, ტრეკის ან რაბისთვის. შეზღუდვა შეიძლება გამოხატული იქნეს ფულადი ან დროითი ფორმით. შეზღუდვა შეიძლება იყოს თვიური, კვირეული ან დღიური. გამოძახებების გარკვეული ტიპები გამოძახებების კატეგორიების დახმარებით მოიცემა.

მაგალითისთვის აღვნიშნავთ გამოძახებების ზოგიერთ კატეგორიას:

  • მხოლოდ შიდა გამოძახებები, 
  • მხოლოდ საქალაქთაშორისო გამოძახებები, 
  • მხოლოდ საერთაშორისო გამოძახებები, 
  • გამოძახებები ტელეფონის გარკვეულ ნომრებზე, 
  • და სხვები.

გამოძახების იმ კატეგორიას, რომელიც უნდა შეიზღუდოს, ადგენს Tariscope-ის ადმინისტრატორი. თუ შეზღუდვა აბონენტებს უწესდებათ, მაშინ მას შემდეგ, რაც აბონენტი გახარჯავს  გარკვეული ტიპის ტრაფიკზე მისთვის დაწესებულ ლიმიტს, Tariscope შეასრულებს სცენარს, რომელიც სატელეფონო სისტემაში შეცვლის სააბონენტო პორტის პარამეტრებს. მაგალითად, აუკრძალავს მას მოცემული ტიპის ტრაფიკზე წვდომა.

დანიშნულება

შეზღუდვის ფუნქციის გამოყენების ძირითადი მიზანია სატელეფონო საუბრებზე ფულის ეკონომიური ხარჯვა.

თუ გსურთ შეზღუდოთ კომპანიის ხარჯები სატელეფონო საუბრებზე, Tariscope მოგცემთ ან ამოცანის გადაწყვეტის შესაძლებლობას. Tariscope იძლევა სატელეფონო საუბრებზე თქვენი კომპანიის ხარჯების თვიური, კვირეული და დღიური დაგეგმვის საშუალებას. თქვენ მხოლოდ უნდა გადაანაწილოთ სატელეფონო საუბრების ფული აბონენტებსა და აბონენტთა ჯგუფებს შორის. Tariscope გააკონტროლებს თითოეული ასეთი აბონენტისა და ჯგუფის ხარჯებს.

შეზღუდვების დაყენება გარკვეული მარშრუტებისა და რაბებისთვის იმ სატელეფონო საუბრებზე დანახარჯების მართვის შესაძლებლობას იძლევა, რომლებიც ამ მარშრუტებზე ან რაბებზე გადის. როდის არის ეს აუცილებელი? მაგალითად მაშინ, როდესაც იყენებთ GSM-Gateway-ს, რომლებიც ავტომატურ სატელეფონო სადგურებს (PBX) აკავშირებს კორპორატიულ პაკეეტში ჩართული აბონენტების მობილურ ტელეფონებთან. მაშინ ამ პაკეტს ექნება შეზღუდვა გამოძახებების მაქსიმალური ჯამური ხანგრძლივობის მიხედვით., როს შემდეგაც ტარიფეფზე ფასდაკლება აღარ იმოქმედებს. თუ Tariscope შეზღუდვის ფუნქციის გარეშე გამოიყენება, ასეთ სიტუაციაში ავტომატური სატელეფონო სადგურის (PBX) ადმინისტრატორმა რამენაირად უნდა გაიანგარიშოს, რამდენი დისკონტური დრო იქნა დახარჯული თითოეული GSM Gateway-სთვის. ხოლო როდესაც Gateway-ის ლიმიტი ამოიწურება, ადმინისტრატორმა ამ Gateway-ის ზარები უნდა გადართოს სხვა Gateway-ზე, რომლებზედაც ლიმიტი ჯერ კიდევ არ არის გახარჯული სალიმიტო პერიოდის ბოლომდე. მაგრამ რა სიხშირით უნდა გაიანგარიშოს ადმინისტრატორმა გამოყენებული დრო და ფული, თუ მას არა აქვს რაიმე სახის სპეციალური ხელსაწყოები? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამის გაკეთება არც თუ იოლია. და როგორ მოვიქცეთ, თუ ადმინისტრატორი ავად არის, შვებულებაში ან მივლინებაშია? ყველა კითხვა გაქრება, თუ გამოიყენებთ Tariscope-ს შეზღუდვის ფუნქციით.

შეზღუდვის ფუნქციის ვარიანტები

არსებობს შეზღუდვის ფუნქციის შემდეგი ვარიანტები:

  • მხოლოდ აბონენტებისთვის. შეზღუდვის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ აბონენტებისთვის. და არ შეიძლება შეზღუდვების დაყენება აბონენტთა ჯგუფებისთვის, მარშრუტებისა და Gateway-სთვის.
  • მხოლოდ აბონენტთა ჯგუფებისთვის. შეზღუდვის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ აბონენტების ჯგუფებისთვის. არ შეიძლება შეზღუდვების დაყენება კონკრეტული აბონენტებისთვის, მარშრუტებისა და Gateway-სთვის.
  • მხოლოდ მარშრუტებისთვის (Gateway-ისთვის). შეზღუდვის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ მარშრუტებისა და Gateway-ისთვის. არ შეიძლება შეზღუდვების დაყენება აბონენტებისა და აბონენტთა ჯგუფებისთვის.
  • მხოლოდ აბონენტებისთვის და აბონენტთა ჯგუფებისთვის. შეზღუდვის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ აბონენტებისა და აბონენტთა ჯგუფებისთვის. არ შეიძლება შეზღუდვების დაყენება მარშრუტებისა და Gateway-ისთვის.
  • ყველაფრისთვისშეზღუდვის დაყენება შესაძლებელია აბონენტებისთვის, აბონენტთა ჯგუფებისთვის, მარშრუტებისა და Gateway-ისთვის.

მხარდაჭერილი სატელეფონო სისტემები

Tariscope-ში შეზღუდვის ფუნქცია მხარდაჭერილია ყველა ავტომატური სატელეფონო სადგურისთვის (PBX), მაგრამ ზოგიერთ ავტომატურ სატელეფონო სადგურთან (PBX) Tariscope-ს შეუძლია ავტომატურ რეჟიმში მუშაობა, დანარჩენებთან – ნახევრადავტომატურ რეჟიმში.

ავტომატური რეჟიმი გულისხმობს, რომ, სატელეფონო ტრაფიკზე გაწეული დანახარჯების მოძიებასთან დაკავშირებულ ყველა ქმედებას მთლიანად Tariscope ასრულებს. ავტომატური რეჟიმი მხარდაჭერილია შემდეგი ავტომატური სატელეფონო სადგურებისთვის (PBX):

  • CS1000, Meridian 1 (Avaya-Nortel);
  • Aura, S8700/8500/8300, Definity (Avaya);
  • HiPath 4000 (Siemens);
  • 3CX Phone System (3CX);
  • KX-TDA (Panasonic);
  • Asterisk;
  • Cicso Unified Communications Manager, CUCM (Cisco Systems).

ნახევრადავტომატური რეჟიმი გულისხმობს, რომ Tariscope ახორციელებს სატელეფონო ტრაფიკზე გაწეული დანახარჯების მოძიებას, შემდეგ კი, ლიმიტის ამოწურვისას Tariscope-ის ადმინისტრატორს ელექტრონული ფოსტით უგზავნის შეტყობინებას აბონენტის, ქვედანაყოფის ან კავშირის არხის (Gateway-ის) შემზღუდავი მოქმედებების შესრულების აუცილებლობის შესახებ. შეზღუდვების ნახევრადავტომატური რეჟიმი მხარდაჭერილია ნებისმიერი ავტომატური სატელეფონო სადგურისთვის (PBX).

შეზღუდვის ფუნქციის შეკვეთა

შეზღუდვის ფუნქცია არ შედის Tariscope-ის საბაზისო მიწოდების ღირებულებაში და მისი შეკვეთა დამატებით ხდება. აუცილებელია მხოლოდ თქვენთვის საჭირო ვარიანტის მითითება.

ფასები პროგრამულ უზრუნველყოფაზე  Tariscope Enterprise 4.5.x

ცხრილში ასახულია ფასები გარკვეული რაოდენობის აბონენტებისთვის ან IP მისამართებისთვის Tariscope Enterprise-ის გამოყენების ჩვეულებრივ (არაექსკლუზიურ) უვადო ლიცენზიებზე.

ლიცენზიაში შედის 1-წლიანი საგარანტიო მხარდაჭერა. სურვილისამებრ შეიძლება 2- ამ 3-წლიანი საგარანტიო მხარდაჭერის მქონე ლიცენზიის შეძენა.

აბონენტები რაოდენობა

ასი, USD, დღგ-ს გარეშე

ფასი, USD, დღგ-ს გარეშე, შეზღუდვის ფუნქციით*

ერთ-ერთი ვარიანტი**

აბონენტები და ჯგუფები

ყველაფერი

32

120.00

126,00

128.4

129.6

40

290.00

304,50

310,30

313,20

41

296.94

311,79

317,73

320,70

50

359.40

377,37

384,56

388,15

60

411.66

432,24

440,48

444,59

70

463.92

487,12

496,39

501,03

80

516.18

541,99

552,31

557,47

90

568.44

596,86

608,23

613.92

100

620.70

651,74

664,15

670,36

110

670.36

703,88

717,29

723,99

120

720.02

756,02

770,42

777,62

130

769.68

808,16

823,56

831,25

140

819,34

860,31

876,69

884,89

150

869.00

912,45

929,83

938,52

160

918.66

964,59

982,97

992,15

170

968.32

1016,74

1036,10

1045,79

200

1117.30

1173,17

1195,51

1206,68

250

1,309.00

1374,45

1400,63

1413,72

300

1,500.70

1575,74

1605,75

1620,76

350

1,663.95

1,747.15

1780,43

1797,07

400

1,827.20

1918,56

1955,10

1973,38

450

1,956.05

2053,85

2092,97

2112,53

500

2,084.90

2189,15

2189,84

2251.69

600

2,279.15

2393,11

2438,69

2461,48

700

2,473.40

2597,07

2646,54

2871,27

800

2,592.27

2721,88

2773,73

2799,65

900

2,711.14

2846,70

2900,92

2928,03

1000

2,830.00

2971,50

3028,10

3056,40

1100

2,900.89

3045,93

3103,95

3132,96

1200

2,971.78

3120,37

3179,80

3209,52

1300

3,042.67

3194,80

3255,66

3286,08

1500

3,184.45

3343,67

3407,36

3439,21

2000

3,538.90

3715,85

3786,62

3822,01

3000

3,879.00

4072,95

4150,53

4189,32

4000

4,219.10

4430.06

4514,44

4556,63

5000

4,559.20

4787,16

4878,34

4923,94

10000

5,698.00

5982,90

6096,86

6153,84

 

 * შეზღუდვის ფუნქციის სრული მხარდაჭერა ხელმისაწვდომია მხოლოდ გარკვეული სატელეფონო სისტემებისთვის (PBX). 

** აბონენტები ან აბონენტთა ჯგუფები, ან მარშრუტები და Gateway.

ვენდორი

Tariscope Enterprise

დამატებითი კონსულტაცია შეგიძლიათ მიიღოთ, თუ კონსულტაციისთვის მოგვმართავთ. 

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua