სინქრონული თარგმნის სისტემები

Системы синхронного перевода

სინქრონული თარგმნა – ეს არის ზეპირი თარგმნის ერთ-ერთი ურთულესი სახეობა, რომლის დროსაც თარჯიმანი სამიზნე ენაზე თარგმნის სინქრონულად, იმავდროულად საწყის ენაზე ლაპარაკის აღქმით, თანმიმდევრული თარგმნისგან განსხვავებით, როდესაც თარჯიმანი ლაპარაკობს საწყის ენაზე ლაპარაკის დროს პაუზებში. ამ ამოცანის ხარისხიანად შესასრულებლად საჭიროა ხარისხიანი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ხმის გადაცემა ხარისხის დაკარგვის გარეშე

სინქრონული თარგმნა სრულდება სინქრონული თარგმნისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით. ზოგჯერ ინდივიდუალური მსმენელისთვის გამოიყენება ჩაჩურჩულების ტექნიკა.

სინქრონული თარგმნის თანამედროვე სისტემები

სინქრონული თარგმნის მოწყობილობა საერთაშორისო ღონისძიებებზე დამსწრებთ უცხოელი მომხსენებლის ლაპარაკის გაგების შესაძლებლობას აძლევს. ამისთვის სპეციალურ მიმღებზე ირჩევენ არხს თარგმნის საჭირო ენით.

ენობრივი არხების განაწილების ტიპის მიხედვით არსებობს სინქრონული თარგმნის უსადენო და სადენიანი სისტემები. ენობრივი არხების სადენიან გამანაწილებლებს, როგორც წესი, კინო- და საკონცერტო დარბაზებში აყენებენ. აქ ყურსასმენების გასართები და არხების სელექტორი ჩადგმულია თითოეული სავარძლის სამკლავურში. უფრო გავრცელებული და პოპულარულია უსადენო სისტემები, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს რადიოსიხშირული და ინფრაწითელი. ორივე პორტატიულია და ადვილად ყენდება ნებისმიერ შესაფერის სათავსში.

სინქრონული თარგმნის გადასატანი რადიოსიხშირული სისტემები გამოიყენება მცირე და გამსვლელ ღონისძიებებზე/ მსხვილ საერთაშორისო თათბირებზე უპირატესობას ანიჭებენ ინფრაწითელ გამომსხივებლებს, რადგან მათში გარანტირებულია კონფიდენციალურობა.

სინქრონული თარგმნის ტიპიური სისტემა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:

  • ინფრაწითელი სიგნალის გადამცემი
  • მართვის ცენტრალური მოწყობილობა ССU
  • თარჯიმნის პულტი
  • ინფრაწითელ სიგნალის მიმღები
  • ყურსასმენები მიმღებისთვის
  • თარჯიმნის პულტი

Оборудование синхронного перевода

ინფრაწითელი სიგნალის გადამცემი

სინქრონული თარგმნის სისტემის მუშაობის რეჟიმში დარბაზში ყენდება რამდენიმე ინფრაწითელი გამომსხივებელი, რომელთა მიზანია სიგნალის რეტრანსლაცია ღონისძიების მონაწილეთა მიმღებ მოწყობილობებში სხვადასხვა, წინასწარ დაყენებულ ინფრაწითელ არხებზე. 

Оборудование синхронного перевода

 

მართვის ცენტრალური მოწყობილობა ССU

ცენტრალური ბლოკის როლია საკონფერენციო სისტემის ბლოკიდან წამოსული სიგნალის განაწილება პულტის არხებზე, რომელთა რაოდენობა შეესაბამება სინქრონული თარჯიმნების რაოდენობას.

Оборудование синхронного перевода

თარჯიმნის პულტი

სიგნალი სინქრონული თარგმნის ცენტრალური ბლოკიდან მიეწოდება თარჯიმნის პულტს თარჯიმნების ჯიხურში. თარჯიმანს ყურსასმენებში ესმის ლაპარაკი და სინქრონულად ასრულებს თარგმანს მიკროფონში, რომელიც მის პულტთან არის მიერთებული. შესაძლებელია თარჯიმნის პულტის გადართვა შემომავალ არხებს შორის. ნათარგმნი ლაპარაკი, რომელიც თარჯიმანთა მრავალი პულტიდან შემოდის, ღონისძიების მონაწილეთა მიმღები მოწყობილობების შესაბამის არხებზე ნაწილდება. ამრიგად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ყურსასმენებით მოისმინოს სიტყვის თარგმანი მისთვის გასაგებ ენაზე, თუ მიმღებ მოწყობილობას შესაბამის არხზე გადართავს.

Оборудование синхронного перевода

Оборудование синхронного переводаმიმღები მოწყობილობა (სელექტორი)

ახორციელებს კავშირის არჩეული არხით სიგნალის მიღებას გამანაწილებლიდან და მის გადაცემას ყურსასმენებში. სიგნალის გადაცემა შეიძლება მოხდეს სადენით ან სადენის გარეშე. უკანასკნელ შემთხვევაში ყველაზე ხშირად ინფრაწითელი დიაპაზონი გამოიყენება. ენის – არხის არჩევა პულტის შესაბამისი ღილაკით ხდება.

 

 

Оборудование синхронного переводаყურსასმენები

ყურსასმენებს იყენებენ სინქრონული თარჯიმნები და თავად მონაწილეები. პირველებს ყურსასმენებში ესმით მომხსენებლის ორიგინალური სიტყვა, მეორეებს – თარგმანი მომხსენებლის ენიდან თავის მშობლიურ ენაზე.

სინქრონული თარგმნის  სისტემების ნებისმიერი მწარმოებელი ცდილობს მაქსიმალურად მოხერხებული და ეფექტიანი გახადოს თავისი მოწყობილობა. სინქრონული თარგმნის საქმეში თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ღონისძიების შედეგი შეიძლება ბგერისა და ინფორმაციის გადაცემის ხარისხზე იყოს დამოკიდებული.  სხვადასხვა მწარმოებლების მოწყობილობებს თავისი მინუსები და პლუსები აქვს. გთავაზობთ ინდივიდუალურ დამუშავებას თითოეული ცალკეული ამოცანისთვის. 

გადაწყვეტები

Simultaneous translation systems

დეტალურად

WilliamsAV

 

ვენდორები

Оборудование синхронного перевода

თუ გაინტერესებთ დამატებითი ინფორმაციის მიღება სინქრონული თარგმნის მოწყობილობების შესახებ, კონსულტაციისთვის მოგვმართეთ ოფისში.

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua