ვიდეო საკონფერენციო კავშირის სისტემები

Виды видеоконференций

ვიდეო-კონფერენცია – შეხვედრა, მეთოდური სხდომა, ან ურთიერთობა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში იმყოფებიან და კავშირის ძირითად არხად ვიდეო-ტექნოლოგიას იყენებენ. ამასთან ერთად, ორმხრივად აუდიოსა და ცალმხრივად ან ორმხრივად – ვიდეოს გადაცემით.

ვიდეო-კონფერენციების სახეები

გამოყოფენ ვიდეო-კონფერენციის ოთხ ძირითად სახეობას:

  • წერტილი – წერტილი,
  • სიმეტრიული ჯგუფური (მრავალი წერტილით),
  • სელექტორული თათბირი
  • ვებ-კონფერენცია.

ვიდეო-ზარი – ვიდეო-კონფერენციის ყველაზე მარტივი სახეობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ორ მონაწილეს დაინახონ ერთმანეთი და მოუსმინონ ერთმანეთს, ასევე გაცვალონ სხვადასხვა ინფორმაცია სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

ჯგუფური ვიდეო-კონფერენცია (სიმეტრიული) – ეს არის ვიდეო-კონფერენცია, რომელიც მიმდინარეობს ერთდროულად სამ ან მეტ მონაწილესთან. კონფერენციის მოცემულ ტიპში თითოეულ მონაწილეს შეუძლია დაინახოს და მოუსმინოს ყველა მონაწილეს, ასევე, მისი დანახვა და მოსმენაც ყველა მონაწილეს შეუძლია. ასეთ კონფერენციებს ყველაზე ხშირად ვიდეო-სერვერის საშუალებებით უზრუნველყოფენ, რომელიც ერთგვარ ხიდს წარმოადგენს ვიდეოს რამდენიმე წყაროს დასაკავშირებლად. მათ როლს ვიდეო-საკონფერენციო კავშირის ტერმინალები ან რაბები შეიძლება ასრულებდეს. სერვერები ვიდეო-კონფერენციისთვის შეიძლება იყოს პროგრამული ან პროგრამულ-აპარატული.

სელექტორული თათბირი – ეს არის ვიდეო-კონფერენცია, რომელიც ერთდროულად დიდი რაოდენობის მონაწილეებთან ტარდება. კონფერენციის მოცემულ ტიპში სამი როლი არსებობს: წამყვანის, მომხსენებლისა და დარბაზიდან გამომსვლელისა. ამასთან ერთად, ნებისმიერი მონაწილე ხედავს და უსმენს მხოლოდ წამყვანს, მომხსენებელსა და დარბაზიდან გამომსვლელს, იმავდროულად თავადაც შეიძლება იყოს მომხსენებელი ან გამომსვლელი

ვებინარი – ეს არის ვიდეო-კონფერენცია, რომელიც გამოიყენება ინტერნეტის ქსელით ცოცხალი შეხვედრების ან პრეზენტაციის ორგანიზებისთვის. ასეთი ვიდეო-კონფერენციის თითოეული მონაწილე ზის თავისი საკუთარი კომპიუტერის წინ და კლიენტ-სერვერის ტექნოლოგიით არის მიერთებული კონფერენციის სხვა მონაწილეებთან ინტერნეტის ქსელის მეშვეობით. კლიენტად გამოიყენება სამომხმარებლო პროგრამა, რომელიც წინასწარ არის ჩამოტვირთული კომპიუტერზე, ან ვებ-სამომხმარებლო პროგრამა (მაგალითად Flash ან Java). ამ შემთხვევაში ვებინარს ისეთი თავისებურება აქვს, როდესაც ვიდეო-კონფერენციაში ხდება ერთი მონაწილის (წამყვანის) მაუწყებლობა ყველა დანარჩენისთვის, უკუკავშირის მიღების შესაძლებლობით.

ვიდეო-კონფერენციის გამოყენების გზით ურთიერთობის უპირატესობები:
  • ფსიქოლოგიური თვალსაზრისით: ვიდეო-კონფერენციის მსვლელობაში ჩართულია მეტი გრძნობის ორგანოს, ვიდრე სატელეფონო კავშირის დროს (არა მართი სმენა, არამედ მხედველობაც, რაც მონაწილეებს შორის უფრო მეტი გაგების შესაძლებლობას იძლევა ჩვეულებრივ სატელეფონო ურთიერთობასთან შედარებით);
  • ეკონომიის თვალსაზრისით: შესაძლებელია ვიდეო-კონფერენციის მონაწილეთა მაქსიმალური დასწრების მიღწევა სამუშაო ადგილებიდან მათ მოუწყვეტლად (რის შედეგადაც ხდება ფინანსური ეკონომია ყველა მონაწილის სატრანსპორტო ხარჯების ორგანიზებაზე). როგორც კვლევებმა გვაჩვენა, ინტერნეტით ვიდეო-კონფერენციის მსგავსი ტექნოლოგიის დანერგვით კვირაში 6 საათამდე სამუშაო დროის ეკონომიაა შესაძლებელი;
  • მოხერხებულობის თვალსაზრისით: ვიდეო-კონფერენცია ისეთივე მარტივად გამოსაყენებელი ხელსაწყოა, როგორც სატელეფონო კავშირი.

კომპანია InfoTel წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი მრავალი მწარმოებლის გადაწყვეტებსა და პროდუქტებს ვიდეო-კონფერენციის ორგანიზებისთვის.

ვენდორები

Продукты и решения для видеоконференцийПродукты и решения для видеоконференцийПродукты и решения для видеоконференцийПродукты и решения для видеоконференцийПродукты и решения для видеоконференцийПродукты и решения для видеоконференцийсистемы аудиоконференцсвязи

თუ გაინტერესებთ სრული კონსულტაციის მიღება ვიდეო-კონფერენციის ორგანიზებისთვის საჭირო პროდუქტებისა და გადაწყვეტების შესახებ, მოგვმართეთ ოფისში.

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua