ასს (PBX) – ავტომატური სატელეფონო სადგური. დღეს ასს-ს (ავტომატური სატელეფონო სადგურის) ძველი სისტემის ნაცვლად შემოვიდა IP-PBX – მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემა, რომელიც კომუტირებს ხმოვან და ვიდეო გამოძახებებს IP ქსელიდან, რომელშიც ხმა და ვიდეო მონაცემთა ნაკადის სახით გადაიცემა (IP პაკეტები).
ტელეფონების ეს სახე ფუნქციურობით ტრადიციული ასს-ს მსგავსია, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს.
IP-PBX-ის მუშაობის პრინციპები
ასეთი IP-PBX-ს, ან, როგორც მას კიდევ უწოდებენ, კორპორაციული სატელეფონო IP-სისტემის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. მასში შედის ATC პროგრამული სერვერი, რამდენიმე SIP ტელეფონი და VoIP რაბი არსებულ სატელეფონო ქსელებთან მისაერთებლად.
ATC სერვერი საფოსტო სერვერის ანალოგიურად მოქმედებს – SIP კლიენტები რეგისტრირდებიან სერვერზე და აცნობებენ მას, როდესაც გამოძახების შესრულება სურთ. ამის შემდეგ კატალოგიდან აღებული ინფორმაციით АТС ახდენს მომხმარებლების კომუტაციას სისტემის შიგნით, შემომავალი გამოძახებების მარშრუტიზაციას საჭირო SIP მოწყობილობაზე და გამომავალი გამოძახებების მარშრუტიზაციას შესაბამის VoIP რაბზე ან VoIP პროვაიდერზე.
მომსახურებას სწევს სატელეკომუნიკაციო კომპანია, მოწყობილობას კი პროვაიდერი ემსახურება. მომხმარებელს ეძლევა მართვის პარამეტრებზე წვდომა განსაზღვრული ტარიფით, რომელშიც ფუნქციონალის გაფართოების აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით საფასურს იხდის.
ვირტუალურ სადგურს IP-ტელეფონიის ყველა ფუნქცია აქვს მოწყობილობის ყიდვის გარეშე, მუშაობისთვის კი SIP ტელეფონები ერთვება.
მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია მოწყობილობა წინასწარ დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფით. სპეციალისტები ცალკე ბლოკად აყენებენ ტექნიკას, რომელიც კომპიუტერულ ქსელს უერთდება.
მოწყობილობის შეძენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპანიის გაფართოება, რადგან ტექნიკის მწარმოებლურობა შეზღუდულია, ფუნქციური შესაძლებლობებიც განსაზღვრულია, მასშტაბირება კი – არაეფექტური.
მუშაობისთვის ასევე საჭიროა პროგრამული ტელეფონები (SIP).
სპეციალისტები კომპანიის კომპიუტერზე (სერვერზე) აყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას. ასეთი სატელეფონო სადგური პორტების გაფართოების დამატებითი პლატების დაყენებით იძლევა ფუნქციონალის შეცვლის შესაძლებლობას, ასევე, არსებითად შეიძლება მისი შესაძლებლობების გაფართოება არსებულ ციფრულ და ანალოგურ პორტებთან მიერთებით.
თუ გაინტერესებთ სრული კონსულტაციის მიღება IP-PBX-ის ინსტალაციის შესახებ, კონსულტაციისთვის მოგვმართეთ ოფისში.