აქტიური ქსელური მოწყობილობები


აქტიური ქსელური მოწყობილობა – ეს არის ინტელექტუალურ-ტექნიკური საშუალებების ნაკრები მონაცემთა გადაცემისთვის და ინფორმაციის მიმოცვლისთვის ლოკალური ქსელის ყველა მოწყობილობას შორის როგორც ერთ საოფისე შენობაში, ასევე კორპორაციული ლოკალური ქსელის ტერიტორიულად განაწილებულ საოფისე შენობებს შორის.

აქტიური ქსელური მოწყობილობა უზრუნველყოფს ინფორმაციის დროულ და გარანტირებულ მიწოდებას კორპორაციული ლოკალური ქსელის ერთი მოწყობილობიდან მეორე მოწყობილობისთვის. ძირითადი ამოცანების სარეალიზაციოდ აქტიური ქსელური მოწყობილობა შეიცავს პაკეტების გადაცემისა და მარშრუტიზაციის სხვადასხვა პროტოკოლებს, მიწოდების მარშრუტის ძიებისა და მიღებული პაკეტების მთლიანობის შემოწმების ინტელექტუალურ ალგორითმებს.

საწარმოს ნებისმიერი ქსელური IT-ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტებია სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების კომუტატორები და მარშრუტიზატორები.

საწარმოს კორპორაციული ლოკალური ქსელი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლებისა და ფუნქციური შესაძლებლობების მქონე ათობით და ასობით კომუტატორსა და მარშრუტიზატორს, უსადენო ქსელებისა და Wi-Fi წვდომის წერტილების მაკონტროლებლებს. რაც უფრო დიდია დასამუშავებელი მონაცემების მოცულობა, მით უფრო მეტია მოთხოვნები აქტიური ქსელური მოწყობილობის მწარმოებლურობისა და გამტარუნარიანობის მიმართ.

მსხვილი საწარმოებისთვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებისთვის ყველაზე ტიპობრივი ამოცანებია ოფისის შენობებში ლოკალური ქსელების გამართვა, კომპანიის გაშორიშირებული ობიექტების საწარმოს ერთიან ლოკალურ ქსელში კონსოლიდაცია, გამომთვლელი ქსელებისა და ტელეფონიის კომუტაციის ერთიანი ცენტრების აგება, ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესება და მრავალი სხვა.

საწარმოებისა და კომპანიების IT-ინფრასტრუქტურებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მწარმოებლების აქტიური ქსელური მოწყობილობები, რაც ზრდის შრომით დანახარჯებს გაუმართაობისა და შეცდომების ძებნაზე, კორპორაციული ლოკალური ქსელის გამართვასა და მართვაზე. IT-ინფრასტრუქტურის მართვის პროცესების უნიფიკაციისთვის მსხვილ საწარმოებში განსაზღვრავენ აქტიური ქსელური მოწყობილობების ერთ ან რამდენიმე მწარმოებელს, ე. წ. „კორპორაციულ სტანდარტს“.

საიმედო და მასშტაბირებადი ქსელური IT-ინფრასტრუქტურის ასაგებად აუცილებელია კვალიფიციურად მივუდგეთ საწარმოს ლოკალური ქსელის ტოპოლოგიის პროექტირებას, გავითვალისწინოთ ფუნქციურობისა და მწარმოებლურობის მიმართ მოთხოვნები.

რატომ ღირს არჩევანის შეჩერება InfoTel-ზე:

  • 2004 წლიდან ვახორციელებთ სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტების დანერგვას.
  • პრაქტიკაში სისტემურ მიდგომას ვიყენებთ – ვაანალიზებთ არსებულ ინფრასტრუქტურას, ვაპროექტებთ, ვნერგავთ სისტემებს და ვემსახურებით მათ.
  • საინჟინრო ქსელების მონტაჟის ჩატარების ლიცენზია.
  • აქტიური ქსელური მოწყობილობების მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწარმოებლების პარტნიორები ვართ, როგორებიც არის Alcatel-Lucent, Huawei და რომელთა პროდუქციის ხაზი შეიცავს კორპორაციული ლოკალური ქსელის აწყობისა და ცენტრალიზებული მართვისთვის (Network Management System) აუცილებელ ყველა ელემენტს.

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს არა მარტო პროექტირება და თითოეული კონკრეტული ამოცანისა და კორპორაციული ლოკალური ქსელის სტრუქტურული ელემენტისთვის ოპტიმალური ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით აქტიური ქსელური მოწყობილობების მოდელების შერჩევა, არამედ შემუშავებული ტექნიკური გადაწყვეტის მონტაჟი და გაშვება-გამართვაც შეუძლიათ გამოსაყენებლად სავსებით მომზადებული სახით ჩასაბარებლად.

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua