ლოკალური ქსელის მარშუტიზატორები

Маршрутизаторыმარშრუტიზატორი არის მოწყობილობა, რომელიც აერთებს ორ ან მეტ ქსელს, ან ქვექსელს პაკეტების კომუტაციით. ასრულებს ორ ძირითად ფუნქციას: ამ ქსელებს შორის ტრაფიკის მართვას სავარაუდო IP მისამართებზე მონაცემთა პაკეტების გადაგზავნის გზით და საშუალებას აძლევს რამდენიმე მოწყობილობას ისარგებლოს ინტერნეტთან ერთიდაიგივე მიერთებით.

არსებობს რამდენიმე ტიპი, მაგრამ უმრავლესობა მათგანი გადასცემს მონაცემებს LAN (ლოკალური გამომთვლელი ქსელები) და WAN (გლობალური ქსელები) შორის.

LAN არის მიერთებულ მოწყობილობათა ჯგუფი, რომელიც შემოფარგლულია გარკვეული გეოგრაფიული ადგილით. ლოკალურ ქსელს ჩვეულებრივ სჭირდება ერთი მარშრუტიზატორი.

WAN პირიქით წარმოადგენს დიდ ქსელს, რომელიც გაფანტულია ფართო გეოგრაფიულ არეალზე. მაგალითად, მსხვილ ორგანიზაციებსა და კომპანიებს, რომლებიც მუშაობს მთელ ქვეყანაში რამდენიმე ადგილზე, სჭირდება ცალკეული ლიკალური ქსელები თითოეული ადგილმდებარეობისთვის, რომლებიც შემდეგ მიუერთდება სხვა LAN-ებს გლობალური ქსელის ჩამოსაყალიბებლად. რადგან WAN განთავსებულია დიდ ფართობზე, ამიტომ მას ხშირად სჭირდება რამდენიმე მარშრუტიზატორი და კომუტატორი.  

მუშაობის პრინციპი

Маршрутизаторы

მარშრუტიზატორები მიმართავს მარშრუტიზაციის შიდა ცხრილებს, რათა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, თუ როგორ მოახდინოს პაკეტების მარშრუტირება ქსელურ გზებზე. მარშრუტიზაციის ცხრილი იწერს გზებს, რომლებითაც პაკეტებმა უნდა  მიაღწიოს დანიშნულების ყოველ პუნქტს, რაზეც პასუხისმგებელია მარშრუტიზატორი. ეს შეიძლება შევადაროთ მატარებლების მოძრაობის გრაფიკს, რომლის მიხედვითაც მგზავრები ირჩევენ მატარებელს. მარშრუტიზაციის ცხრილები ასრულებს იმავე ფუნქციას, ოღონდ ისინი შექმნილია მონაცემთა გადაცემის მარშრუტების შესაქმნელად, და არა მატარებლების.

მარშრუტიზატორები მუშაობს შემდეგნაირად: როდესაც ის იღებს პაკეტს, კითხულობს პაკეტის სათაურს, ესენია მონაცემთა მცირე პაკეტები, რომლებიც მიმაგრებულია სასარგებლო ინფორმაციის მატარებელ პაკეტებზე, მათ შორის ინფორმაციას იმის შესახებ, საიდანაა პაკეტი და საით მიემართება. მაგალითად, ისევე როგორც საფოსტო ამანათზე გარედან დაკრული ინფორმაცია მიწოდების ადგილის შესახებ, იმის მსგავსად, როგორც გამყოლს შეუძლია შეამოწმოს მგზავრის ბილეთი, რათა განსაზღვროს, რომელი მატარებლით უნდა იმგზავროს მან. შემდეგ ის განსაზღვრავს, საით გაუშვას პაკეტი, მარშრუტიზაციის ცხრილში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

მარშრუტიზატორები ამას აკეთებს წამში მილიონჯერ მილიონ პაკეტზე. იმისდა მიხედვით, თუ როგორ გადაადგილდება პაკეტი დანიშნულების ადგილისკენ, ის შეიძლება მარშრუტირდეს სხვადასხვა მარშრუტიზატორით.

მარშრუტირების ცხრილები შეიძლება იყოს სტატიკური ან დინამიკური. სტატიკური მარშრუტიზაციის ცხრილები არ იცვლება. ქსელური ადმინისტრატორი ხელით აწყობს მარშრუტიზაციის სტატიკურ ცხრილებს. არსობრივად ეს აფიქსირებს პაკეტების ქსელში მოცემულ  მარშრუტებს, თუკი ადმინისტრატორი ხელით არ განაახლებს ცხრილებს. ასეთი ცხრილები მიესადაგება მცირე ქსელებს.

დინამიკური მარშრუტიზაციის ცხრილები განახლდება ავტომატურად. დინამიკური მარშრუტიზატორები იყენებს მარშრუტიზაციის სხვადასხვა პროტოკოლებს უმოკლესი და ყველაზე სწრაფი გზის განსასაზღვრად. ისინი ამას ასევე განსაზღვრავს იმის საფუძველზე, თუ რამდენი დრო სჭირდება პაკეტებს, რათა მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, იმის ანალოგიურად, თუ Google Maps, Waze და სხვა GPS სამსახურები როგორ განსაზღვრავენ მოძრაობის საუკეთესო მარშრუტებს მოძრაობის ძველი და მიმდინარე მახასიათებლების საფუძველზე.

დინამიკური მარშრუტიზაცია მოითხოვს მეტ გამომთვლელ სიმძლავრეებს, ამიტომ უფრო გამოდგება საშუალო და დიდი ქსელებისათვის, რადგან მათთვის ის ბევრად ეფექტურია.

დანიშნულებების მიხედვით კორპორატიულ ქსელებში მარშრუტიზატორები იყოფა რამდენომე ტიპად:

Маршрутизаторы локальной сети

ბირთვის მარშრუტიზატორი:  სახლის ქსელებსა და მცირე ბიზნესის LAN-ში გამოყენებული მარშრუტიზატორებისგან განსხვავებით, ძირითადი გამოიყენება მსხვილი კორპორაციებისა და საწარმოების მიერ, რომლებიც საკუთარი ქსელებით  მონაცემთა პაკეტების დიდი მოცულობას გადასცემენ. ისინი მუშაობენ ქსელის „ბირთვში“ და არ ურთიერთქმედებენ გარე ქსელებთან.

სასაზღვრომაშინ როდესაც ძირითადი მარშრუტიზატორი მართავს მხოლოდ მონაცემთა ტრაფიკს მსხვილმასშტაბიან ქსელში, სასაზღვრო ურთიერთქმედებს როგორც ბირთვის მარშრუტიზატორებთან, ასევე გარე ქსელებთან. სასაზღვროები მდებარეობს ქსელის „კიდეზე“ და იყენებს BGP (Border Gateway Protocol)-ს მონაცემთა გადასაცემად და მისაღებად სხვა LAN დაWLAN-დან.

ვირტუალურიეს არის პროგრამული დანართი, რომელიც იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც სტანდარტული სააპარატო მარშრუტიზატორი. ეს ცნება მჭიდროდ უკავშირდება  VRRP (Virtual Router Redundancy Protocol)-ს ქსელური პროტოკოლით, რომელიც განკუთვნილია მარშრუტიზატორების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, რომლებიც შლუზის მოვალეობას ასრულებს წინასწარ ჩადებული პარამეტრებით. ეს მიიღწევა მარშრუტიზატორების ჯგუფის გაერთიანებით ერთ ვირტუალურ მარშრუტიზატორად და მათთვის საერთო IP მისამართის მინიჭებით, რომელიც სწორედაც გამოიყენება როგორც შლუზი ქსელის კომპიუტერებში წინასწარ ჩადებული პარამეტრებით.

რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი InfoTel-ზე:

ჩვენი კომპანიის სპეციალისტებს შეუძლიათ არა მარტო დაპროექტება და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით კომუტატორის მოდელის შერჩევა ყოველი კონკრეტული ამოცანისა და კორპორატიული ლოკალური ქსელის სტრუქტურული ელემენტისათვის, არამედ დაამონტაჟონ და სრულად გაუშვან შემუშავებული ტექნიკური გადაწყვეტა.

საქონლის კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ მოწყობილობის უმრავლესობას, რომლებსაც ვიყენებთ მუშაობისას. კატალოგში მითითებულია საცალო ფასები. სრული ინფორმაციისა და ფასდაკლებების მისაღებად უნდა მიმართოთ ჩვენს გაყიდვების განყოფილებას.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია

გადაწყვეტილებაში გამოყენებულ იქნა შემდეგი მოწყობილობები

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua