კავშირის კორპორატიული სატელოფონო ქსელის საკონსტრუქტორო ბიურო "იუჟნოე"-ში

проект «Технического усовершенствования и доработки системы телефонной связи ГП «КБ «Южное» имени М.К. Янгеля»

შემკვეთი

სახელმწიფო საწარმო „მ.კ. იანგელის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოე““ არის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის შემმუშავებელი სამეცნიერო საკონსტრუქტორო საწარმო..

ოფიციალური საიტიhttps://www.yuzhnoye.com/

2018 წელს კომპანია InfoTel-ის მიერ რეალიზებული იქნა პროექტი „სატელეფონო კავშირის სისტემის სრულყოფა და საბოლოო შემუშავება სახელმწიფო საწარმო მ.კ. იანგელის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოე“. მოკლე ვადებში ორგანიზებული იქნა აუცილებელი მასალების მიწოდება საწარმოს მოძველებული საკაბელო ინფრასტრუქტურის განსაახლებლად. მოწყობილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებამ საშუალება მოგვცა საწარმოს საფუძველში დაგვენერგა თანამედროვე კორპორატიული ქსელი, რომელიც საწარმოს 12 კორპუსს (კვანძს) უზრუნველყოფს ხარისხიანი სატელეფონო კავშირით და დამატებით სერვისებით.    

ტექნიკური რეალიზაცია

ახალი სატელეფონო სისტემის საერთო მოცულობა შეადგენს სამიათას პორტზე მეტს.

კორპორატიული სატელეფონო ქსელის ახალი სისტემა რეალიზებულია Alcatel-Lucent OmniPCX Enterprise ავტომატური სატელეფონო სადგურის ბაზაზე. ეს გადაწყვეტა უშვებს გაფართოებას კვანძში 5000 პორტამდე და ხელს უწყობს მრავალ დამატებით სერვისს. სისტემა რეალიზებულია Alcatel Crystal Technology ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს სადგურის არაბლოკირებად არქიტექტურას, რაც გარანტიას იძლევა კავშირი გააჩნდეს ყველა აბონენტს და გამორიცხავს სიტუაციას „ხაზი დაკავებულია“. სისტემა ხელს უწყობს ცენტრალური პროცესორისა და კავშირის არხების, ელექტრომომარაგების სისტემის, რეზერვირების სერვისს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გადაწყვეტის საიმედოობას. ავტომატურ სატელეფონო სადგურს აქვს გასასვლელი საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელში ციფრული ნაკადებით ISDN PRI, რაც უზრუნველყოფს აბონენტებს შეფერხებებისა და გაწყვეტის გარეშე სატელეფონო საუბრებით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის აბონენტებთან. ყველა კვანძი გაერთიანებულია ერთიან ქსელში საფირმო სიგნალიზაცია ABC-F-ის გამოყენებით. ასეთი ტოპოლოგია საშუალებას იძლევა რეალიზებული იქნას სერვისის ერთნაირი დონე საწარმოს ყველა განყოფილებისათვის.

ავტომატური სატელეფონო სადგური საშუალებას იძლევა მიიერთოს ანალოგური, ციფრული და IP სააბონენტო ხაზები. ციფრული და IP ტელეფონების მქონე აბონენტები მიიღებენ სერვისის მაღალ დონეს, რომლითაც, გარდა ხარისხიანი სატელეფონო კავშირისა, ექმნებათ დამატებითი შესაძლებლობები: დისპლეიზე დამრეკავის სახელის ასახვა, წვდომა სადგურის ერთიან ცნობართან, სახელის აკრეფვა ციფრული ტელეფონის სრულყოფილი ასოებიანი კლავიატურის საშუალებით, პირდაპირი აკრეფვის პროგრამირებად ღილაკებიანი დამატებითი საკლავიშო კონსოლების ჩართვის შესაძლებლობა.

მართვა

სისტემის მართვა ხდება ერთიანი ცენტრალური კვანძიდან Alcatel-Lucent OmniVista 8770 პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით. ეს პროგრამული უზრუნველყოფა დაფუძნებულია კლიენტ-სერვერის არქიტექტურაზე, რაც გაცილებით ამარტივებს ადმინისტრირებას: მართვის სისტემის სერვერი ფიზიკურად მდებარეობს ცენტრალურ კვანძში და მიერთებულია ავტომატურ სატელეფონო სადგურზე, ხოლო ადმინისტრატორს კლიენტის აპლიკაციის საშუალებით შეუძლია კორპორატიული ქსელის ნებისმიერი წერტილიდან, შორიდან აწარმოოს პროფილაქტიკური სამუშაოები, შეიტანოს ცვლილებები კონფიგურაციაში და ა.შ. უსაფრთხოების მიზნებით რეალიზებულია სერვერთან წვდომის პაროლების მრავალდონიანი სისტემა.

დანერგვის შედეგები:

ტელეფონიის კორპორატიული ქსელის აგების ფარგლებში გადაიჭრა შემდეგი ამოცანები:

მომავლის გეგმები

АТС Alcatel-Lucent ადვილად მასშტაბირდება: სააბონენტო მოცულობის გაზრდა ხდება დამატებითი პლატების ან ლიცენზიების დაყენებით ავტომატური სატელეფონო სადგურის გამორთვის გარეშე და შესაბამისად, კავშირის შეწყვეტის გარეშე. გეგმაშია ფუნქციონალობის გაფართოება, სახელმწიფო საწარმო მ.კ. იანგელის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოე“-ს თანამშრომელთა მუშაობის პროდუქტიულობის ზრდა.

ვენდორები

Корпоративна телефонна мережа зв'язку

თუკი გაინტერესებთ პროექტზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ ოფისში.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია
ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua