Stamba Hotel

კომპანიის შესახებ

სასტუმრო Stamba, რომელიც მდებარეობს ყოფილი გამომცემლობის შენობაში, განთქმულია ძველი მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის ზედმიწევნითი შერწყმით, თვალსაჩინოდ აჩვენებს ქალაქის მსოფლიო მნიშვნელობის ზრდას. სასტუმრო  მომსვლელების ყურადღებას იპყრობს უნიკალური დიზაინით და ფართო ნომრებით.

ოფიციალური საიტი: - https://stambahotel.com

სასტუმროს საინჟინრო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არჩეული იქნა კომპანია InfoTel-Georgia.

ამოცანები

გადაწყვეტა:

1. PBX Alcatel-Lucent OmniPCX Enterprise (OXE)

Alcatel-Lucent OmniPCX Enterprise არის სატელეფონო სადგური (ატს) საშუალო და დიდი კომპანიებისათვის (50-დან 100 000 აბონენტამდე). ეს არის ღია სტანდარტებზე დაფუძნებული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა აიგოს კავშირის კორპორატიული ქსელები როგორც IP (IP-ავტომატური სატელეფონო სადგური), ასევე ტრადიციული ტექნოლოგიების ბაზაზე. წარმოდგენილი სატელეკომუნიკაციო სერვისების, დანართების, პროგრამული და სააპარატო ინტერფეისების დიდი რაოდენობა საშუალებას იძლევა მოხდეს თქვენი კომპანიის კავშირის ყველა სისტემის ოპტიმიზაცია და შესაძლებელი გახდეს ბიზნეს-პროცესებთან მათი მაქსიმალური ინტეგრაცია.  

Alcatel-Lucent Enterprise გადაწყვეტების ძირითადი უპირატესობანი:

  1. გამოყენების სიმარტივე: მარტივი მართვა, გაშლა და მომსახურება;
  2. ფლობის დაბალი ღირებულება: სისტემის სწრაფად გაშლადობისა და მარტივი ტექნიკური მომსახურების, ახალი დანართების ინტეგრაციაზე უმნიშვნელო დანახარჯების, VoIP-ის გამოყენებით სატელეფონო კავშირებზე დანახარჯების შემცირების  გამო.
  3. ნაყოფიერების გაზრდა: მომსახურების ფართო სპექტრი ზრდის თანამშრომელთა მუშაობის ნაყოფიერებას და აუმჯობესებს შემკვეთებთან ურთიერთობებს.
  4. საინფორმაციო ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციების დაცვა: ფუნქციათა გაფართოვება ხელმისაწვდომია როგორც მსხვილი, ასევე საშუალო კომპანიებისათვის დამატებითი მაღალკვალიფიციური პერსონალისა და რესურსების მოზიდვის გარეშე.
  5. მომავალი ამოცანების გადაჭრისათვის მზაობა: უზრუნველყოფს ახალ მულტიმედიურ კომუნიკაციებზე თანდათანობით გადასვლას არსებული ქსელისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისაგან დამოუკიდებლად.
2.TIGER TMS

Tiger TMS – არის საოპერატორო კლასის მრავალფუნქციური ინტელექტუალური შლუზი, რომელიც განკუთვნილია მისაერთებლად კავშირგაბმულობის ქსელებთან, რომლებიც ინფორმაციის გადასაცემად იყენებს IP ქსელს, ასევე კავშირგაბმულობის ტრადიციულ ქსელებთან, რომელთა მუშაობა ეფუძნება არხების კომუტაციას.  Tiger TMS აერთიანებს სატელეკომუნიკაციო შლუზისა და პროგრამული კომუტატორის შესაძლებლობებს.

აპარატული და პროგრამული შესრულების თავისებურებათა გამო შლუზის მოცულობა ადვილად მასშტაბირებადია, ამასთან მოწყობილობის წარმადობის გაზრდა ხდება უკვე მოქმედი სისტემების მუშაობის შეწყვეტის გარეშე.

3. უწყვეტი კვების წყარო Tripp Lite

ამჟამად Tripp Lite არის ცნობილი მსოფლიო ბრენდი და ის თანამშრომლობს 85 ქვეყნის პარტნიორებთან.

კომპანია Tripp Lite გვთავაზობს 600 კვტ-მდე სიმძლავრის უწყვეტი კვების წყაროების ფართო ასორტიმენტს ნებისმიერი მასშტაბის სისტემაში გამოსაყენებლად. უწყვეტი კვების წყაროთა ოჯახები SmartPro® და SmartOnline® უზრუნველყოფს მოწყობილობის განაწილებულ სარეზერვო ელექტროკვებას  კარადებს/დგარებს შიგნით.

დასკვნები

კომპანია InfoTel-Georgia-ს მიერ პროექტის ტექნიკური დავალების ფარგლებში რეალიზებული იქნა Alcatel-Lucent OmniPCX Enterprise სატელეფონო სადგურის, მრავალფუნქციური ოპერატორული კლასის, მასშტაბირების შესაძლებლობის მქონე ინტელექტუალური შლუზის, აგრეთვე გარანტირებული და უწყვეტი ელექტროკვების სისტემის დანერგვა, რამაც უზრუნველყო საინფორმაციო სისტემების შეთანხმებული მუშაობა, შეამცირა დანახარჯები და დაგვეხმარა სტუმრებისათვის მაღალი დონის მომსახურების ორგანიზებაში.

ვენდორები

Корпоративна телефонна мережа зв'язку

თუკი გაინტერესებთ პროექტზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ ოფისში.

მიიღეთ უფასო კონსულტაცია
ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua