მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სისტემები

სერვერი – პერსონალური კომპიუტერების (ან სამუშაო სადგურების) ჯგუფიდან გამოყოფილი კომპიუტერი რაიმე სერვისული დავალების შესასრულებლად ადამიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე. სერვერსა და სამუშაო სადგურს ერთნაირი კონფიგურაცია შეიძლება ჰქონდეს, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ მათ მუშაობაში კონსოლთან ადამიანის მონაწილეობით.

სასერვერო მოწყობილობა ხშირად სერვისების უწყვეტი (24/7) მუშაობის უზრუნველყოფისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ ხშირად არის დაკომპლექტებული დუბლირებული ელემენტებით.

სასერვერო მეხსიერება უზრუნველყოფს მტყუნების მიმართ მაღალ მდგრადობას.

სერვერის გაძლიერებული საიმედოობა მიიღწევა რეზერვირებით, მათ შორის, „ცხელი მიერთებით“ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტების შეცვლით (ინგლ. Hot-swap):

  • აუცილებლობის შემთხვევაში შემოაქვთ პროცესორების დუბლირება;
  • კვების ბლოკებისა;
  • მყარი დისკებისა RAID მასივის შემადგენლობაში და თავად დისკების მაკონტროლებლების;
  • ვენტილატორების ჯგუფების, რომლებიც უზრუნველყოფს სერვერის კომპონენტების გაცივებას.

აპარატული მონიტორინგის ფუნქციებში შეაქვთ დამატებითი არხები სერვერის დიდი რაოდენობის პარამეტრების გასაკონტროლებლად: ტემპერატურის გადამწოდები აკონტროლებს ყველა პროცესორის, მეხსიერების მოდულის ტემპერატურულ რეჟიმს, ტემპერატურას ნაკვეთურებში, რომლებშიც მყარი დისკებია დაყენებული; იმპულსების ელექტრონული მთვლელები, რომლებიც ვენტილატორებშია ჩაშენებული, ტაქომეტრების ფუნქციებს ასრულებს და შესაძლებლობას იძლევა, ტემპერატურიდან გამომდინარე, დაარეგულიროს მათი ბრუნვის სიჩქარე; სერვერის კომპონენტების კვების ძაბვის მუდმივი კონტროლი იძლევა კვების ბლოკების მუშაობის ეფექტიანობის შესახებ სიგნალიზების შესაძლებლობას; საგუშაგო (სადარაჯო) ტაიმერი შესაძლებლობას იძლევა, შეუმჩნეველი არ დარჩეს სისტემის „ჩამოკიდება“ და ავტომატურად ახდენს სერვერის იძულებით გადატვირთვას.

გარე შესრულების ზომები და სხვა დეტალები.

სერვერები (და სხვა მოწყობილობა, რომლის დაყენება საჭიროა ერთგვარ სტანდარტულ შასიზე (მაგალითად, 19-დუიმიან დგარებსა და კარადებში) სტანდარტულ ზომებსა და აუცილებელი სამაგრი ელემენტებით აღჭურვას მოითხოვს.

კონსტრუქციულად აპარატული სერვერები მაგიდაზე, იატაკზე ან დგარზე დასადგამ ვარიანტებად შეიძლება იქნეს შესრულებული. ბოლო ვარიანტი უზრუნველყოფს ფართობის ერთეულზე გამომთვლელი სიმძლავრეების განთავსების ყველაზე მეტ სიმჭიდროვეს, ასევე, მაქსიმალურ მასშტაბირებას. 1990-იანი წლების ბოლოდან მაღალი საიმედოობისა და მასშტაბირების სისტემებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ე. წ. ბლეიდ-სერვერები (ინგლ. blade – ბასრი პირი). ეს არის კომპაქტური მოდულური მოწყობილობები, რომლებიც ელექტროკვებაზე, გაციებაზე, მომსახურებასა და მისთანებზე დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

მონაცემთა შენახვის სისტემა (DSS  – data storage system)

Система хранения данных СХД

მონაცემთა შენახვის სისტემა (DSS  – data storage system) – ეს არის საინფორმაციო რესურსების საიმედო შენახვის ორგანიზებისა და მათთან გარანტირებული წვდომის მიცემის კომპლექსური პროგრამულ-აპარატული გადაწყვეტა.

საწარმოო სისტემებს შორის, პირველ რიგში უნდა გამოვყოთ შენახვის აპარატული სისტემები: მყარი დისკების მასივები, მათი ე. წ. RAID-მაკონტროლებლები, შენახვის ლენტური სისტემები მონაცემთა ხანგრძლივად შესანახად. გარდა ამისა, ცალკე კლასი: მაკონტროლებლები შენახვის სისტემებისთვის, მონაცემთა რეზერვირების მართვისთვის, მონაცემთა დაცვის სისტემაში „მყისიერი სურათების“ (Snapshot) შექმნისთვის მათი შემდგომი აღდგენის, მონაცემთა რეპლიკაციისა და სხვა მიზნებისთვის. მონაცემთა დაცვის სისტემებში, ასევე, შედის ქსელური მოწყობილობები (HBА, Fiber Channel Switch კომუტატორები, FC/SAS კაბელები და მისთანები) და ბოლოს, შემუშავებულია მონაცემთა შენახვის, დაარქივების, მონაცემთა აღდგენისა და კატასტროფებისადმი მდგრადობის მასშტაბური გადაწყვეტები (disater recovery).

როგორ ვიღებთ მონაცემებს, რომელთა შენახვა აუცილებელია? ჩვენგან, საყვარელი მომხმარებლებისგან, გამოყენებითი პროგრამებიდან, ელექტრონული ფოსტიდან ასევე, სხვადასხვა მოწყობილობებიდან – ფაილების სერვერებიდან და მონაცემთა ბაზების სერვერებიდან. გარდა ამისა, დიდი რაოდენობის მონაცემთა მიმწოდებელია ე. წ. M2M მოწყობილობა (Machine-to-Machine communication) – სხვადასხვა სახის გადამწოდები, სენსორები, კამერები და მისთანები).

შენახულ მონაცემთა გამოყენების სიხშირის მიხედვით მონაცემთა შენახვის სისტემები შეიძლება დავყოთ ხანმოკლე შენახვის სისტემებად (online storage), საშუალო ხანგრძლივობის შენახვის სისტემებად (near-line storage) და ხანგრძლივი შენახვის სისტემებად. (offline storage).

პირველს შეიძლება მივაკუთვნოთ  ნებისმიერი პერსონალური კომპიუტერის მყარი დისკი. მეორესა და მესამეს – შენახვის გარე სისტემები DAS (Direct Attached Storage), რომლების შეიძლება წარმოადგენდეს კომპიუტერის მიმართ გარე დისკების მასივი (Disk Array). ისინი, თავის მხრივ, შეიძლება დავყოთ „უბრალოდ დისკების მასივად“ JBOD (Just a Bunch Of Disks) და  მმართველი მაკონტროლებლის მქონე მასივად iDAS (intelligent disk array storage).

არსებობს სამი ტიპის შენახვის გარე სისტემები: DAS (Direct Attached Storage), SAN (Storage Area Network) და NAS (Network attached Storage). სამწუხაროდ, ბევრ გამოცდილ IT-სპეციალისტსაც კი არ შეუძლია ახსნას, რა განსხვავებაა SAN-სა და NAS-ს შორის და ამბობენ, რომ ოდესღაც ეს განსხვავება ოდესღაც იყო, ახლა კი, თითქოსდა აღარ არის. სინამდვილეში განსხვავება არის და, თანაც, არსებითი. (იხ. ნახ. 1). 

Внешние системы хранения данных

ნახატი 1. განსხვავება SAN-სა და NAS-ს შორის.

SAN-ში შენახვის სისტემასთან მონაცემთა შენახვის SAN ზონის ქსელით, ფაქტობრივად, თავად სერვერებია დაკავშირებული. NAS-ის შემთხვევაში ქსელური სერვერები LAN ლოკალური ქსელით არის დაკავშირებული ფაილების სისტემასთან RAID-ში.

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua