პროფესიული გარნიტურები

Профессиональная гарнитура для офиса и контакт-центра

პროფესიული გარნიტურები არის ყურსაცვამები მიკროფონთან კომპლექტში ზარებისა და მუსიკის მოსასმენად. იდეალური გადაწყვეტა ღია ოფისში, კონტაქტ-ცენტრში ან დისტანციურად სამუშაოდ.

პროფესიული გარნიტურის გამოყენების უპირატესობანი:

  • მუშაობის შესაძლებლობა ხმაურზე ყურადღების გაუფანტავად, ნებისმიერ ადგილზე, სიარულის დროსაც კი.
  • „თავისუფალი ხელები“ - შეიძლება საუბრობდე ტელეფონით და პარალელურად მუშაობდე კომპიუტერზე.
  • ხარისხიანი ხმა და საუკეთესო ხმაურჩახშობა.
  • იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკის მოსმენის შეთავსება მუშაობასთან.

სახეობები:

  • საოფისე – ღია ოფისში სამუშაო სადენიანი და უსადენო გარნიტურები - ზარებისათვის, სამუშაოზე კონცენტრაციისათვისა და მუსიკის მოსასმენად. გამოადგება მათ, ვინც აწარმოებს ონლაინ მოლაპარაკებებს კოლეგებთან და პარტნიორებთან, მარკეტინგის განყოფილებებს, მომარაგებასა და ყველა მათ, ვისაც სჭირდება მაღალი კონცენტრაცია მთელი დღის განმავლობაში.
  • კონტაქტ-ცენტრისათვის – ეს არის ხმისჩამხშობი მიკროფონები და კომფორტი მთელი დღის განმავლობაში მათთვის, ვისაც მუშაობა უწევს ხმაურიან გარემოში და ვისთვისაც სატელეფონო საუბრები სამუშაოს ძირითადი ნაწილია.
  • უსადენო ყურსაცვამები არის გარნიტურა ცხოვრების აქტიური ნირის მოყვარულთათვის, ყურსაცვამები მუსიკის მოსასმენად და ზარებისათვის.
  • უსადენო სტერო ყურსაცვამები არის უსადენო გარნიტურები პირადი სარგებლობისათის.
  • ყურსაცვამები სპორტისათვის – საიმედო მორგება, ოფლისა და მტვრისაგან დაცვა.
  • მონოგარნიტურები Bluetooth არის ერთ ყურზე დასამაგრებელი ყურსაცვამები, შეუცვლელია იმ ადამიანებისათის, რომლებიც ბევრს საუბრობენ როგორც სტაციონარულ, ისე მობილურ ტელეფონებზე.

მსოფლიო მწარმოებლების ხარისხიანი გარნიტურები საშუალებას იძლევა კავშირზე ვიყოთ და ვიმუშაოთ სადაც გვინდა, ეს ასევე არის ცვეთამედეგობა და 24-თვიანი გარანტია. იაფფასიანი ანალოგების ყიდვისას მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ ისინი მალე გამოვა მწყობრიდან და ხშირად მოგიწევთ მათი შეცვლა.

კომპანია InfoTel ცნობილი მსოფლიო მწარმოებლების პარტნიორია, ისეთების, როგორიცაა JabraPoly, რომელთა საპროდუქტო ხაზი შეიცავს ოფისების, კონტაქტ-ცენტრების, დაშორებული სამუშაო ადგილების მუშაობისათვის საჭირო ყველა აუცილებელ მოწყობილობას. კომპანია InfoTel-ის სპეციალისტები გაგიწევენ კომპლექსურ დახმარებას, შემკვეთის მოთხოვნებიდან და ბიუჯეტიდან გამომდინარე. მოგაწვდიან მოწყობილობას ტესტირებისათვის, დაგეხმარებიან აწყობასა და ჩართვაში, პერსონალის სწავლებაში. ვაბარებთ კონტაქტ-ცენტრებსა და ოფისებს სრული კომპლექტაციით. ვიძლევით გარანტიას.

საქონლის კატალოგში შეგიძლიათ გაეცნოთ იმ მოწყობილობის სახეთა უმრავლესობას, რომელსაც ვიყენებთ მუშაობაში. კატალოგში მითითებულია საცალო ფასები. იმისათვის, რათა მიიღოთ სრული ინფორმაცია და საპროექტო ფასდაკლებები, უნდა მიმართოთ ჩვენს გაყიდვების განყოფილებას.

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua