კორპორატიული დონის სატელეფონო სისტემა

კორპორაიული დონის სატელეფონო სისტემა

კორპორატიული ან Enterprise-დონის ტელეფონია წარმოადგენს კომუნიკაციის სტრატეგიულ საფუძველს დიდი ორგანიზაციებისთვის. იგი აერთიანებს აპარატულ და პროგრამულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო, მასშტაბირებად და უსაფრთხო კომუნიკაციას კორპორატიული ინფრასტრუქტურის ფარგლებში.

ეს სისტემები აერთიანებს ხმოვან და ვიდეო კომუნიკაციას, სწრაფ შეტყობინებებსა და ერთობლივი მუშაობის ინსტრუმენტებს ერთიან ინფრასტრუქტურაში, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ ურთიერთქმედებას თანამშრომლებს, კლიენტებსა და პარტნიორებს შორის — მათი  ადგილმდებარეობისა და სამუშაო გარემოს მიუხედავად.

თანამედროვე ბიზნესში კორპორატიული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა აღარ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება — ის წარმოადგენს ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ელემენტს, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, შიდა პროცესების ეფექტიანობას და მონაცემთა უსაფრთხოების დონეს.

ეს განსაკუთრებით აქტუალურია დიდი Enterprise-დონის კომპანიებისთვის გაფართოებული ფილიალების ქსელით, სახელმწიფო დაწესებულებებისთვისა და სამრეწველო საწარმოებისთვის, სადაც ყოველდღიურად ასობით ან ათასობით ზარი, ონლაინ შეხვედრა, ვიდეოკონფერენცია, შეტყობინებების გაცვლა და კლიენტებთან კონსულტაცია ხორციელდება. ეს ყველაფერი წარმოადგენს ერთიან საკომუნიკაციო გარემოს, რომელიც უნდა მუშაობდეს საიმედოდ 24/7 რეჟიმში, აკმაყოფილებდეს მაღალი დონის მოთხოვნებს რეზერვირებაზე, ავარიულ გამძლეობაზე, უსაფრთხოებასა და მასშტაბირებადობაზე და მარტივად ინტეგრირდებოდეს ბიზნესის ციფრულ ინსტრუმენტებთან.

საოფისე PBX-ებისგან განსხვავებით, Enterprise-დონის სისტემები მუშაობს 24/7 რეჟიმში მაღალი დატვირთვისა და გეოგრაფიულად განაწილებული ინფრასტრუქტურის პირობებშიც. ისინი უზრუნველყოფენ ხმოვანი, ვიდეო და ტექსტური კომუნიკაციის უსაფრთხო გადაცემას, მაგალითად SBC-ის (Session Border Controller) გამოყენებით, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს და იცავს მულტიმედიურ ტრაფიკს.

რომ შევაკამოთ, კორპორატიული ან Enterprise-დონის სატელეფონო სისტემები წარმოადგენს კომპლექსურ და მასშტაბირებად საკომუნიკაციო გადაწყვეტილებებს, რომლებიც შექმნილია დიდი ორგანიზაციების რთული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად — მრავალი თანამშრომლით, ფილიალით და მაღალი მოთხოვნებით საიმედოობის, უსაფრთხოებისა და სხვა სისტემებთან ინტეგრაციის კუთხით.

კორპორაიული სატელეფონო სისტემების ძირითადი მახასიათებლები

მასშტაბირებადობა
Enterprise-დონის სისტემები მარტივად ერგება ბიზნესის ზრდას და საშუალებას იძლევა პრომლემების გარეშე დაემატოს ახალი მომხმარებლები, დეპარტამენტები ან ფილიალები.

მაღალი საიმედოობა და მდგრადობა
კორპორატიული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მოიცავს სისტემის რეზერვირებასა და ბიზნესის უწყვეტობის მექანიზმებს, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეფერხებებს.

მობილობა
თანამშრომლებს შეუძლიათ კორპორატიული კომუნიკაციის გამოყენება ნებისმიერი ადგილიდან, ინტერნეტზე წვდომის შემთხვევაში (სახლიდან, მივლინებაში და ა.შ.) მობილური აპლიკაციების, softphone-ების ან ვებ-ინტერფეისის მეშვეობით.

გაფართოებული ფუნქციონალი
ძირითადი ფუნქციების გარდა (მაგ. ზარების ჩაწერა და IVR), სისტემები უზრუნველყოფენ დამატებით შესაძლებლობებს, მათ შორის:

ბიზნეს სისტემებთან სრული ინტეგრაცია
CRM-თან, ERP-თან და სხვა ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მარტივი ინტეგრაცია სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

უსაფრთხოება
გაძლიერებული დაშიფვრის პროტოკოლები და დაცვის მექანიზმები მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად  და არასანქცირებული წვდომის წინააღმდეგ.

მოქნილი მართვა და ადმინისტრირება
ცენტრალიზებული მართვის პანელები IT ადმინისტრატორებს აძლევს საშუალებას მარტივად მართონ მომხმარებლები, პარამეტრები და საკომუნიკაციო პოლიტიკები მთელი ორგანიზაციის მასშტაბით, მიუხედავად ფილიალების განლაგებისა აგრეთვე ხელმისაწვდომია ანგარიშგება და შეტყობინებები.

ჰიბრიდული და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები
თანამედროვე კორპორატიული სისტემები ხელმისაწვდომია როგორც On-Premise, ისე Cloud (SaaS) ან ჰიბრიდული ფორმატით.

გამოყენების სცენარები

1. Mitel კორპორაციული ტელეფონია (ყოფილი Unify)

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს ოპერატორული კლასის SIP პლატფორმას OpenScape Voice-ს Mitel-ისგან (ყოფილი Unify).

OpenScape Voice შექმნილია დიდი ორგანიზაციებისა და კორპორაციებისთვის, მხარს უჭერს 100 000-მდე მომხმარებელს, მუშაობს ვირტუალურ გარემოში და უზრუნველყოფს სერვერების რეზერვირებასა და მდგრადობას.

OpenScape Voice შესაძლებელია განთავსდეს ორ ვარიანტში:

პლატფორმა შექმნილია მონაცემთა ცენტრებისათვის და მხარს უჭერს VMware-ზე დაფუძნებულ ვირტუალურ ინფრასტრუქტურას. შესაძლებელია მიწოდება vApp-ის სახით — წინასწარ კონფიგურირებული გადაწყვეტილების სახით ვირტუალურ გარემოში განთავსებისთვის.

Atos Unify OpenScape Voice

2. Alcatel-Lucent Enterprise კორპორატიული ტელეფონია

Alcatel-Lucent OmniPCX Enterprise Communication Server წარმოადგენს პროფესიონალურ Enterprise-დონის კორპორაციულ სატელეფონო გადაწყვეტას საშუალო, დიდი და ძალიან დიდი კომპანიებისთვის.

ჩვენი ძირითადი კლიენტებისთვის განხორციელებული მრავალი პროექტი სწორედ OmniPCX Enterprise-ის გამოყენებით არის შესრულებული. სისტემა ინტეგრირდება Alcatel-Lucent Rainbow ერთიანი კომუნიკაციის ღრუბლოვან სერვისთან. Rainbow მობილური კოლაბორაციის აპლიკაცია იდეალური დამატებაა ბიზნეს ტელეფონიისთვის და თანამშრომლებს ეხმარება ბიზნეს მოთხოვნებზე უფრო სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში.

Alcatel-Lucent OmniPCX Enterprise — Communication Server

OXE PURPLE R100.1 (UP TO MD6)

3. Asterisk კორპორაციული ტელეფონია

კომერციული პლატფორმების გარდა, გამოიყენება ღია კოდის გადაწყვეტილებებიც, როგორიცაა მოდულური VoIP პლატფორმა Asterisk, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას მორგებული საკომუნიკაციო სისტემები კონტაქტცენტრებისათვის ან ინტეგრირდეს არსებულ კორპორაციულ სატელეფონო ინფრასტრუქტურასთან.

Asterisk არის ღია პროგრამული პლატფორმა ხმოვანი კომუნიკაციის სისტემების სწრაფი შექმნისთვის, რომელიც სერვერს სრულფასოვან სატელეფონო სადგურად გარდაქმნის.

Asterisk-ის ძირითადი ფუნქციებია: IVR, ხმოვანი ფოსტა, კონფერენციები, ზარების ჩაწერა და ანალიტიკა, საკონტაქტო ცენტრების შექმნა და მართვა, ასევე API-ები ავტომატიზაციისთვის.

როგორ შევარჩიოთ გადაწყვეტილებები თქვენი ორგანიზაციისთვის

სწრაფად ცვალებად საკომუნიკაციო სამყაროში საიმედო კავშირი აღარ არის ფუფუნება — ეს აუცილებლობაა. კორპორატიული ტელეფონიის სწორი დაგეგმვა განსაზღვრავს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს, მომსახურების ხარისხსა და კომპანიის რეპუტაციას.

Enterprise-დონის კორპორატიული ტელეფონია უზრუნველყოფს სტაბილურ, უსაფრთხო და მასშტაბირებად კომუნიკაციას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე კლიენტებთან ან პარტნიორებთან. ეს არის ეფექტური თანამშრომლობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და უწყვეტი ბიზნეს ოპერაციების საფუძველი.

INFOTEL COMMUNICATIONS გთავაზობთ სრულყოფილ კორპორატიულ ტელეფონიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.
ჩვენ კი არ ვაყენებთ მოწყობილობებს— ჩვენ ვქმნით საკომუნიკაციო ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება თქვენს გუნდს უფრო სწრაფად, კომფორტულად და პროდუქტიულად მუშაობაში.

ჩვენი უპირატესობები

ჩვენ დაგეხმარებით შეარჩიოთ ოპტიმალური კორპორაციული ტელეფონიის გადაწყვეტა თქვენი მიმდინარე საჭიროებებისა და კომპანიის მომავალი ზრდის გათვალისწინებით.

Submit Request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua