მომზადება ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის ეპოქისათვის

организация удаленной работы

მომზადება ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის ეპოქისათვის

არ შეიძლება უარვყოთ გავლენა, რომელიც პანდემიამ მოახდინა ყველა ზომის კომპანიაზე, აიძულა ყველა სექტორის ორგანიზაცია შეგუებოდა ჩახლართულ პირობებს და უზრუნველეყო ბიზნესის უწყვეტობა. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კომპანიას უკვე ჰქონდათ აღჭურვილობა განაწილებულ სამუშაო რესურსებთან სამუშაოდ, უმრავლესობა აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელთან გამკლავებაც მათ არ იცოდნენ.

კვლევები გვიჩვენებს, რომ დისტანციურად მუშაობა გავრცელდა ბევრად ადრე, ვიდრე წარმოიშვა საკარანტინო სიტუაცია: კომპანიათა 55% უშვებდა დისტანციურად მუშაობის ზოგიერთ ასპექტს. თუმცა კრიზისმა შეცვალა კომპანიათა 95%-ის ტექნოლოგიური პრიორიტეტები, მოითხოვა რა უსაფრთხოების, მიერთების შესაძლებლობებისა და ერთობლივი მუშაობის ახალი სტრატეგიები.

პირველი ლოქდაუნების გავრცელებიდან ბევრ ქვეყანაში დამთავრდა დრო, როდესაც ყველა თანამშრომელი ყოველდღიურად დადიოდა ოფისში. თანამშრომელთა და კლიენტთა უსაფრთხოებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ტრადიციული საოფისე გარემო უკვე ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას, რომელიც კომპანიას სჭირდება.

ამ ახალ ლანდშაფტში ადამიანური რესურსები უფრო განაწილებულია, ვიდრე ოდესმე, ბევრი თანამშრომელი მუშაობს სახლიდან იმ ფუნქციებთან შეზღუდული წვდომით, რომელსაც ოფისში იყენებდნენ. საკომუნიკაციო სერვისები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ახალ გარემოში, საშუალებას აძლევს რა ადამიანებს შეასრულონ წარმოუდგენელი ბიზნეს-ოპერაციები, ეურთიერთონ კოლეგებს, მომწოდებლებსა და კლიენტებს.

სამწუხაროდ, სამუშაოს ძველი მოდელებისთვის შექმნილი საკომუნიკაციო სერვისები არ შეესაბამება ამ ახალ გარემოს. აუცილებელია ადაპტირება და ხელახალი ორგანიზება, რათა ისინი შეესაბამებოდეს ახალი ლანდშაფტის მოთხოვნებს, როდესაც მუშაობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ვინ ვინ არის დისტანციური მუშაობისას

ფინანსურ დირექტორთა 74% აცხადებს, რომ გეგმავენ თანამშრომელთა გადაყვანას დისტანციურ სამუშაო ადგილებზე ლოქდაუნის დამთავრების შემდეგ. უმრავლესი ბრენდისათვის პანდემია გახდა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მდებარე სამუშაო გარემოზე სწრაფად გადასვლის კატალიზატორი.

თუმცა ბიზნესის ხელმძღვანელებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა მათ თანამშრომელს აქვს უნიკალური მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იმისდა მიუხედავად, რომ ყოველ თანამშრომელს სჭირდება წვდომა ერთობლივი მუშაობისა და კომუნიკაციისათვის საჭირო ეფექტურ და საიმედო სერვისებზე, არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი განსხვავებანი, რომლებზეც უნდა დავფიქრდეთ. სამუშაოსა და მობილურობის მოდელის ტიპი გავლენას მოახდენს კომუნიკაციების მოთხოვნილებაზე. ბიზნესის ხელმძღვანელებმა უნდა შექმნან მომხმარებელთა პროფილები, რათა განსაზღვრონ, როგორ და სად მოახდინონ ინვესტირება გარკვეულ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებში.

კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, შეიცავს შემდეგს:

გუნდში არსებული სხვადასხვა პროფილების შეფასების წარმოება დაეხმარება ბიზნეს-ლიდერებს განსაზღვრონ ადამიანთა მინიმუმ  სამი-ხუთი კატეგორია, რომლებსაც უნდა შეუფარდოს კორპორატიული საკომუნიკაციო სერვისები და დანართები. მაგალითად, შეგიძლიათ შენიშნოთ, რომ თანამშრომელთაგან ზოგიერთი ხშირად გადაადგილდება ორგანიზაციის ტერიტორიაზე, ანუ ხვდება ე.წ. „როუმერების“ ჯგუფში. სხვა ჯგუფებში შეიძლება შედიოდნენ „გუნდური მომუშავენი“, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მაგიდასთან ვიდეო- და აუდიოკონფერენციებზე.

ზოგი შაბლონი და პროფილი შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე დარგში, მაგრამ ყოველი კატეგორია სწორად უნდა შეუპირისპირდეს ინსტრუმენტებს, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდება.

მაგალითად, ჯანდაცვის სექტორში მედდა და ელექტრონული კომერციის სფეროს საწყობის მუშა შეიძლება მივაკუთვნოთ „როუმერების“ კატეგორიას. თუმცა ექსტრენული შეტყობინებები და ინფორმაციასთან მყისიერი წვდომა შეიძლება მედდისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საწყობის მუშასთვის.

ყველა სამუშაო ადგილთან დაკავშირებული ქეისები

2020 წლის განმავლობაში ბევრმა კომპანიამ ისარგებლა სერვისის ახალი კომუნიკაციების აღმოჩენისა და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის შესაძლებლობით უფრო ფართო მასშტაბში. თუმცა თანამშრომელთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ კომპანიებმა ინვესტირება უნდა მოახდინონ უფრო სრულყოფილ ტექნოლოგიებში.

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ახალ სამუშაო გარემოში წარმატების გასაღებს წარმოადგენს გრძელვადიანი სწორი გადაწყვეტილებების მიღება არა მხოლოდ ბიზნესის უწყვეტობაში. ორგანიზაციებისათვის ასევე აუცილებელია ყველაზე მაღალ დონეზე უზრუნველყონ ადამიანთა უსაფრთხოება და კლიენტების დაკმაყოფილება.

შემდეგი საკლიენტო კეისები არის Alcatel-Lucent Enterprise-ის გადაწყვეტების რეალურად არსებული მაგალითები, რომლებიც რეალურმა კომპანიებმა შექმნეს. ეს კეისები გვიჩვენებს, რომ ხშირად ბიზნეს-ოპერაციებისათვის მასშტაბური ცვლილებების სწორი გადაწყვეტების დანერგვა შეიძლება განხორციელდეს სწრაფად და მარტივად სწორი დაგეგმვის შემთხვევაში. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაფერისი პარტნიორი კომპანიის დახმარებით შეიძლება მივიღოთ წვდომა საკომუნიკაციო სერვისებზე, რომლებიც აუცილებელია არა მარტო გადასარჩენად, არამედ უახლოეს წლებში ასაყვავებლად.

Подготовка к эпохе работы из любого места

საკლიენტო კეისი: ჯანდაცვის სექტორი (ავსტრალია)

ამ კომპანიას აუცილებელ მასშტაბში უნდა უზრუნველეყო უსაფრთხოება და ეფექტურობა კრიტიკულ სიტუაციებში. გამოწვევა იყო ის, რომ კრიტიკული მისიებისას ეპოვნათ საშუალო მედპერსონალის უკეთ დაცვის მეთოდი საკომუნიკაციო გადაწყვეტების საშუალებით, ამასთან შეეზღუდათ ვირუსის გავრცელება და აემაღლებინათ მუშაობის ეფექტურობა.   

მობილური მოწყობილობები DECT მიიღო საშუალო მედპერსონალის კატეგორიის ასობით თანამშრომელმა, რათა გამოეყენებინათ გამოძახებათა მარშრუტიზაციის შესაძლებლობები და თავისუფალი აბონენტის ძიების ჯგუფის ფუნქციები, რითაც თავიდან აიცილებდნენ პერსონალის მიერ საერთო მოწყობილობებთან საქმის დაჭერის აუცილებლობას, რასაც შეიძლება ხელი შეეწყო ვირუსის გამრავლებისთვის. შეტყობინებისა და სიგნალიზაციის სისტემებთან ინტეგრაციამ შესაძლო გახადა სწრაფად და მარტივად მოეხდინათ რეაგირება გადაუდებელ სამედიცინო სიტუაციებზე.

организация удаленной работыსაკლიენტო კეისი: ჯანდაცვის სექტორი (საფრანგეთი)

ამ კომპანიას აუცილებლად სჭირდებოდა სწრაფად მოეხდინა კლიენტების მომსახურების გადაწყვეტების ადაპტირება, რათა გამკლავებოდა სოციალურ დისტანცირებას და დისტანციურ მუშაობას.

გადაწყვეტა გახდა ოთხ დღეში ასეულობით სადესკტოპო ტელეფონის განთავსება სახლებში ყველა რესპონდენტთან უსაფრთხო VPN შეერთების საშუალებით, რომელიც თავსებადი იყო ყველა ინერნეტ პროვაიდერთან.

ზოგი კომპანიისათვის იდეალური გადაწყვეტა იქნება მოიხმაროს BYOD სტრატეგიები, რომლებიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ საკუთარი მოწყობილობები თავიანთ არჩეულ გარემოში. სხვათათვის სადესკტოპო ტელეფონების კომპლექსურ ტექნოლოგიებთან წვდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება არსებული ხარისხის მომსახურებისა და ნორმატიულ მოთხოვნებთან იგივე დონის კრიტიკული შესაბამისობის შენარჩუნებისათვის.

საკლიენტო კეისი: ჯანდაცვის სექტორი (საფრანგეთი)

ამ კომპანიისათვის წარმატების გასაღები იყო გუნდური მუშაობისა და იმ ინფორმაციასთან წვდომის გაუმჯობესება, რომლებსაც ადამიანები ცვლიან მანძილის მიუხედავად. აქ თავი იჩინა პრობლემამ, პირველი ხაზის პერსონალის აღჭურვილობა მიეერთებინათ მობილური მოწყობილობა DECT-ის მეშვეობით Teams-ით მოსარგებლე საოფისე პერსონალის აღჭურვილობასთან. თუმცა კომპანიამ შეძლო წარედგინა ტელეფონიის საიმედო და უსაფრთხო სამსახურები Microsoft Teams-თვის სამსახურ Rainbow-თან ინტეგრაციის საშუალებით, ამასთან შეძლო შეენარჩუნებინა ტელეფონიის საკუთარი კორპორატიული ინფრასტრუქტურა ჰიბრიდული ღრუბლოვანი მოდელის ფარგლებში.  

Alcatel-Lucent Rainbow მეშვეობით კომპანიამ შეძლო მიეღო ბიზნეს ტელეფონიის აუცილებელი მაღალხარისხოვანი ფუნქციები, რომლებსაც Microsoft Teams ავტომატურად არ შეიცავს. შედეგი - ხარისხიან ტელეფონიასთან შეთავსებით  ერთობლივი მუშაობის ოპტიმალური გამოცდილების შეძენა უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

подготовка удаленной работыსაკლიენტო კეისი: ჯანდაცვის სექტორი (გერმანია)

ამ ბიზნესისთვის უცილებელი იყო საშუალო მედპერსონალის მობილურობის გაზრდა და 13 შენობაში დაუბრკოლებელი მობილური კავშირის უზრუნველყოფა. ამოცანა მდგომარეობდა საშუალო მედპერსონალის აღჭურვაში მობილური მოწყობილობებით, რომლებიც ჯანდაცვის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, ადგილობრივ ქსელზე ავტომატურად აწყობის შესაძლებლობითა და ჰენდოვერის ფუნქციით.  

ამ შემთხვევაში გადაწყვეტა მდგომარეობდა უნაკერო ჰენდოვერისა და ადგილობრივ ქსელზე, DECT და DECT-ის სანირებული IP ტელეფონების საშუალებით, რომლებიც მუშაობს კომუნიკაციის მტყუნებამედეგ პლატფორმაზე - ცხელი გადართვის შესაძლებლობით,  ავტოაწყობის ფუნქციის უზრუნველყოფაში.

организация удаленной работыსაკლიენტო კეისი: საცალო ვაჭრობა (გერმანია)

საცალო ვაჭრობის ამ გერმანულ კომპანიას სჭირდებოდა გაერკვია, ლოკდაუნისას როგორ გაეგრძელებინა კლიენტების მომსახურება აგენტების საშუალებით, რომლებიც ადრე სახლებიდან არ მუშაობდნენ. გადაწყვეტა აღმოჩნდა ის, რომ დისტანციური აგენტებისთვის ოთხი დღით გადაეცათ კორპორატიული ტელეფონიის ყველა ფუნქციის მოდელირების მქონე სოფტფონების ფუნქციონალი, თითქოს ისინი მდებარეობდა კონტაქტ-ცენტრის შენობაში.  

Rainbow-ს საშუალებით კომპანიამ ასევე შეძლო წარედგინა ეკრანის ერთობლივი გამოყენების, დამრიგებლობისა და სწავლების სერვისი, რათა დახმარებოდა თანამშრომლებს გამხდარიყვნენ უფრო ეფექტურები ოპერატიულ რეჟიმში.  

организация удаленной работыსაკლიენტო კეისი: განათლების სექტორი (აშშ)

ამ საგანმანათლებლო ჯგუფისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო, როგორ განეხორციელებინა დისტანციურ გარემოში მომუშავე  მასწავლებელთა დისტანციური სწავლების შესაძლებლობა და ამასთან უზრუნველეყო მოსწავლეთა პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

მიმდინარე სატელეფონო სტრუქტურის გამოყენებამ და ჰიბრიდული ღრუბლოვანი კომუნიკაციების დანერგვამ კომპანიას საშუალება მისცა მიეღო ახალი შესაძლებლობები. სოფტფონები და Rainbow-ს ახალი ტექნოლოგიებს მხარს უჭერდა 600 მასწავლებელი და უფლებას იძლეოდნენ დაერეკათ სტუდენტებისთვის პირადი ნომრების გამხელის გარეშე. ასევე შესრულდა სისტემის ინტეგრაცია სწავლების არსებულ სისტემასთან (LMS).

 

организация удаленной работы

საკლიენტო კეისი: სატრანსპორტო სექტორი (ესპანეთი)

ამ სატრანსპორტო კომპანიის ამოცანა იყო შეენარჩუნებინა კლიენტების დაკმაყოფილებულობა პირველი პიკური აქტივობისას.

ორგანიზაციისთვის აუცილებელი იყო იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლებოდა დაემუშავებინა კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთქმედების გაზრდილი რაოდენობა პანდემიის პირობებში, თანაც შეემცირებინა მოცდის დრო და გაეზარდა ეფექტურობის კოეფიციენტი.

გადაწყვეტა მდგომარეობდა კლიენტების ყველა მონაცემთან მყისიერი წვდომის შესაძლებლობის მიცემაში შემომავალი ზარებისას Microsoft Dynamics CRM_ტან ინტეგრაციის ხარჯზე. კლიენტების ან მომწოდებლების შესახებ ქრონოლოგიურ ინფორმაციასთან მყისიერმა წვდომამ და სატელეფონო ნომრების ავტომატურმა შეგროვებამ საშუალება გააჩინა შემცირებულიყო შეცდომების რაოდენობა და ლოდინის დრო.  

организация удаленной работыსაკლიენტო კეისი: სახელმწიფო სექტორი (საფრანგეთი და კალიფორნია)

სახელმწიფო სექტორის ამ ორი ჯგუფისთვის - ერთისთვის საფრანგეთში, მეორესთვის კალიფორნიაში - ერთიდაიგივე პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ გაერკვიათ, როგორ ეპასუხათ მოქალაქეთა მოთხოვნაზე, როდესაც ტრადიციულ საოფისე გარემოში მუშაობა შეუძლებელი იყო.

გადაწყვეტამ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს საშუალება მისცა  საკომუნიკაციო სისტემების კონფიგურირება და ფორმირება მოეხდინა IT-სფეროში რაიმე ცოდნის გარეშე საჭირო დეპარტამენტში გამოყენებისთვის გამზადებული გამოძახებების ავტომატური მარშრუტიზაციის გადაწყვეტის საშუალებით. ყოველ დეპარტამენტს შეეძლო ჩაეწერა და გამოექვეყნებინა ხმოვანი შეტყობინებები IT -განყოფილების დახმარების გარეშე.

ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის გასაღები

организация удаленной работы

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციური მუშაობა არ უნდა იყოს ისეთი რთული და ძვირადღირებული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კლიენტების მონაყოლებში არა არის ისტორიები ძველ გადაწყვეტებზე სრული უარის თქმაზე. ამის მაგივრად ჩვენ განვიხილეთ სიტუაციები, როდესაც არსებულ საკომუნიკაციო სისტემას შეუძლია გახდეს რაღაც უკეთესის, უფრო მრავალფეროვნის და უფრო ციფრულის, საფუძველი.

მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მუშაობისას იდეალური შედეგების უზრუნველყოფა შეიძლება იმდენად მარტივი და მოქნილი იყოს, რამდენადად ეს აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისათვის. წარმატების გასაღებია უბრალოდ იმის გაგება, თუ როგორ ვიმუშაოთ სწორ პარტნიორთან. ALE-სთან ინდივიდუალურ გადაწყვეტებზე მუშაობისას, კომპანიებმა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ზემოთ მოყვანილ ქეისებში, შეძლეს შეემუშავებინათ ინდივიდუალური სტრატეგიები თავიანთი ყველაზე საჭირბორიტო პრობლემების გადასაჭრელად.

ამგვარად, როგორ უნდა დარწმუნდნენ ბიზნესის ლიდერები, რომ ისინი ირჩევენ სწორ პარტნიორს?

შეისწავლეთ გაშლის ხელმისაწვდომი მოდელები

ზოგი კომპანია მთლიანად გადაერთვება ღრუბელზე, ამ დროს სხვები ფოკუსირებას ახდენენ ჰიბრიდულ გაშლებზე. შესაფერისი პარტნიორის ძიება ნიშნავს, რომ თქვენ შემდგომშიც გექნებათ არჩევანის საშუალება, მიიღებთ კომპლექსურ ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის მართლაც აუცილებელი ღრუბლოვანი არქიტექტურის თვალსაზრისით.

შეიტყვეთ, რა გჭირდებათ

თქვენი გუნდის ზოგიერთი წევრი შეიძლება დაკმაყოფილდეს სოფტფონით ან სმარტფონის ან კომპიუტერის დანართით. თქვენი ორგანიზაციის სხვა წევრებს დასჭირდებათ სტაციონარული ან საკონფერენციო ტელეფონი. ძალზე მნიშვნელოვანია გყავდეთ პარტნიორი, რომელსაც შეუძლია ყველა თქვენთვის აუცილებელი ტექნოლოგიური გადაწყვეტის დანერგვა.

სტაბილურობა და მხარდაჭერა

 თქვენს პროვაიდერს უნდა შეეძლოს, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, დაგპირდეთ შეუფერხებელი მუშაობის წარმოუდგენელ დონეს. როდესაც გადაგაქვთ თქვენი კომუნიკაციები ღრუბელში, თქვენ ისწრაფვით ბიზნესის მდგრადობისა და უწყვეტობისკენ. სწორი პროვაიდერი, რაც უნდა მოხდეს, შეძლებს უზრუნველყოს მუშაობის მაღალი ხარისხი.

ფუნქციების მოქნილობა

ყველა კომპანიას ღრუბლოვან სფეროში გადასვლასთან აქვს საკუთარი მოთხოვნა. თქვენი გადაწყვეტილება აღჭურვილი უნდა იყოს ფუნქციებით, რომლებიც ეთანადება თქვენს თანამშრომლებს. ზოგისთვის ეს იქნება წვდომა სმარტფონზე მყისიერ შეტყობინებაზე, სხვებისთვის საგნების ინტერნეტის საშუალებით სხვა მოწყობილობებთან და ტექნოლოგიებთან მიერთების შესაძლებლობა. სამუშაოს შესამსუბუქებლად და ახალ ფუნქციებთან წვდომისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოქნილ გარემოს.

ინტეგრაცია და კასტომიზაცია

წამყვან ღრუბლოვან გადაწყვეტებს, როგორიცაა Rainbow,  შეუძლიათ მუშაობა გარეშე გადაწყვეტებთან და სერვისებთან ინტეგრაციის საშუალებით API და SDK-ს გამოყენებით. არ არის არანაირი შეზღუდვა თქვენი ბიზნესისათვის შესაფერისი საკომუნიკაციო სისტემის ასაგებად. მოქნილობა არის გადამწყვეტი ფაქტორი სამყაროში, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად ეყრდნობიან უფრო და უფრო მეტ დანართს.

უსაფრთხოება და ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობა

თქვენმა პროვაიდერმა უნდა გაითვალისწინოს თქვენი მოთხოვნები, როდესაც საუბარი  თქვენს დარგში უსაფრთხოების, ნორმატიული მოთხოვნებისა და კონფიდენციალობის დაცვაზეა. საუკეთესო პარტნიორმა შეიძლება შემოგთავაზოთ დამატებითი მხარდაჭერა HIPAA, GDPR, PCI  და ა.შ. მოთხოვნებისადმი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

სადაც უნდა მდებარეობდეს ოფისი, კომუნიკაცია წარმატების გასაღებია. სწორი საკომუნიკაციო სერვისები არის ბიზნეს-პროცესების, დანართებისა და ობიექტების დამაკავშირებელი რგოლი. როდესაც თქვენი საკომუნიკაციო არხი იქნება საკმარისად მძლავრი, ვერც ერთი ვირუსი ვერასდროს შეძლებს დაამსხვრიოს თქვენი ბიზნესი.

გადმოტვირთეთ

Digital Age Networking for Education

Digital Age Networking for Enterprises

Digital Age Networking for Healthcare

Digital Age Networking for Hospitality

Digital Age Networking for Transportation

 

თუ კი გაინტერესებთ დისტანციური სამუშაოს ორგანიზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება, მოგვმართეთ ოფისში კონსულტაციებისათვის.

Send a request

ოფისი საქართველოში:
0119, საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზირი 116
Tel.: +995 (32) 234 16 09
e-mail: infotel@infotel.ge
ოფისი უკრაინაში:
03110, უკრაინა, კიევი,
სოლომენსკაის ქუჩა, 3ბ, ოფისი 205
Tel.: +380 (44) 520 20 30
Fax: +380 (44) 520 20 28
e-mail: infotel@infotel.ua