ჯანდაცვის სფერომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა რამდენიმე თვეში, რასაც ადრე წლები დასჭირდებოდა.
პაციენტთა მომსახურების ტრანსფორმირების აუცილებლობამ და დახმარების გაწევის რეორგანიზაციამ გააფართოვა უმრავლესობა სამედიცინო ორგანიზაციების შემოთავაზებული მომსახურების საზღვრები და შეცვალა იმის გაგება, თუ როგორი უნდა იყოს პაციენტის მოვლა. მომსახურების ახალი ფორმები ხდება ბევრად ჰიბრიდული და უფრო ურთიერთდაკავშირებული, როდესაც პაციენტები და მედიცინის მუშაკები ეყრდნობიან ინფორმაციის ურთიერთში გაცვლას.
პაციენტთთა ციფრულ ტექნოლოგიებთან შეუფერხებელი წვდომის მოთხოვნილება სამედიცინო მომსახურების ყველა ეტაპზე გახდა სამედიცინო დახმარების გაწევის ფუნდამენტური საყრდენი, და არა მასზე სასიამოვნო დანამატი. მედიცინის მუშაკები ხვდებიან ურთიერთთანამშორმლობისა და ინფორმაციასთან კონტექსტურად დამოკიდებული წვდომის უპირატესობას გაწეული დახმარებისა და მუშაობის გამოცდილების ხარისხის თვალსაზრისით, რაც ამცირებს ექიმებისა და მედდების დატვირთვას.
სამედიცინო ორგანიზაციებმა, რომლებმაც გადალახეს პანდემია და წარმატებით გაუმკლავდნენ ამ ამოცანას, შეძლეს წაეხალისებინათ ციფრული ტრანსფორმაცია სრული გაურკვევლობის დროს. ამ საწარმოებმა გამოიყენეს თავიანთი ციფრული ინფრქსტრუქტურის საკვანძო შესაძლებლობები ინოვაციათა მდგრადობისა და მასშატაბირების უზრუნველსაყოფად. ინოვაციური ტექნოლოგიები, როგორიცაა ჩატ-ბოტები, ხელოვნური ინტელექტი, სამედიცინო ინსტრუმენტების მიერთების გაფართოებული შესაძლებლობები, IoT, პერიფერიული გამოთვლები და ღრუბელი, გახდება საკვანძო იმ ბიზნეს-მოდელების მხარდასაჭერად, რომლებსაც შეუძლია მოამზადოს სამედიცინო ორგანიზაციები ჯანდაცვის მომავლისათვის.
როგორც იქნა, დადგა ეს დღე. ამის ექნება დაგეგმილი ოპერაცია და ის ცოტას ნერვიულობს. მანამ, სანამ ლეონარდს მიჰყავს საავადმყოფოში, ის კვლავ და კვლავ ამოწმებს ტელეფონს. Push-შეტყობინება ახსენებს, თუ როდის უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ახსენებს განყოფილებისა და ქირურგის სახელს. ვესტიბიულში მას გულღიად ხვდებიან - მას ელოდებოდნენ. მდივანი გზავნის დანიშნული ოთახისკენ, სადაც მედდა დაეხმარება ოპერაციისთვის მომზადებაში. პალატაში თავისი სმარტფონით ნავიგაციის ფუნქციის გამოყენებით ამი ადვილად პოულობს თავის ოთახს და ადგილსამყოფელს ლეონარდს ატყობინებს.
ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ამი იღვიძებს თავის ოთახში და ლეონარდი მის გვერდითაა. ისინი გამოდიან სტუმრების პორტალში და შეუძლიათ მაშინვე ჩაერთონ Wi-Fi-ში და ნახონ ვებგვერდები, მიიღონ წვდომა საინფორმაციო-გასართობ სერვისებთან, უყურონ თავის საყვარელ სერიალებს Netflix-ში და შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა. მობილური დანართის საშუალებით ამის შეუძლია მიიღოს წვდომა ჩატ-ბოტთან, რომელიც პასუხობს ძირითად კითხვებს, როგორებიცაა სტუმრის მოსვლის დრო და კვება, და შეიცავს ოპერაციის შემდგომ ანკეტას პაციენტების მიერ შეტყობინებული შედეგების გასაზომად.
სამ დღეში. გამოწერის შემდეგ ამი ამჩნევს, რომ მისი ჭრილობა გაუარესდა. ის ფოტოს უგზავნის ქირურგს ჩატის საშუალებით და იღებს რამდენიმე რჩევას, ასევე შემდეგი დილისათვის დაგეგმილ ვიდეოზარს. რამდენიმე კვირის შემდეგ ამი თითქმის სრულად გამოჯანმრთელდა და დაბრუნდა ოფისში. ის იღებს შეტყობინებას იმის შეხსენებით, რომ აუცილებელია საავადმყოფოში მიღებაზე ჩაწერა დანართის საშუალებით.
ჯოი მუშაობს დიდ საბავშვო საავადმყოფოში და ეს-ესაა დაეწყო დილის ცვლა. პირველ რიგში მან მოინახულა ოჯახთან ერთად მყოფი შვიდი წლის ბავშვის კაის პალატა. პალატაში შესვლამდე, ის ამოწმებს სისტემას თავის ტელეფონზე და პოულობს ჩანაწერებს, რომლებიც მეორე ექიმმა გაუზიარა. ბოლო რამდენიმე დღე მძიმე იყო კაისათვის. მისი სიმპტომები უარესდება, ამიტომ ჯოიმ გადაწყვიტა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.
სკანირებისა და ჯანმრთელობის ისტორიის შედეგების შემოწმების შემდეგ ჯოის უნდოდა თავისი დამრიგებლისა და განყოფილების გამგის ექიმი ჩიზიმუსათვის ეკითხა აზრი მანამ, სანამ კაის ახალ მკურნალობას დაუნიშნავდა. ექიმი ჩიზიმუ იმ დღეს დაშორებულად მუშაობს, ამიტომ ჯოი მას უზიარებს კაის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სურათს ექიმთათვის არსებული სამედიცინო ვიზუალიზაციის პლატფორმით დაცული ქსელის საშუალებით. პასუხის ლოდინისას ჯოი იღებს სასწრაფო შეტყობინებას შეტყობინებების მიმოცვლის სისტემისგან თავის ჭკვიან საათზე: ერთერთ მის პაციენტს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში შეტევა აქვს. საწოლის დაკვირვების სისტემა მას და ქსელის საშუალებით მისაწვდომ მედდებს უგზავნის განგაშის სიგნალს. პალატის ადგილმდებარეობის გასარკვევად ჯოი თავის სმარტფონზე სწრაფად ნახულობს გეოლოკაციის სურათს და გარბის პაციენტისაკენ. მისი დაუყოვნებელი ჩარევით და მედდების დახმარებით პაციენტი უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა.
სადილის შემდეგ ჯოის ატყობინებენ, რომ ახალი პაციენტი პალატაში შეიყვანეს. მას ჟოზეფინა ჰქვია და მისი მდგომარეობა მოითხოვს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თვალყურის დევნების გარკვეულ სისტემებსა და სამედიცინო მოწყობილობებს. ჯოი მედდებს სწრაფად უგზავნის ინსტრუქციებს საავადმყოფოს კავშირის სისტემის საშუალებით. შიდა ქსელისა და თავიანთ ტელეფონებზე მდებარეობის განმსაზღვრელი გადაწყვეტების საშუალებით მედდები პოულობენ აუცილებელს, და როდესაც ჯოი რამდენიმე წუთის შემდეგ შედის ოთახში, ყველაფერი მომზადებულია მისი ინსტრუქციების შესაბამისად. ჯოი უღიმის ჟოზეფინას, მის ოჯახს და საწოლზე ჯდება, რათა აუხსნას მათ, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა, და უპასუხოს ყველა მათ კითხვას.
ისეთი სამედიცინო ორგანიზაციები, როგორიცაა Cantabrian Health Service, უფრო და უფრო ხშირად იკვლევენ ჯანდაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებულ მხარდამჭერ შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლია დახმარების გაწევის გზების ოპტიმიზება და დახმარების გაწევის წინასწარ განსაზღვრა, მიღებიდან შემდგომ დაკვირვებებამდე და მათ საზღვრებს მიღმა, როგორებიცაა ტელეკონსულტაცია, დისტანციური ექსპერტიზა და EMR ინტეგრაცია.
ორგანიზაციებმა, რომლებიც ესწრაფვიან ინოვაციური ტექნოლოგიების მასშტაბირებას ჯანდაცვის რთულ სცენარში და რამდენიმე პერსონისათვისაც, ინვესტირება უნდა მოახდინონ სამ ძირითად მიმართულებაში:
ჯანდაცვის სფეროს დაწესებულებათა ხელმძღვანელები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მომავალზე, შეძლებენ გამოიყენონ ინვესტიციები გამოყენების სცენარების მხარდამჭერ ტექნოლოგიებში, რომლებიც შეესაბამება ბიზნესის მოთხოვნებსა და პრიორიტეტებს. ასეთი შეთანხმება უზრუნველყოფს სწორ გამოცდილებას როგორც პაციენტებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც მათ უვლიან, გაზრდის კლინიკურ ეფექტურობას და მოთხოვნების დაცვას, აგრეთვე მედიცინის მუშაკებს საშუალებას მისცემს მეტი დრო გაატარონ პაციენტებთან, რითაც დიდ გავლენას მოახდენენ კლინიკურ შედეგებზე და პაციენტების ფასეულობებზე.
ყველა ეს გადაწყვეტა შეიძლება რეალიზდეს უკრაინაშიც კომპანია Alcatel-Lucent Enterprise-ის, ჯანდაცვის სფეროს კომუტაციური მოწყობილობების ევროპული მწარმოებლის, მოწყობილობების საფუზველზე .
კომპანია InfoTel -ის სპეციალისტებს გააჩნიათ მსგავსი გადაწყვეტების რეალიზების გამოცდილება და მზად არიან კონსულტაცია გაგიწიონ და შეგირჩიონ გადაწყვეტები თქვენი ბიზნესის მოთხოვნებისა და კომპანიის ბიუჯეტის მიხედვით.