„ფურშეტი“ უკრაინული კომპანიაა, რომელიც ფლობს იმავე სახელწოდების მაღაზიათა ქსელს.
ის გახდა პირველი ქსელი უკრაინაში. ქსელის პირველი მაღაზია გაიხსნა 1998 წლის დეკემბერში კიევში პოდოლზე და მალე რიტეილერი გახდა ერთერთი ყველაზე მსხვილი უკრაინაში.
უკვე 2013 წელს ქსელ „ფურშეტს“ ჰქონდა 117 მაღაზია, მათ შროის 107 მაღაზია უკრაინის რეგიონებში, მათგან 7 იყო სუპერმარკეტ-რესტორანი „გურმან-ფურშეტი“ და 1 მინიჰიპერმარკეტი „ნაროდნი“, აგრეთვე 10 მაღაზია მოლდოვის რესპუბლიკაში.
დსს „ფურშეტის“ აქციონერები არიან ფიზიკური პირები, ბრიტანული კომპანია „Anthousa Limited“, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საინვესტიციო ფონდი „ევროვენჩურს“.
2021 წელს მეორე უკრაინულმა სავაჭრო ქსელმა „სილპო“ იყიდა „ფურშეტის“ 25 მაღაზია.
AMP NETCONNECT არის მსოფლიოში ლოკალური გამოთვლითი ქსელებისათვის პასიური მოწყობილობების: სტრუქტურირებული საკაბელო ქსელებისა და მისი კომპონენტების, ერთერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი.
AMP NETCONNECT ბრენდის სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა შეიცავს სპილენძისა და ბოჭკოვან-ოპტიკური კომპონენტების სრულ სპექტრს და ინსტრუმენტებს მათი მონტაჟისათვის. ესენია სხვადასხვა დანიშნულების კაბელები, შემაერთებლები და სატელეკომუნიკაციო როზეტები, საკომუტაციო პანელები და სადენები, სამონტაჟო კარადები და დგარები, სახარჯი მასალები და ა.შ.
ZyWALL USG 300 არის ახალი თაობის წვდომის მაღალჩქაროსნული შლუზი, რომელიც საშუალებას იძლევა მარტივი და თვალსჩინო ინტერფეისის მქონე ერთ მოწყობილობაში სრულფასოვნად გადაიჭრას ქსელური უსაფრთხოების ამოცანათა კომპლექსი, ვირუსებისა და სპამების საწინააღმდეგო ფუნქციური აწყობადი დაცვის, ქსელის სხვადასხვაგვარი ობიექტებისათვის გამშვები ზოლის მართვის, დანართების ტრაფიკის კონტროლის, შემოჭრის თავიდან აცილებისა და ვირტუალური კერძო ქსელების, ჩათვლით.
მოწყობილობას აქვს ინტუიციური სამომხმარებლო ინტერფეისი ნავიგაციის ჯვარედინი სისტემით, რომელშიც ჩამონტაჟებულია ცნობარი და მდგომარეობის გრაფიკული მონიტორინგი. მართვის ობიექტურად ორიენტირებული მოდელი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად მოხდეს აწყობის ოპტიმიზირება რთულ ქსელებშიც კი. ჩამონტაჟებული მხარდაჭერა LDAP/MS AD/RADIUS გვეხმარება უსაფრთხოების პოლიტიკების სტრუქტურირებაში ქსელის ორგანიზაციის უკვე არსებული მეთოდიკის საფუძველზე. ინსტრუმენტი Application Patrol საშუალებას იძლევა ეფექტურად ვმართოთ ისეთი დანართების ქსელური აქტივობა, როგორიცაა პირინგული ქსელების კლიენტები, IM, VoIP, ნაკადური ტრანსლაციები და სხვა.
მოწყობილობაში გათვალისწინებულია შვიდი აწყობადი პორტი WAN/LAN/DMZ, რეალიზდება ინტერნეტთან წვდომის მრავლობითი რეზერვირება და დატვირთვის ბალანსირება. მხარდაჭერილია პროვაიდერთან მიერთების რეზერვირება PCMCIA/USB 2,5/3G მოდემების საშუალებით, არის მოწყობილობის მართვის საშუალება კონსოლური მოდემის საშუალებით კომუტირებული ხაზით.
მარშრუტირებადი (L2TP/IPSEC VPN) და ორრანგიანი (SSL VPN) ვირტუალური კერძო ქსელების მხარდაჭერით, ZyWALL USG 200 შეიძლება გამოყენებული იქნას VPN კონცენტრატორის როლში, ტერიტორიულად განაწილებული ობიექტების ერთიან ქსელში გასაერთიანებლად ან მობილური დაშორებული სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
Zyxell არის მსოფლიო ბრენდი კომუტაციური მოწყობილობის სფეროში. ZyXEL გვთავაზობს სადენიანი და უსადენო ქსელების მუშაობის უზრუნველსაყოფ თანამედროვე მოწყობილობათა ფართო სპექტრს. ZyXEL კომუტატორების პროფესიულ ხაზებში შედის გიგაბიტიანი გამტარუნარიანობის, ტრაფიკის პირიტიზაციისა და ადმინისტრირების, ვებ-ინტერფეისის საშუალებით მართვის, SNMP, სამეთაურო სტრიქონის, სტატიკური და დინამიკური მარშრუტიზაციის შესაძლებლობების მქონე მოდელები.
Wi-Fi ქსელების ასაწყობ მოწყობილობათა მოდელური რიგი შეიცავს სწრაფ და დაბრკოლებისაგან დაცულ წვდომის წერტილებს, ჰოტ-სტოპებს ჩამონტაჟებული ბილინგით, უსადენო ქსელების ორგანიზაციისათვის საჭირო კონტროლერებს სტუმრების წვდომით. ყველა ეს გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ავაწყოთ საწარმოს სწრაფი და სტაბილურად მომუშავე კორპორატიული ქსელი, საკუთარ კლიენტებს (სასტუმროებს, რესტორანებს, სტადიონებს, კამპუსებს) მივცეთ ხარისხიანი Wi-Fi მომსახურება.
Eaton არის მსოფლიო დონის კომპანია, რომელიც შეიმუშავებს ენერგიის მართვის გადაწყვეტებს. შეუფერხებელი კვების წყაროები Eaton არის შეუფერხებელი კვების საიმედო და მაღალწარმადი წყაროები, რომლებიც წარმოდგენილია სიმძლავრეთა ფართო დიაპაზონში.
კომპანია DELL სარგებლობს მაღალი წარმადობისა და სიმედოობის მქონე სერვერების მწარმოებლის დამსახურებული რეპუტაციით. სერვერების PowerEdge მომსახურება მარტივია, მათ აქვს შეფერხების მიმართ მდგრადობის დიდი მარაგი და ფასი/ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა.
Dell PowerEdge წარმადობა უზრუნველყოფილია შემდეგის გამოყენებით:
მაღალი საიმედოობა მიიღწევა წარმოებისა და მასალების მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
გენერატორები EDIZON (Europower-ის წარმოება, ბელგია) არის ოპტიმალური გადაწყვეტა ნებისმიერ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი ობიექტის სარეზერვო ან ძირითადი ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.
Kaspersky არის საიმედო დაცვა ჰაკერების, ვირუსებისა და დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფისაგან, რომელთან ერთადაც თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობთ. ონლაინ გადახდებისა და პირადი მონაცემების დასაცავი ინსტრუმენტები დაიცავს თქვენს მოწყობილობებს ციფრული სამყაროს ნებისმიერი საფრთხისაგან.
კომპანია InfoTel-Georgia-ს მიერ პროექტის ტექნიკური დავალების ფარგლებში რეალიზებული იქნა სტრუქტურული საკაბელო სისტემის, უსაფრთხოების უნივერსალური ცენტრის, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ქსელური მოწყობილობების დანერგვა და Wi-Fi ქსელების აწყობა, გარანტირებული და შეფერხების გარეშე ელექტრომომარაგების სისტემის დანერგვა.
თუკი გაინტერესებთ პროექტზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, კონსულტაციებისათვის მოგვმართეთ ოფისში.
მიიღეთ უფასო კონსულტაცია