InfoTel-ი არის საერთაშორისო IT კომპანია, სისტემური ინტეგრატორი სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო გადაწყვეტილებების სფეროში. საქართველოში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში პროექტების განხორციელების გამოცდილებით - 2004 წლიდან. ბიზნესის, მრეწველობის, საჯარო სექტორის, ჯანდაცვისა და განათლების პროექტების განხორციელება. თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია, დადასტურებული საერთაშორისო სერთიფიკატებით.
IT-ტექნოლოგიების დანერგვის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება
800-ზე მეტი ქართველი და უცხოელი დამკვეთი
1000-ზე მეტი წარმატებით განხორციელებული პროექტი
პროფესიონალების გუნდი
უმაღლესი კლასის სპეციალისტები, საერთაშორისო სერტიფიცირება და რეპუტაცია ბაზარზე
მოქნილი ფასწარმოქმნა
თითოეული პროექტისადმი ინდივიდუალური მიდგომა, საპარტნიორო და საპროექტო ფასდაკლებები.
ტექნიკური მხარდაჭერა
პროექტის გაანგარიშება, რეალიზება და სერვისული მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის სპეციალისტების მიერ
სასწავლო ცენტრი
სერტიფიცირებული მასწავლებლები, თანამედროვე ტექნიკური ბაზა.
სასწავლო ცენტრი
კომპანია InfoTel-ის სასწავლო ცენტრი, რომელიც ქ. კიევში 2005 წლიდან ახდენს ტექნიკური სპეციალისტების, პროექტირებისა და გაყიდვების განყოფილებების მენეჯერების, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განყოფილებების ხელმძღვანელების მომზადებას.
სასწავლო ცენტრი აღჭურვილია კომპიუტერული ქსელებითა და სწავლების თანამედროვე მულტიმედიური საშუალებებით, უახლესი საკომუტაციო ტექნიკით. მეცადინეობებს ატარებენ საერთაშორისო სერტიფიკაციის, პრაქტიკული და მეთოდური მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე მასწავლებლები და კომპანიის წამყვანი სპეციალისტები.
სასწავლო პროგრამებში შედის სტანდარტული და სპეციალური კურსები, რომლებიც ინფორმაციის გადაცემის, სისტემათა პროექტირების, მონტაჟის, პროგრამირებისა და ექსპლუატაციის ახალი ტექნოლოგიების უმნიშვნელოვანეს ასპექტებს მოიცავს.